x
image
არჩილ ვერულიძე
კარლოს დიდი და მისი იმპერია.
image

კარლოსი, რომელსაც სიცოცლხეშივე უწოდეს დიდი, ფრანკთა და ლანგობარდთა მომავალი მეფე, ბავარიის ჰერცოგი და დასავლეთის იმპერატორი, 2 აპრილს დაიბადა ... ზუსტად არ არის ცნობილი, რომელ წელს - სადღაც 742-დან 747 წლამდე, აქ წყაროები სხვადასხვა თარიღს გვაწვდის. მისი მამა იყო "პიპინ მოკლე" ფრანკთა მეფე. ფრანკები - გერმანული ტომების გაერთიანება, რომლებმაც ვინმე ხლოდვიგის მეთაურობით, მეროვინგების დინასტიიდან, აიღეს გარდა მათი ისტრიული ტერიტორიისა ჩრდილო-დასავლეთ გერმანიაში, ყოფილი რომის პროვინცია გალია. ამ ტერიტორებზე დაარსდა ე.წ. ბარბაროსული სამეფოები - ავსტრაზია და ნეისტრია. თუმცა ეს მათი ლათინიზირებული სახელწოდებაა, , რადგან თავად ფრანკებისთვის ეს იყო აღმოსავლეთის სამფლობელო - "Ost Reich" და არა აღმოსავლეთი, ანუ დასავლეთი - "Not Ost Reich" მოგვიანებით ხლოდვიგმა ამას დაურთო საფრანგეთის სამხრეთ ნაწილი - აკვიტანია და მისმა შთამომავლებმა გააფართოვეს სამფლობელო ბურგუნდიისა და სხვა, უფრო მცირე ტერიტორიბის ხარჯზე.


პიპინი არ მიეკუთვნებოდა ხლოდვიგის შთამომავლებს და, ფაქტობრივად, ის თავდაპირველად არ გახლდათ მეფე, მაგრამ იყო მაიორდომი -( მეფის რაზმელები, სამეფო კარის მოხელეები და ცალკეული ოლქების მმართველები.) მან ეს თანამდებობა მამისგან, კარლოს მარტელი -გან მიიღო. სიტყვა მარტელი ნიშნავს უროს და იგულისხმება არა სამუშაო ინსრუმენტი, არამედ ჩვენი გმირის ბაბუა, ცნობილი თავისი სამხედრო წარმატებებით - სწორედ მისი მეთაურობით დაამარცხეს ესპანეთიდან შემოჭრილი მუსლიმები, 732 წელს პუატიესთან. რომ არა ეს გამარჯვება, ხუმრობა პარიზის ღვრითს მშობლის მეჩეთზე სულაც არ იქნებოდა ხუმრობა. მაგრამ მისი მთავარი მიღწევა სხვა იყო - სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი ფეოდალურ სისტემას: აუცილებელი ჯარის შენარჩუნებისთვის მან თავის მეომრებს დაურიგა მიწები, ზედ მცხოვრები გლეხებითურთ.

image (კაროლინგების დინასტიის საგვარეულო ხე. მე-XII საუკუნის ხელნაწერის მინიატურა.)



ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მიეწები მას არ ეკუთვნოდა - ეს მიწები მან ჩამოართვა არა ვინმეს, არამედ თვით ეკლესიას ( იმ დროისთვის ყველაზე დიდი მიწადმფლობელი ფრანკების სამეფოში) მაგრამ იმ პერიოდისთვის პაპის ძალაუფლება სულაც არ იყო იმდენად დიდი, რომ ამ გადაწყვეტილებითვის საკმარისი წინააღმდეგობა გაეწია: ვატიკანს დიდი პრობლემები ჰქონდა სხვა ბარბაროსულ სამეფოსთან - ლანგობარდების სამფლობელო, რომლის მიწები მდებარეობდა იტალიის ჩრდილოეთით, ხოლო ფრანკები რომის ერთადერთ იმედად რჩებოდნენ. როდესაც პიპინმა მემკვიდრეობით მიიღო მამის პოსტი, სასულიერო პირებთან ურთიერთობის გამოსწორება სცადა - მიწები არ დაუბრუნებია, მაგრამ დააწესა გადასახადი, რომელიც მოქმედ მფლობელებს ეკლესიისთვის უნდა გადაეხადათ. პიპინს ეს საქციელი დაუფასდა, როდესაც მან გადაწყვიტა ჩამოეგდო მეფე, რომელიც არავითარ ინტერესს არ იჩენდა სახელმწიფო საქმეების მიმართ, მაშინდელმა რომის პაპმა ზაქარიამ თავად მისცა ამის ნებართვა, მისი მემკვიდრე ტეფანე II ფრანკებსაც კი ეწვია და თავად აკურთხა პიპინი მეფედ. რისთვისაც იგი პაპს დაჰპირდა, რომ ლანგობადებისგან დაიცავდა. შეასრულა დანაპირები და ლანგობარდებს ომი გამოუცხადა, გამარჯვების შემდეგ წმინდა პეტრეს ტახტს (იგივე პაპის ტახტი) დაუბრუნა წართმეული ტერიტორიები იტალიაში.


მოდით გადავიდეთ უშულაოდ სტატიის გმირზე. 768 წლის 26 სექტემბერს, 26 წლის ასაკში (სავარაუდოდ) მემკვიდრეობით მიიღო პიპინის ტახტი. უფრო სწორად მისი ნახევარი. ფრანკების წეს-ჩვეულებების თანახმად მამის მემკვიდრეობა ყველა ვაჟზე თანაბრად ნაწილდებოდა, ხოლო კარლოსს ჰყავდა უმცროსი ძმა კარლომანი, ასე რომ სამეფო ორ ნაწილად გაიყო. მათ შორის განსაკუთრებული ძმური სიყვარული არ ყოფილა, რითაც ისარგებლა ლანგობარდების მეფემ დეზიდერიუსმა, რომელმაც იტალიის მიწები დაიბრუნა. ორივე ახლად გამომცხვარი ფრანკების მეფის დედამ ბერტრადა დე ლაიონი, გადაწვიტა ყველას შერიგება და კარლოსიც კი დაარწმუნა დეზიდერიუსის ქალიშვილი ცოლად შეერთო. არავის აწუხებდა ის ფაქტი, რომ კარლოსი უკვე დაქორწინებული იყო. შერიგების მცდელობა წარუმატებელი გამოდგა, ვითარება სამოქალაქო ომისკენ იხრებოდა. მაგრამ უეცრად, და რათქმაუნდა, ყველასთვის მოულოდნენლად კარლომანი გარდაიცვალა. ზუსტად არ არის ცნობილი ამის მიზეზი, ისტორიკოსები მოკრძალებულ მდუმარებას ამჯობინებენ - უბრალოდ გარდაიცვალა და მორჩა, ყველაფერი ღვრთის ნებაა. ჯერ კიდევ ძმის გარდაცვალებამდე კარლოსმა თავისი ახალი ცოლი დაუბრუნა მამას, ლანგობარდების მეფეს. რაც უდიდესი შეურაცხყოფა და ომის მიზეზი იყო, რომელიც მალევე დაიწყო.

imageევროპა 814 წელს



მაგრამ დასაწყისისთვის კარლოსმა გადაწყვიტა ხვა მტერს გამკლავებოდა - საქსებს. საქსები იყვნენ, როგორც ფრანკები ლანგობარდებთან გერმანულ თომთა გაერთიანება. განსხვავება იმაში მდგომარეობდა, რომ ისინი არ იყვნენ ქრისტიანები. მათ ასევე არ ჰქონდათ სახელმწიფო, მაგრამ ყველა მეზობლის, მათ შორის ფრანკების, ძარცვის ჩვევა - ჰქონდათ. ფრანკები მათ ამითვე პასუხობდნენ, როგორც წესი საქსების შემოსევის შემდეგ ხორციელდებოდა ერთგვარი სადამსჯელო კამპანია, სწორედ ასეთი კამპანია ჩაატარა კარლოსმა 772 წელს. დაანგრია საქსების ციხე-სიმაგრე ერესბურგი და გაანადგურა საქსების ერთ-ერთი კერპი "ნიზვერგი" ეს "ჭკუის სასწავლებელი" მოქმედება საკმარისად ჩათვალა და თავის სამეფოს დაუბრუნდა, მით უმეტეს ადგილობრივ ბარბაროსებთან ბრძოლაზე მნიშვნელოვანი საქმე ელოდა: ომი ლანგობარდებთან.

