ბიოგრაფია ბალდუინ IV, იერუსალიმის კეთროვანი მეფე. ( 1161- 1185) 2020, 24 აგვისტო, 22:08 ![]() ჯვაროსნები და მათი სახელმწიფო. ბალდუინ IV-ის მმართველობის დასაწყისში ფრანკები (მათი შთამომავლები) სრულად ფლობდნენ სირიისა და პალესტინის სანაპიროებს, ამანის მთებიდან, სინას უდაბნომდე. არსებობდა ავტონომიურ ქრისტიანულ სახელმწიფოთა კონგლომერატი, ისინი მზად იყვნენ საჭიროების შემთხვევაში დახმარება გაეწიათ ერთმანეთისთვის - ანტიოქია, ტრიპოლი და იერუსალიმი. იერუსალიმის მეფეს დახმარებას უწევდნენ კანცლერი (იგი ხელმძღვანელობდა კანცელარიას და ინახავდა სამეფო არქივებს) და სენეშალი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეასრულებდა მონარქის ფუნქციებს სამოქალაქო ადმინისტრაციაში, ასევე პასუხისმგებელი იყო სახელმწიფო ხაზინაზე. არმიას მეთაურობდა მუდმივად მეფის დაქვემდებარებაში მყოფი კონსტებლი (constable) სამეფო სახლს ხელმძღვანელობდა კამერგერი. მაგრამ ცენტრალური ხელისუფლება არც თუ ისე ძლიერი იყო, რადგან აღმოსავლეთით ფრანკ მეზობლემთან მუდმივი დაპირისპირება ხდებოდა, მეფე იძულებული გახდა დიდი ძალაუფლება დაეთმო ადგილობრივი მმართველებისათვის, რომლებიც იცავდნენ სამეფოს საზღვრებს. მეფის დროს უმაღლესი საბრჭო სამმაგ ფუნქციას ასრულებდა: სასამართლო, საკონსულტაციო და საკანონმდებლო. ეკლესია სამივე ჯვაროსნულ სახელმწიფოში კათოლიკური იყო, მას ორი ლათინელი პატრიარქი ხელმძღვანელობდა - ანტიოქიის და იერუსალიმის, ისინი "უფლის სამარხის" ტაძარში მსახურობდნენ. ქრისტიანული ტაძრები წარმოადგენდნენ ცენტრებს, რომელთა ირგვლივ ვითარდებოდა სახელმწიფოს ცხოვრება - სწორედ მათი დაცვის მიზნით წამოიწყეს ჯვაროსნული ლაშქრობები (პირობითად) XII საუკუნის მეორე ნახევარში იერუსალიმის სამეფოს მოსახლეობა დაახლოებით 620 ათას კაცს შეადგენდა, რომელთაგან 140 კათოლიკე ფრანკი იყო, უმრავლესობა კი მუსულმანები და აღმოსავლელი ქრისტიანები: (სომხები, სირიელები, აკობიელები, ნესტორიანები და მარონიტები). სამეფოში ასევე ცხოვრობდნენ იუდეველები და სამარიტელები. პირველი ჯვაროსნული ლაშქრობისას ფრანკებმა იერუსალიმში იუდეველთა და მუსულმანთა ხოცვა-ჟლეტა მოაწყეს, მაგრამ მოგვიანებით, პალესტინაში მათი მმართველობის დამყარებისთანავე, ჯვაროსნები აღარ ავიწროვებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, არ ზღუდავდნენ მათ თავისუფლებას.
მტრების გარემოცვაში.
