x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ღმერთს გაუსწორა ამით ბიძინამ? უფლის საბანკო ანგარიშის ნომერი არ იცის, თორემ პირდაპირ ჩაურიცხავდა სოლიდურ თანხას " - ბასილ კობახიძე ტაძრის მშენებლობაზე

image


ყოფილი დეკანოზი და საპატრიარქოს პრესცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მიერ აბასთუმანში, ფერისცვალების სახელობის ტაძრის მშენებლობის დაფინანსების ფაქტს ეხმაურება და პირად გვერდზე, ამავე პარტიის მიერ გავრცელებულ ტაძრის ადგილის კურთხევისას, ივანიშვილისა და მისი მეუღლის ეკატერინე ხვედელიძის ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც დეკანოზი პროპაგანდისტულს უწოდებს. კობახიძის თქმით, ის ვერ ხვდება როგორ შეიძლება ეკლესიის მშენებლობის დაფინანსებით მრევლის გულის მოგება. რელიგიათმცოდნე, ამ ერთგვარ პიარ სვლაში "ქართული ოცნების" კონსულტანტის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილისა და სხვა "მოაზროვნე" თავების ხელწერას ხედავს, რომლებიც "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს წინასაარჩევნოდ, ტაძრის მშენებლობის დაფინანსებით ამომრჩევლების კეთილგანწყობის მოპოვებასა და სწორი სტრატეგიის ეფექტურობაში არწმუნებენ: "ბიძინას, მეუღლითურთ, ამ პროპაგანდისტულ ფოტოზე სანთლები უჭირავს და აცხადებს: ეკლესიის მშენებლობას ჩემი ოჯახი დააფინანსებსო. ბიძინას ადგილას შეიძლება ყოფილიყო მიშა, გრიშა, ქვეყნის წარსული ან მომავალი მეთაური, მაგალითად ერნესტი (რატომღაც მინდა საქართველოს მომავალ მფლობელს ერნესტი ერქვას, ხომ შეიძლება ჩემი ერთი ნატვრა მაინც ასრულდეს ღვთივკურთხეულ ივერიაში). ჩემი ახლაგაზრდობის მეგობარი ლაშა ნაცვლიშვილი და სხვა ნამეტნავად მოაზროვნე თავები ბიძინას ეუბნებიან ამით ამომრჩევლის გულს მოვიგებთო. რატომ უნდა მოეწონოს ეს ამომრჩეველს? მრევლს ავთანდილოვიჩისადმი საპადხალიმო ადგილები აკლია რომ ახალი არ აუშენონ? ღმერთს გაუსწორა ამით ბიძინამ? უფლის საბანკო ანგარიშის ნომერი არ იცის, თორემ ამდენ დავიდარაბას პირდაპირ ჩაურიცხავდა სოლიდურ თანხას და ქვითარს გვაჩვენებდა. ბიძინა ფოტოზე მარტო არ არის, იქვეა მეუფე თეოდორე, რომელსაც ქართველმა ხალხმა, თავისდა საუბედუროდ, ჯადოსნური სტატუსი მიანიჭა, ისევე როგორც პატრიარქს და დანარჩენ მეუფე მამაოებს. სწორედ ამ სტატუსს უნაწილებს მეუფე ბიძინას წინასაარჩევნოდ, ეს კი კარგი ფული ღირს ბიძიებო." - დაწერა ყოფილმა დეკანოზმა ბასილ კობახიძემ საკუთარ ფეისბუქგვერდზე.


image



0
504
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
504