მათი ლიდერი დეზიდერიუსი, რბილად რომ ვთქვათ არ გამოდგა კარგი მხედართმთავარი. თავდაპირველად უბრძოლველად დათმო ალპების გადასასვლელები და გადაწყვიტა თავის კარგად გამაგრებულ დედაქალაქ პავიაში დარჩენილიყო, ამით ფრანკებს თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცა ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე, ამ მოქმედებას შეიძლება იდიოტური ეწოდოს. მით უმეტესს კარლოსს საკმარისი ჯარი ჰყავდა დედაქალაქის ალყაში მოსაქცევად, მას ასევე შეეძლო ლანგობარდების სამეფოს სიდიდით მეორე ქალაქის ვერონას დაკავება. კარლოსმა რომში გამგზავრების დროც კი გამონახა, რათა რომის ახალ პაპს ადრიანეს სრული ცენტრალური იტალიის გადაბარებას დაჰპირებოდა. შემდეგ იგი პავიასთან დაბრუნდა - იმ დროისთვის იქ " უკანასკნელ ვირთხებს ჭამდნენ" ამიტომ მალე დეზიდერიუსს დანებების გარდა აღარაფერი დარჩენოდა. შეიძლება ითქვას, რომ დეზიდერიუსს გაიმართლა - მას მხოლოდ ტიტული ჩამოართვეს, იგი გამარჯევებულზე გადავიდა, კარლოსი ფრანკების და ლანგობარდების მეფე გახდა, ასევე "რომის პატრიცია"

imageრომის პაპი ადრიანე I აკურთხებს ლუი აკვიტანიელს. მინატურა დიდი ფრანგული ქრონიკებიდან


ამასობაში აღმოჩნდა, რომ საქსებითვის კარლოსის მიერ ჩატარებული გაკვეთილი სულაც არ არის საკმარისი - შემოსევები და ძარცვა გრძელდებოდა. კარლოსი მიხვდა, რომ წინა სასჯელი ზედმეტად მსუფუქი გამოდგა. ამჯერად უფრო ღრმად შეიჭრა საქსების მიწებზე და ამოწყვიტა მათი უმრავლესობა, გარდა ამისა საზღვრებზე გარნიზონები დააყენა. ბუნებრივია მისივე განადგურებულ და საქსების მიერ აღდგენილ ერესბურგში და სხვა ციხე-სიმაგრე სიგიბურგში. გასაოცარია, მაგრამ ამანაც არ იმოქმედა, შემდეგ წელს საქსებმა ისევ დაიწყეს ომი, აიღეს მრავალგზის განადგურებული ერესბურგი. კარლოსმა იფიქრა, რომ ამ ყველაფერში საქსების წარმართული რელიგია იყო დამნაშავე, ასე რომ გარნიზონებთან ერთად საზღვრებზე ქრისტიანი სასულიერო პირები გაგზავნა, მითითებით - მოენათლად ყველა ვინც ხელთ ჩაუვარდებოდათ. აქ ოფიციალური ხელნაწერები იუწყებიან, რომ საქსებს ეს ძალიან მოეწონათ, ისინი ჯგუფურად ინათლებოდნენ. არსებობს ეჭვი, რომ მემატიანემ იცრუა.