ფრანკები ინარჩუნებდნენ სავაჭრო კონტაქტებს მიმდებარე მუსულმანურ სამფლობელოებთან, რაც არ გამორიცხავდა ისლამის მეომრების თავდასხმის შესაძლებლობას. ქალაქების უმეტესობა დაცული იყო ქვის კედლის მეშვეობით, ასევე ქვის კოშკებს აგებდნენ მნიშნელოვან სოფლებშიც - მოსახლეობის დაცვის მიზნით. ამავე მიზეზით, იერუსალიმში რაინდული სამსახური ხანგძლივობით განსხვავდებოდა დასავლურისაგან. დასავლეთში იგი მხოლოდ წელიწადში ორმოც დღეს გრძელდებოდა, შუა აღმოსავლეთში კი მთელი წლის განმავლობაში, თუ სქმე ეხებოდა სამეფოს დაცვას, უნდა ითქვას, რომ რაინდის სამსახური ანაზღაურებადი იყო იმ შემთხვევაში, თუ მეფე გზავნიდა ჯარს სამეფოს საზღვრებს მიღმა, მაგალითად ეგვიპტეში. ადგილობრივი აღმოსავლელი ქრისტიანები ლაპარაკობდნენ არაბულად და კულტურულად ძალიან ახლოს იყვნენ მუსულმანებთან, ამიტომ ექცეოდნენ ფრანკებს, როგორც უცხოელებს. კათოლიკეები ახლო აღმოსავლეთში ან ცდილობდნენ მეგობრული ურთიერთობის დამყარებას ადგილობრივ ღრმად უცხო მოსახლეობასთან, ან ებრძოდნენ მათ სიწმინდებისა და გადარჩენისთვის. ტამპლიერებსა და ჰოსპიტალიერებს წმინდა მიწის დაცვა თავიანთ უმთავრეს ამოცანად მიაჩნდათ. 1174 წლისთვის ორივე ორდენი თითქმის მთლიანად ფლობდა უზარმაზარ მიწებს შუა აღმოსავლეთში (და დასავლეთ ევროპაში). ბალდუინის მმართველობის დასაწყისში ორ ორდეს შეეძლო იმდენივე რაინდის გამოყვანა, რამდენიც სამეფო ვასალების დაქვემდებარებაში იყო, ამასთანავე მათი მეომრები მეტ-ნაკლებად პროფესიონალები და იდეოლოგიურად შეუდრეკელნი იყვნენ, რისთვისაც მათი ეშინოდათ და პატივს სცემდნენ მუსულმანი ოპონენტები. ორდენები ფინანსურად დამოუკიდებელი იყო და ოფიციალურად არ ემორჩილებოდნენ იერუსალიმის მმართველს. ორდენების გასაკონტროლებლად მეფეს უხდებოდა ძალის, ტაქტისა და გონიერების ერთდროულად გამოვლინება, გადაწყვეტილების არგუმენტირებისათვის, რათა თავისკენ მიემხრო სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები. თუმცა მისი ძალაუფლება ჯერ კიდევ დიდი იყო: მეფე იყო არმიის მთავარსარდალი, უშვებდა მონეტას ( იგულისხმება ფული), იღებდა გადასახადებს: საბაჟო, პორტის საფასური და ა.შ. 1174 წლის ზაფხულში, სამეფოს გარშემო ვითარება უკიდურესად გამწვავდა. არასრულწლოვანი მეფე ვერ ახერხებდა გამხდარიყო გამაერთიანებელი ძალა სალადინის (სალაჰ ად-დინ იუსუფ იბნ აიუბი) წინაშე. მაგრამ წმინდა ქალაქს ჯეკ კივევ ჰქონდა დრო, მცირეწლოვანი მეფე იზრდებოდა. ბავშვობა, მოზარდობა, ახალგაზრდობა დაბადებიდან (1161 წელი) ბალდუინი, თითქოს, ერთდოულად კურთხეულიც იყო და დაწყევლილიც. მან სახელი მიიღო თავისი ბიძისაგან (მამის მხრიდან) - მეფე ბალდუინ III - გან (1129–1162) რომელმაც განაცხადა, რომ ახალშობილისადმი მისი საჩუქარი "იერუსალიმის სამეფო" იქნებოდა. იმ მომენტში ყველამ მხიარულად