სხვა მამაკაცის ტვინიდან პარაზიტი ჭია ამოიღეს,რომელიც იქ 17 წელი ცხოვრობდა 2020, 29 აგვისტო, 12:49 თითქმის 13 სანტიმეტრი სიგრძის ცოცხალი ჭია ამოიღეს ჩინელი მამაკაცის ტვინიდან. პარაზიტი 17 წელი ცხოვრობდა მამაკაცის ტვინში. 23 წლის ახალგაზრდა კაცმა თქვა, რომ ექვსი წლის ასაკიდან განიცდიდა კიდურების დაბუჟებას. მან სამედიცინო დახმარებას მხოლოდ მაშინ მიმართა, როდესაც საბოლოოდ დაკარგა მგრძნობელობა სხეულის ზედა მარჯვენა ნაწილში. ექიმების ვარაუდით, პარაზიტის ორგანიზმში მოხვედრა გამოიწვია უმი ეგზოტიკური ხორცის ჭამამ - მაგალითად, ბაყაყმა ან გველმა. ჩინელმა კაცმა ასევე დასძინა, რომ ბავშვობაში მშობლები ყოველთვის უგულებელყოფდნენ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს. ამიტომ, ის არასდროს მისულა ექიმთან, რადგან დისკომფორტი გენეტიკური დაავადების გამოვლინებად მიაჩნდა. ამა წლის დასაწყისში აშშ-ში ექიმებმა ამერიკელ მამაკაცს ტვინიდან ამოუღეს დიდი თასმისებური ჭია, რომლისგანაც გამოწვეული თავის ტკივილები 10 წლის განმავლობაში ტანჯავდა მას .ექიმს მხოლოდ მაშინ მიაკითხა, როდესაც ფეხბურთის მატჩის ყურების დროს გონება დაკარგა. უფრო ადრე ჭია ამოიღეს მისი დის ტვინიდანაც - როგორც დადგინდა, სავარაუდოდ ისინი დაინფიცირდნენ მექსიკაში მოგზაურობის დროს, სადაც არასრულად შემწვარი ღორის ხორცი ჭამეს. 164 5-ს მოსწონს
|