მომავალ წელს შეიჭრა მუსლიმების მიერ ოკუპირებულ ესპანეთში და სასტიკად დამარცდა, უკან დახევისას დაკარგა არიესგარდი ფრეპექტის, ვინმე "ჰროუტლანდის" ჩათვლით, რომელიც შუა საუკუნეების ეპოსის როლანდის გმირი გახდა, კარლოსი იძულებული შეიქნა კვლავ საქსებით დაკავებულიყო. ამჯერად გადაწვიტა მხოლოდ სადამსჯელო კამპანიით არ შემოფარგლულიყო. პირველი: დაიკავა საქსონია სრულად. მეორე: დაყო საქსონია საგრაფოებად, რომლებიც თავის ხალხს და იმ საქსებს გადასცა, ვინც ქრიტიანობა მიიღო. მესამე:, ამჯერად მას თან ახლდა მღვდლების მთელი ლაშქარი, ვინმე ვილეგადის მეთაურობით - ისტორიის ირონიით ანგლო-საქსი, ანუ დაპყრობილთა არც თუ ისე შორეული შთამომავალი. თუმცა არც ამან შეცვალა ვითარება: როგორც ხელნაწერები იტყობინება, ბელად ვიდუკინდის მეთაურობით საქსები კვლავ აჯანყდნენ, დაანგრიეს ეკლესიები და გადაწვეს ფრანკთა გარნიზონები, აგრეთვე ის თანამოძმეები, ვინც ქრისტიანობა მიიღო. კარლოსი განცვიფრდა. მან კიდევ ერთხელ წამოიწყო კამპანია საქსონიაში, სიკვდილით დასაჯა აჯანყების წამომწყები 4500 ადამიანი, უფრო სწორად კი ისინი, ვისაც საქსი უხუცესები ასეთებად მიიჩნევდნენ. გარდა ამისა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, მან და მისმა არმიამ განაგრძეს აჯანყებული საქსების დაშოშმინება, ხოცვა-ჟლეტას აწყობდნენ სოფლებში. ვიდუკინდი დანებდა, გააცნობიერა, რომ ქრისტიანი-საქსები მკვდარ საქსებზე უკეთესია, მანვე მიიღო ქრისტიანობა.

imageკარლოს დიდი რა როლანდი .



საქსებთან საქმის მოგვარების შემდეგ, როგორც თავად ფიქრობდა, კარლოსი იტალიაში დაბრუნდა, გაანადგურა უკანასკნელი დამოუკიდებელი ლანგობარდების საჰერცოგო - ბენევენტო, შეუტია ბიზანტიელებს, რომელთაც ასევე ჰქონდათ მიწები იტალიაში. გზად მან აიძულა ტასილონი ბავარიის ჰეცოგი, რომელიც უკვე ოპიციალურად იყო მისი ვასალი, მაგრამ დეზიდერიუსს გაურიგდა შეთქმულების მოწყობის მიზნით, კარლოსმა აიძულა ჰერცოგი კვლავ დაედო ვასალობის ფიცი და როდესაც მიიღო შეთქმულების მტკიცებულება, სულაც სიკვდილი მიუსაჯა ვასალს, მოგვიანებით შეცვალა გადაწყვეტილება, ჰეცოგს ბერად კურთხევა იაძულა.

imageკარლოს დიდი და პაპი ადრიანე I


ამის შემდეგ თავისი ყურადღება სხვა არა მშვიდობიანი მეზობლების - ავარებიკენ მიმართა. ფრანკები მათ სულაც ჰუნებს უწოდებდნენ. ამ მომთაბარეებმა დაიკავეს რომის ყოფილი პროვინციის პანონიის ტერიტორია, რომელიც მიახლოებით თანამედროვე უგრეთს ეკუთვნის. მათი ჩვევები არ განსხვავდებოდა სხვა მომათაბარეთაგან. მათგან ზარალდებოდნენ არა მხოლოდ დასავლელი მეზობლები, ასევე სამხრეთელი სლავური წარმოშობის ტომი ჰორუტანი. სწორედ ამ უკანასკნელთან კავშრიმა მოუტანა კალროსს გამარჯვება (საეჭვოა) ავარები არ იყვნენ უბრალოდ დამარცხებულები, ისინი სრულად გაანადგურეს.


