x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ვინ არის გიდი, რომელიც შატილის ტრაგიკულ ტურს ხელმძღვანელობდა
image


შა­ტი­ლისგზა­ზე მომ­ხდარ შემ­ზა­რავ ავა­რი­ას ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, 17 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, ხოლო 3 ადამიანი მძიმედ არის დაშავებული, ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან გადაყვანილები.


გავრცელებული ინფორმაციით, შატილის ტურს ერთერთი ცნობილი გიდი სერგო გორლიუკოვი ხელმძღვანელობდა, რომელიც კომპანია „თრეველ ჯი-ში“ მუშაობდა და ტურებს აწყობდა როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ეს ფოტო სერგომ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა, სადაც მითითებულია, რომ ის თრუსოს ხეობაშია გადაღებული.


როგორც სერგოს ფეისბუქ გვერდზე მისი ახლობლები წერენ, სერგო კლნიკაში არის გადაყვნილი, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია როგორ არის სეგო გორლიუკოვი, ამის შესახებ ჯერ არ გვაქვს. ამავე ფოტოს კომენტარებში მისი მეგობრები სერგოს ამხნევებენ და გამოჯანმრთელებას უსურვებენ. ისინი წერენ, რომ უნდა გადარჩეს და გაუძლოს.




მედიის ცნობით., შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ამერიკის მოქალაქის პასპორტი. ამასთან, 17 გარდაცვლილიდან ერთი კანადის მოქალაქეა. ინფორმაციისთვის, შატილში ავარიის შედეგად დაღუპულთა უმეტესობა ერთი კომპანიის წარმომადგენლები არიან.


შეგახსენებთ, რომ დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, შა­ტი­ლის გზა­ზე მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი 80 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და, გავრცელებული ინფორმაციით დაღუპულთა უმეტესობა ერთ კომპანიაში მუშაობდა.


დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ბარისახოში მზექალა არაბული ავარიის გამოწვევ მიზეზზე საუბრობს. მისი თქმით, ავარიის მიზეზი გაჩერებული სატვირთო ავტომანქანა გახდა, რომელსაც მიკროავტობუსი შეეჯახა და გადაიჩეხა.



„მანქანას არის დაჯახებული და გადავარდა ხევში. მეორე მანქანა არ გადავარდნილა. მარშუტკა გადავარდა. 17 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, როგორც ამბობს სამაშველო, “ - განაცხადა არაბულმა.

image

* * *


საქართველოში მომდხარ ამ საზარელ ტრაგედიას ეხმაურებიან მთავრობის წარმომადგენლები და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ.


„მთელი საქართველო ვგლოვობთ დაღუპულებს. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს. სიტყვები უძლურია ასეთ დროს... ვიმედოვნებთ, რომ სამი გადარჩენილი მგზავრის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ისინი მალე გამოჯანმრთელდებიან“.- წერს თბილისის მერი, კახი კალაძე.


„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს“. - წერს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.


„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. თანავუგრძნობ დაღუპულების ოჯახებს და ახლობლებს. ინტენსიურად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები. ჩვენი ექიმები თავდაუზოგავად იბრძვიან დაშავებულების სიცოცხლისთვის და იმედს გამოვთქვამ, რომ შევძლებთ მათ გადარჩენას“. - წერს პრემიერი, გიორგი გახარია.

0
813
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
813
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0