პოლიტიკა რატომ გამოუცხადა თეთრმა სახლმა კორონავირუსის რუსულ ვაქცინას უარი 2020, 28 აგვისტო, 21:03 თეთრი სახლის აპარატის უფროსმა მარკ მედოუზმა გაზეთ "Politicо"-თან ინტერვიუში, რომლის ტრანსლიაციაც პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა ვებსაიტზე, თქვა, რომ შეერთებული შტატები არ აღიარებს კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის ტესტების შედეგებს. მედოუზის განცხადებით, ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ «Спутник V არ აკმაყოფილებს "მსოფლიოში ყველაზე მაღალ" აშშ-ს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტებს. ”რუსული ცდები… ამ ვაქცინას მე არ მივიღებდი.” - თქვა მან. თეთრი სახლის აპარატის უფროსმა ასევე, აღნიშნა, რომ ამერიკული პრეპარატი შეიძლება მზად იყოს ამ შემოდგომაზე. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა მსოფლიოში პირველმა დაარეგისტრირა ვაქცინა COVID-19– ის წინააღმდეგ, რომელიც შემუშავდა გამალეას ცენტრის მიერ რუსეთის პირდაპირი ინვესტიციის ფონდთან ერთად. მას დაარქვეს «Спутник V. 121 1-ს მოსწონს
|