და ისევ საქსები... ამჯერად კარლოსი უბრალოდ გაბრაზებული არ ყოფილა - იგი განრისხდა, რბილად რომ ვთქვათ. მისი შემდგომი სადამსჯელო კამპანია კიდევ უფრო სისხლიანი გამოდგა. ბევრი საქსი იძულებული გახდა ფრანკების სამეფოს შიდა ნაწილში გადასახლებულიყო. რა თქმ აუნდა გლეხი-მუშების ამპლუაში. აქ ფრანკთა მეფემ ისევ გამოიყენა თავისთვის ესოდენ სასარგებლო სვლა - კავშირი სლავებთან, ბოდრიკების მოსაზღვრე ტომთან. რა თქმა უნდა, მათ არ შეეძლოთ სცოდნოდათ, რომ ამით საკუთარ განადგურებას შეუწყვეს ხელი: საუკუნეების განმავლობაში კარლოსის მემკვიდრეები ავიწროვენდნენ მათ და საბოლოოდ თითქმის გაანადგურეს კიდეც.


დაიპრყო სხვა მიწებიც: ჩრდილო-დასავლეთით ბრეტანის ნახევარკუნძული, სადაც ანგლო-საქსი დამპყრობლებისგან გაქცეული ბრიტების შთამომავლები ცხოვრობდნენ, სამხრეთ-დასავლეთით - ესპანეთის ნაწილი, რომელმაც "ესპანური მარკის" სახელწოდება მიიღო, დედაქალაქ ბარსელონასთან ერთად. ამრიგად, მან პრაქტიკულად გააორმაგა მის მიერ მემკვიდრეობით მიღებული სახელმწიფოს ტერიტორია. 800 წელს გაემგზავრა რომში. იქ არეულობა სუფევდა: პაპმა ლეო III რომელმაც შეცვალა ადრიანი, მოახერხა ურთიერთბის გაფუჭება ადგილობრივ დიდებულებთან და გახდა თავდასმის ობიექტი მათი მხრიდან, პაპი სასტიკად ცსემეს, მან დაკარგა თვალი და ამოჰკვეთეს ენა. პაპი რომიდან გაიქცა და თავი კაროლოსის სამეფო კარს შეაფარა, რომელსაც როგორც სანიმუშო ქრისტიან მონარქს, არ შეეძლო დახმარების ხელი არ გეწოდებინა პაპისთვის, რათქმაუნდა საკუთარი პირობების წამოყენებით. ჩავიდა მარადიულ ქლაქში და მოაწყო ფონთიფიკოსის შეურაცმყოფელთა სასამართლო. ამ უკანასკნელის უდანაშაულობა იმ მრავალი ცოდვის გამო, რომლისთვისაც მას ბრალი დასდეს "დადასტურდა" - პაპმა უბრალოდ დაიფიცა, რომ ის უდანაშაულოა. (ამ დროისთვის მას სასწაულებრივად დაუბრუნდა მხედველობა და მეტყველების უნარი) "ღვრთის ნაცვალი დედამიწაზე" არ იტყუება, ხომ ასეა? პაპი გაამართლეს მისი მტრები კი გაასამართლეს. შედეგში მოვლენები კიდევ უფრო საინტერესოდ განვითარდა. საშობაო მესის მიმდინარებისას, რომის პაპმა "მოლოდნელად" კარლოს თავზე იმპერატორის გვირგვინი დაადგა (საინტერესოა, ნეტა სად იპოვა?) ყველა დამსწრემ ერთდროულად წამოიძახა: «გაუმარჯოს კარლოს ავგუსტუსს ღმეთისგან დანიშნულს და მშვიდობისმყოფელ რომის იმპერატორს!» ზოგადად სპექტაკლი შედგა. ბიზანტიელები შეძრწუნდნენ: ისინი თვლიდნენ საკუთარ თავს და მხოლოდ საკუთარ თავს იმპერიის ერთადერთ კანონიერ მემკვიდრედ. უხეშად, რომ ითქვას ეს ასეც იყო. კარლოსს არავითარი კავშირი არ ჰქონდა მათთან გარდა იმისა, რომ მისი სამეფო მდებარეობდა ძველი რომის დასავლურ პროვინციებზე, არც რომის პაპს ჰქონდა კარლოსისთვის იმპერატორის გვირგვინი გადაეცა (გარდა კონტანტინეს საჩუქრისა) სიყალბე! რომელიც შედგენილია თვით პაპის მიერ, სადაც იმპერატორი კონსტანტინე თითქოს "კიდევ ერთი სასწაულებრივი განკურბებითვის" მადლობის ნიშნად პაპს ჩუქნის, არც მეტი არც ნაკლები, დასავლეთ რეომის იმპერიას.

