x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
15 საინტერესო ფაქტი ახალი წლის შესახებ

image


ცოცხალი ნაძვის ხეები საშობაო და საახალწლო დღესასწაულების ქრისტიანული ტრადიციის ნაწილია. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ, არა მხოლოდ სადღესასწაულო განწყობის მოტანა შეუძლიათ... მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ნაძვის ხეზე გარკვეული სახეობის სოკოები არის, რომელიც სახლის თბილ პირობებში, ადვილად მრავლდება და სპორების დიდ რაოდენობას გამოყოფს. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, ხველას, სუნთქვის გაძნელებას, უძილობას და მოთენთილობას იწვევს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები რომ არ შეგექმნათ, სახლში შეტანამდე, ნაძვი კარგად უნდა გარეცხოთ და გააშროთ, ან ხელოვნური ნაძვის ხე გამოიყენოთ.


ითვლება, რომ თუ ძველი წლის ბოლო საათში, თქვენს ყველაზე სანუკვარ სურვილს ფურცელზე დაწერთ და ახალი წლის დადგომის პირველ წამს ცეცხლს წაუკიდებთ, შეგიძლიათ განსაზღვროთ, ახდება სურვილი, თუ არა: თუ ქაღალდი 1 წუთში მთლიანად დაიწვა, ე. ი. – ახდება.


ფეიერვერკების პოპულარობის ტრადიცია წარმართობიდან მოდის, რომლის მიხედვით, ცეცხლი და ხმაური ბოროტ სულებს აფრთხობს.


1 იანვარი სსრ კავშირში, დასვენების დღედ, მხოლოდ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1947 წლის 23 დეკემბრის ბრძანებულებით გამოცხადდა. მანამდე, ის ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო. ხოლო, თოვლის პაპის სახლში გამოძახების ტრადიცია ქვეყანაში, გასული საუკუნის 70–იან წლებში დამკვიდრდა.


შეერთებული შტატების გარეთ, ბევრმა არ იცის, რომ სანტა კლაუსს მეუღლე ჰყავს, რომელიც სადღესასწაულო დღეებში, ქმარს აქტიურად ეხმარება.


თოვლის კაცების გაკეთება XIX საუკუნეში დაიწყეს და მას შემდეგ, მისი ატრიბუტები არ შეცვლილა: სათლი – თავზე და სტაფილოს – ცხვირი, დანარჩენი – ფანტაზიაზე არის დამოკიდებული.


არსებობს მოსაზრება, რომ წინასაახალწლო (30 – 31 დეკემბრის ღამე) სიზმარს მომავალი წლის პროგნოზირება შეუძლია.


ჩინეთში დრაკონი განსაკუთრებით უყვართ, რადგან ის კეთილდღეობის სიმბოლოდ ითვლება. ამიტომ, ახალი წლის მთავარი სიმბოლო და ატრიბუტი სწორედ ის არის, მიუხედავად იმისა, წელი დრაკონისაა, თუ არა.


სამხრეთ ნახევარსფეროში, ნაძვის ნაცვლად, ძირითადად, ევკალიპტის ხეებს რთავენ, რადგან იქ, ამ დროს, შუა ზაფხულია.


ნაძვის ხის შუშის დეკორაციების დამზადება, პირველად, XIX საუკუნის შუა წლებში, სკანდინავიაში დაიწყეს.


ჩვეულებრივ, ახალი წლის შეხვედრა, ახალი სამოსით არის მიღებული, რომ მთელი წლის მანძილზე, ახალ–ახალი ნივთები არ მოგვაკლდეს.


პირველი საახალწლო გირლანდა, ამერიკაში, თეთრი სახლის წინ 1895 წელს გაანათეს, ხოლო პირველი მისალოცი ბარათი, ლონდონში, 1843 წელს დაიბეჭდა.


ბერინგის სრუტეში, ჩუკოტკასა და ალასკას შორის, დიომედეს 2 კუნძული მდებარეობს. დიდი რუსეთს ეკუთვნის, პატარა – აშშ–ს. კუნძულებს შორის, მხოლოდ სახელმწიფო საზღვარი კი არა, თარიღის ცვლის ხაზიც გადის. ამრიგად, დიდი მესაზღვრეებს შეუძლიათ ახალ წელს დიდ კუნძულზე შეხვდნენ, შემდეგ კი, 4 კმ. გაიარონ და კიდევ ერთხელ, უკვე მეორე კუნძულზე შეხვდნენ მას. მითუმეტეს, ეს ყოველგვარი ვიზის გარეშეა, ქვეყნებს შორის, სპეციალური შეთანხმების საფუძველზეა შესაძლებელი.


ძველ ეგვიპტეში, ახალი წელი, ზაფხულის დასაწყისში, ნილოსის წყალდიდობის დღეს იწყებოდა.


ადრე, თოვლის ბაბუისგან საჩუქრებს კი არ ელოდნენ, თვითონ მას უკეთებდნენ საჩუქრებს.


image

სხვა სიახლეები:


* ლუი დე ფიუნესი – დიდი კომიკოსი და ცუდი მეზობელი

* 9, 5 ათასი წლის თავის ქალა მიკროსქემით – მექსიკელი არქეოლოგების აღმოჩენა

* ინდოელმა წინასწარმეტყველმა რუსეთ–უკრაინის ომთან დაკავშირებით პროგნოზი გააკეთა

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
63
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0