გაიცინა - მონარქი მხოლოდ 31 წლის იყო, მაგრამ ორი წლის შემდეგ იგი გარდაიცვალა უშვილოდ. ტახტი უმცროსი ძმის, ბალდუინის მამის, ამალრიკის სახელზე გადადიოდა. მაგრამ იერუსალიმის სამეფოში არ არსებობდა პრიმოგენიტურის ( ტიტულისა და ქონების გადაცემის პრინციპი ასაკით უფროსი შვილის, ნათესავითვის.) მკაცრი წესები. ამრიგად, უმაღლეს საბჭოს შეეძლო პირობები წარედგინა მომავალი მეფისთვის. რატომღაც ამალრიკს აიძულეს ცოლთან, Agnes de Courtenay -თან განქორწინება. მათ ბედნიერი თანაცხოვრება ჰქონდათ, მათ ბალდუინის გარდა შეეძინათ უფროსი ქალიშვილი სიბილა. ამიტომ ბავშვობაში ბალდუინი არ იცნობდა დედას: მამამ ცოლად შეირთო ბიზანტიის პინცესა - Maria Komnene. ამბიციური ქალი ვერ ეგუებოდა იმ აზრს, რომ გერს მის შველებზე მაღალი პოზიცია ეჭირა, რათქმაუნდა არ უყვარდა ბალდუინი. ![]() პრინცს გაუმართლა განათლებაში. იგი ცნობისმოყვარე იყო, ბეჯითად სწავლობდა ვილჰემ ტვიროსელთან (Guillaume de Tyr, 1130-1190) თავისი დროის ერთ-ერთ საუკეთესო სწავლულთან და სახარბიელო შედეგები ჰქონდა. ბალდუინი მასთანაც კი ცხოვრობდა, სადაც დაადგინეს, რომ ბავშვს რაღაც სჭირდა. ვილჰელმი წერდა: « ის თამაშობდა ბავშვებთან კეთილშობილური იჯახებიდან, ისინი ერთმანეთს ხელში ნემსებს არჭობდნენ, ასეთ რამეს ხშირად აკეთებენ ბავშვები... სხვები ყვიროდნენ, როდესაც მათ სტკიოდათ, ბალდუინი კი ყველაფერს დიდი მოთმინებით იტანდა. ვიფიქრე, რომ საქმე მის ხასიათში იყო და არა უგრძნობლობაში. ბოლოს მე გავიგე, რომ მისი ხელის ნახევარი მკვდარია.» ექიმებისთვის მალევე გახდა ცნობილი, რომ ამ დავადებასთან გამკლავება შეუძლებელია. ამავდროულად ამალრიკმა ბრძანა, რომ მისი ვაჟისთვის, როგორც მომავალი რაინდისთვის ჯირითი ესწავლებინათ. ბიჭს მხოლოდ მარცხენა ხელის გამოყენება შეეძლო, რომელშიც იარაღი უნდა სჭეროდა, გამოდის რომ ცხენის მართვა ფეხების გამოყენებით მოუწევდა. ბალდუინი რჩებოდა პირველი კლასის მხედრად იმ დრომდე, სანამ მისი ჯამრთელობის დგომარეობა არ გაუარესდა და მას აღარ შესწევდა ძალა უნაგირზე დამჯდარიყო. სიკვდილ-სიცოცხლის საკითხები. სამეფოს კანონების თანახმად, კეთილშობილური წარმოშობის ნებისმიერი მამაკაცი, რომელიც კეთრით იყო დაავადებული უნდა შეერთებოდა წმინდა ლაზარეს ორდენს. რაც ბალდუინს ემუქრებოდა, როდესაც ის 15 წლის გახდებოდა. ამალრიკი ხვდებოდა, რომ სამეფო მემკვიდრის გარეშე რჩებოდა, ბალდუინის ბაბუა ფულკო დაიღუპა ნადირობის დროს, ბიძა გარდაიცვალა დიზენტერიით. და რა მოუვა სახელმწიფოს, თუ თავად ამალრიკი ნათესავების ბედს გაიზიარებს? შეეცადნენ სიბილა "კარგი სისხლის" წარმომადგენელზე