image

ასე გახდა კარლოსი დასავლეთის იმპერატორი... იმ მომენტიდან ბიზანტია მის მთავარ მტრად იქცა. მართალია, თავიდან არსებობდა ილუზია, რომ ამ საკითხის მშვიდობიანად მოგვარება შეიძლებოდა: იმ დროს ბიზანტიის ტახტი დედოფალ ირინას ეკავა, კარლოსს სურდა მასზე დანიშნულიყო. იმას რომ კარლოსი უკვე მეორედ იყო დაქორწინებული მნიშვნელობა არ ჰქონდა... მაგრამ ბერძნებს სულაც არ სურდათ კარლოს დიდის ქვეშევრდომობა, ირინა ტახტიდან ჩამოაგდეს, მისი მემკვიდრე იმპერატორი ნიკიფორე კი კარლოსს ცოლად ნამდვილად არ გაჰყვებოდა. რა აღარ იღონა დასავლეთის ახლად გამომცხვარმა იმპერატორმა, რათა ბიზანტიელებს ეღიარებინათ იგი.. პოლიტიკური ზომები - გაურიგდა ბიზანტიის მტერს ბაღდადის ხალიფას. ასევე განხორციელდა სამხედრო მოქმედებები და სასულიერო ზომები: სწორედ ფრანკმა ღვთისმეტყველებმა, კარლოსის ბრძანებით, აიძულეს პაპი რომ შეეტანა ცნობილი ფილიოკვე რწმენის სიმბოლოში, რითას გარდაუვალი გახდა საეკლესიო განხეთქილება.

imageე.წ. "ფილიოკვე"



საბოლოოდ ბიზანტიელები იძულებულნი გახდნენ კარლოსისთვის სასურველი მიეცათ: 812 წელს მთავარეპოსკოპოსმა ს მიქაელ I- მა აღიარა კარლოსი დასავლეთ რომის იმპერიის იმპერატორად.


ქრისტიანულმა სამყარომ, რმელიც ამ მომენტამდე, მეტ-ნაკლებად ერთიანი იყო, მიიღო ბზარი, იგი თანდათანობით გაფართოვდა და საბოლოოდ უფსკრულში გადაიზარდა. კარლოს დიდის იმეპრიმ შედარებით მცირე ხანს იარსება: უკვე მისმა ვაჟმა ლუიმ გაანაწილა იგი თავის სამ ვაჟს შორის, შემდეგ კი სცადა მისი გადანაწილება შეეცვალა, რის შედეგადაც ტახტიდან ჩამოგდებული იქნა. დროთა განმავლობაში, იმპერიის დასავლეთი ნაწილი გახდა - საფრანგეთი, აღმოსავლეთი - გერმანია. მაგრამ ფრანკების შთამომავლები არაერთხელ ცდილობდნენ კარლოს დიდის იმერიის მსგავსის შექმნას, გერმანელებმა ერთი მეორის მიყოლებით სამი რაიხი შექმნეს, ბოლო მცდელობა ყველას კარგად გვახსოვს. კარლოს დიდის მიღწევებით შთაგონებული იყო ნაპოლეონიც.








0
1436
7-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
1436
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0