x
image
არჩილ ვერულიძე
რიჩარდ I პლანტაგენეტი (ლომგული)

image


1199 წლის 6 აპრილს გარდაიცვალა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინგლისელი მეფე, რიჩარდ I - ლომგული.


გზა ტახტისაკენ



რიჩარდი ჰენრი მე-II ინგლისელისა და ელეონორ აკვიტანიელის მესამე ვაჟი იყო. იგი დაიბადა 1157 წლის 8 სექტემბერს. ლეგენდის თანახმად, რიჩარდს ძუძუს აწოვებდა ფილოსოფოსისა და თეოლოგის Alexander Neckam - ის დედა, რომელის დაბადებაც უფლისწულისას დაემთხვა. რბილად რომ ვთქვათ, რთული საოჯახო ურთიერთობის მიუხედავად (ძალაუფლების საკითხებზე), რიჩარდს ძალიან ეწყინა 1189 წელს მამის გარდაცვალება. ის პირადად მიაცილებდა გარდაცლილი მეფის ნეშთს პლანტაგენეტთა დინასტიურ განსასვენებელში. 1189 წლის 3 სექტემბერს შედგა რიჩარდ I - ის კორონაცია. შუა საუკუნეების ქრისტიანული ევროპის თავისებურებების გამო, რიჩარდს ეშინოდა ებრაელებზე თავდასხმის, ამიტომ აუკრძალა მათ ცერემონიალზე დასწრება. დარბევები მართლაც მოხდა. რიჩარდმა არეულობის შესახებ მეორე დღეს შეიტყო, ბრძანა დამნაშავეების შეპყრობა და გამოსცა კანონი, რომელიც ებრაელებზე თავდასხმას კრძალავდა.


image


მეტსახელები




რიჩარდ I- ის პიროვნება კარგად ჩანს მისი მეტსახელებით. მთავარის გარდა, რიჩარდი იყო სხვა, ნაკლებად ცნობილი მეტსახელის მფლობელი "რიჩარდ დიახ და არა", რაც იმას ნიშნავდა, რომ ადვილი იყო მისი ხან ერთ ხან მეორე მხარეს გადაბირება და რაიმეზე დაყოლიება. უხეშად რომ ითქვას. კარლ მარქსმა რიჩარდს შემდეგი ეპითეტი მიანიჭა: " რაინდი ლომის გულითა და ვირის თავით" ამით ნათელია მეფის სიჯიუტე ზოგიერთ საკითხში. ამის კარგი ილუსტრაციაა ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ გახდა რიჩარდ I რიჩარდ ლომგული. ჯვაროსნული ლაშქრობის დროს მეფემ ალყა შემოარტყა ქალაქ აკრას. ხანგრძლივი ალყა დასრულდა ქალაქის აღებიტ. ამის შემდეგ ტყვეთა გაცვლა უნდა მომხდარიყო.მეორმოცე დღეს, ტყვე ქრისტიანების დაბრუნების მოლოდინის გარეშე, რიჩარდმა სულთან სალაჰ ად-დინის გვარდიის წინაშე სიკვდილით დასაჯა 2700 ტყვე სარკინოზი. მაჰმადიანებმა დააჯილდოვეს ქრისტიანი მეფე მეტსახელით - "ქვის გული" მოგვიანებით გაირკვა, რომ რიჩარდმა გაანთავისუფლა უბრალო ადამიანები, მათ შორის ბავშვები და ქალები. ლომი შეიძლება იყოს ძალიან სასტიკი, მაგრამ არასდროს ჩაიდენს ამაზრზენ საქციელს. სწორედ მაშინ მიიღო რიჩარდმა ცნობილი მეტსახელი - ლომგული.

image

სიკვდილი



მისი ათწლიანი მმართველობიდან რიჩარდმა ინგლისში დაახლოებით ექვსი თვე გაატარა, მან ინგლისური ენაც კი არ იცოდა. ნაკლებად ინტერესდებოდა ინგლისის საშინაო საქმეებით, უფრო მეტად სამხედრო კამპანიები აწუხებდა. 1194 წლის მარტის დასაწყისში ინგლისში დაბრუნებულმა რიჩარდ I- მა კიდევ ერთი ომი წამოიწყო. ფულის მწვავე დეფიციტს განიცდიდა. ამიტომ, რიჩარდმა რაინდული ტურნირების ჩატარების უფლება დართო, რომლის მონაწილეებსაც სპეციალური გადასახადი უნდა შეეტანათ მეფის ხაზინაში, თავიანთი ტიტულის გათვალისწინებით. მეფე დაიღუპა ციხესიმაგრის ალყის დროს, 1199 წლის 26 მარტს მიღებული ჭრილობის შედეგად: კისრის არეში მოხვედრილმა არბალეტის ისარმა სისხლის მოწამლვა გამოწვია. რიჩარდი ათი დღის შემდეგ გარდაიცვალა 77 წლის დედის ხელებში. ყველაფრის მიუხედავად, რიჩარდ I - ლომგული, ხალხის მეხსიერებაში დარჩა, როგორც კეთილი და სამართლიანი მეფე.

image



0
288
7-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
288
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0