გაეთხოვებინათ, მაგრამ ეს არ მოხდა: პოტენციურმა კანდიდატმა უარი თქვა დინასტიაზე, როდესაც გააცნობიერა, რომ ლათინური სამეფო სუსტდებოდა. მეფის შიში გამართლდა: 1174 წელს იგი გარდაიცვალა დიზენტერიით, დატოვა დასუსტებული სამფლობელო და კეთრივანი ვაჟი. ბალდუინის ავადმყოფობა ოფიციალურად დადასტურებული არ იყო ამალრკის გარდაცვალების მომენტში. მაშასადამე ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე ერკურთხა მეფედ 1174 წლის 15 ივლისს. და ისევ ვილჰემ ტვიროსელი ( გიონი)-ის მოწმობა: « ის კარგად სწავლობდა, იყო იმედებით აღსავსე და ანვითარებდა თავის ბუნებრივ შესაძლებლობებს. ის ლამაზი ბავშვი იყო... და ცხენს თავისზე უფროს მამაკაცებზე უკეთესად მართავდა. შესანიშნავი მახსოვრობა ჰქონდა, უყვარდა ისტორიების მოსმენა. არასოდეს ივიწყებდა მისდამი გამოჩენილ სიკეთეს, ბოროტებასაც ასევე კარგად იმახსოვრებდა. იგი ძალიან ჰგავდა მამას - არამხოლოდ სახით, არამედ სხეულითაც. მის მასავსად დადიოდა და საუბრობდა. ყველაფერს სწრაფად ითვისებდა, მაგრამ ენა ებმოდა. მამამისის მსგავსად უყვარდა მოთხრობები ისტორიაზე და ყოველთვის ითვალისწინებდა კეთილ რჩევებს.» როგორი მმართველი გახდა ბიჭი, რომელსაც ენა ებმოდა და დაავადებული იყო სასიკვდილო სენით? იძულებული იყო მუდმივად დაებალანსებინა ქვეშევრდომების ინტერესები, ჯერ კიდევ რეგენტობის ეფოქაში, ტახტზე ასვლის შემდეგ კი აკონტროლებდა ვითარებას რაინდთა ორდენებსა და მეზობელ სახელმწიფოთა შორის, ასევე რომის პაპთანაც. (პაპი ალექსანდრე III ამტკიცებდა, რომ ბალდუინი კეთრით თავისი ცოდვებისთვის დაისაჯა) არ დაგავიწყდეთ ბიზანტიისა და დასავლეთის ინტერესები, ამას დაამტეთ ისლამური საფრთხე. ბალდუინი, რომელიც თავისი ავადმყოფობის უფრსკრულში ჩაიძირა, აშკარად უფრო კარგ დიპლომატად წარმოგვიდგება, ვიდრე მეომარად. სალადინის გამოჩენა ამ ამბის მოთხრობისას გამუდმებით გვხვდება სტერეოტიპები, რომლებიც ისტორიულ მეცნიერებაში ჩამოყალიბდა. თუ ჩვენი გმირის მმართველობას ჩრდილის აყენებს, მისი გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ იერუსალიმის დაცემა, თითქოს და ბალდუინმა მიიყვანა ვითარება აქამდე. სალადინი კი წარმოდგენილია შუა საუკუნეების უნაკლო ჯენტლმენად, რომელიც ყოველთვის ასრულებს თავის სიტყვას, არასოდეს ავნებს ქრისტიანებს უმიზეზოდ. ეს უხეში გამარტივებაა. ![]() ქურთი მეომრისა და პოლიტიკოსის ვაჟმა, სალადინმა მიაღწია ძალაუფლების სიმაღლეებს სწორედ მაშინ, როდესაც ამალრიკ I მიემართებოდა ეგვიპტეში, სადაც სალადინი ვეზირი იყო. ეგვიპტის სულთანის გარდაცვალების შემდეგ, მან თავი მემკვიდრედ გამოაცხადა, ნური ად-დინის მხადრაჭერა მიიღო სირიაში და მაშინვე უკან გაბრუნდა. ეგვიპტის ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების შემდეგ შეუდგა პატარა მაჰმადიანური სამფლობელოების დაპყრობას, შემდეგ გადაწყვიტა ყურადღება ჯვაროსნებისკენ მიემართა. ნურ ად-დინის გარდაცვალებამ ხელი შეუწყო სალადინს შემდგომი სიმაღლეების დაპყრობაში: დაიპყრო იემენი და ტერიტორიები ეგვიპტის დასავლეთით, დამასკომდე მარშით ჩავიდა და ცოლად შეირთო მმართველის ქვრივი, კინაღამ დაიღუპა ალეპოს ალყის დროს, ისმაილიტი ასასინების ხელით და ბოლოს შეეჩეხა ჯვაროსნებს. დადგა დრო, რომ ჩვენს უსუსურ გმირს შევხედოთ, არმოსავლელი ლეგენდარული მეომრის წინააღმდეგ ბრძოლის ველზე. მონ-გიზარის მწვერვალზე.
არაერთი ისტორიკოსი ადანაშაულებს ბალდუინს და მის მრჩევლებს ”სალადინთან ომში” პირველი, რაც თხუთმეტი წლის მეფემ გააკეთა, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების უფლების მიღების შემდეგ, იყო სულთანთან სამშვიდობო ხელშეკრულების რატიფიცირებაზე უარის თქმა, რომელიც არაოფიციალურმა რეგეტმა რაიმუნდ III- მ დადო. მოზარდობის ასაკში, მონარქი დაავადების განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. ცხადი გახდა, რომ მალე იერუსალიმს ახალი მეფე დასჭირდებოდა. ისევ დაიწყეს სიბილასთვის შესაფერისი საქმროს ძებნა. მეფეს სრუდა ბიზანტიის იმპერატორ მანუელ კომნენოსისგან დახმარების მიღება და მასთან გააგზავნა რენო დე შატიიონი - დაბალი წარმომავლობის რაინდი, ბალდუინის დეიდაზე დაქორწინების შედეგ გახდა ანტიოქიის თავადი. ბიზანტიის იმპერატორმა არ ისურვა დახმარებოდა ჯვაროსნებს. ამასობაში სალადინი მოემზადა იერუსალიმზე თავდასხმისთვის. 1177 წლის 25 ნოემბერს ბალდუინმა და რენო დე შატიონმა დატოვეს ქალაქი 375 რაინდის თანხელბით, მათ 80 ტამპლიერი შეუერთდა მაგისტრ ოდო დე სენტ-ამანის ხელმძღვანელობით, მათ დაამარცხეს სალადინის მრავალრიცხოვანი არმია (26 ათასი მეომარი) მონ-გიზარის ბრძოლაში. გამარჯვებაში თავისი როლი შეასრულა იმ ფაქტმაც, რომ სალადინმა ვერ შეაფასა აღალგაზრდა მოწინააღმდეგე, სალადინი მიიჩნევდა, რომ ის ვერ გაბედავდა მასთან შერკინებას. ჯვაროსნები მართლაც გმირულად უბროძოდნენ, ბალდუინი მისდევდა მტერს მზის ჩასვლამდე. სალადინმა არმიის 90% დაკარგა, პირადი გვარდიის ჩათვლით, რომელიც მამლუქებისგან შედგებოდა, სულთანს უკან, ეგვიპტეში გაქცევა მოუწია, გზად ავრცელებდა ხმებს, თითქოს და ბრძოლაში თვითონ გაიმარჯვა, მაგრამ სალადინი ერთი წლის განმავლობაში იშუშებდა ჭრილობებს მანამ, სანამ ისევ შეუტევდა ფრანკებს. გი დე ლუზინიანი 1180 წლის ზაფხულში მოხდა მოვლენა, რომელმაც დიდწილად განსაზღვრა იერუსალიმის სამეფოს სამწუხარო ბედი. სიბილა ცოლად გაჰყვა გი დე ლუზინიანს ორაზროვან ავანტიურისტს, რმელიც ბალდუინს და მის დედას რატომღაც შესაფერის კანდიდატად მოეჩვენათ. ის იყო ინგლისის მეფის ჰენრი II- ის ბიძაშვილი (1133-1189). იმდროისთვის ბალდუინი დაბრმავდა და ცდილობდა ტახტზე უარი ეთქვა, მაგრამ ტახტისთვის შესაფერისი კანდიდატის შერჩევის მცდელობები უშედეგოდ სრულდებოდა. რენო დე შატიონმაც დააღალატა მეფე: თავს დაესხა ქარავანს, რომელიც ეგვიპტიდან დამასკოში მიემართებოდა და სალადინს პირადი შეურაცხყოფა მიაყენა, ტყვედ ჩაიგდო დედამისი. 1182 წელს, განრისხებულმა სალადინმა განაახლა შეტევები ფრანკებზე და ბალდუინი იძულებული გახდა გი დე ლუზინიანი რეგენტად დაესახელებინა. ![]() "ის ყოველთვის იმარჯვებდა სანამ ცოცხალი იყო" სიცოცხლის ბოლო წამამდე ბალდუინი იერუსალიმის საქმეებით იყო დაკავებული. რეგენტებისა და ღირსეული მემკვიდრის ძებნით იმედგაცრუებულმა, თანამმართველად თავისი ხუთი წლის დისშვილი დანიშნა 1183 წელს. მისი გარდაცვალების დღეს კეთროვანმა მმართველმა ბოლო სამეფო საბჭო გამართა. ორი წლის შემდეგ 1187 წლის 4 ივლისს სალადინმა დაამრცხა ჯვაროსნები და გი დე ლუზინიანი, რომელიც ცოლის ძალისხმევით გახდა იერუსალიმის მეფე. ეს იყო მომაკვდინებელი დარტყმა იერუსალიმის სამეფოსთვის. 1291 წელს ჯვაროსნები სრულად განდევნეს შუა აღმოსავლეთიდან. ბალდუინ IV -ის ხსოვნა დიდი ხნის განმავლობაში შემორჩა ამ რეგიონში. მე-XIII საუკუნის შუა ხანებში ერთმა მუსულმანმა დამასკოში ლუი IX- ს საჭურველთმტვირთველს უთხრა: ოყო დრო, როდესაც მეფე ბალდუინ იერუსალიმელმა-კეთროვანმა დაამარცხა სალადინი, მიუხედავად იმისა, რომ მას მხოლოდ 300 მეომარი ჰყავდა 30 000-ის წინაღმდეგ. ახლა თქვენი ცოდვები იმდენად დიდია, რომ ნახირივით დაგერეკებით. ხშირად იბადება კითხვა, რატომ არ მიაწერა ეკლესიამ წმინდანებს ეს წამებული მეფე. მან ხომ ასე ბევრი გააკეთა ქრისტიანობისთვის. პასუხი უბრალოა: ბალდუინი ნაკლებად ინტერესდებოდა რელიგიით. სიკვდილის პირას მყოფიც კი არ განიხილავდა მონასტერში წასვლის შესაძლებლობას. ეს იყო მეფე-რაინდი და არა მეფე-ბერი. მისი განსაზღვრული თვისებები იყო: სიმამაცე, ღირსება და სიამაყე. მისი სიკვდილის შემდეგ ერთმა მემატიანემ დაწერა: " : ”მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან კეთროვანი იყო შეინარჩუნა იერუსალიმის სამეფოს საზღვრები და მონ-გიზარში სალადინზე დიდებული გამარჯვება მოიპოვა, სანამ ცოცხალი იყო ყოველთვის იმარჯვებდა" 1393 12-ს მოსწონს
|