სხვა ვინ იყვნენ ასასინები? 2020, 23 აგვისტო, 0:14 ![]() ასასინები იყვნენ ისლამური რელიგიის ერთ-ერთი განშტოების წევრები, რომელსაც ნიზარიზმი ეწოდებოდა. ![]() მე-XI საუკუნის ბოლოს ისლამი განხეთქილებას განიცდიდა. ხალიფატის დაშლის შემდეგ, ერთ დროს ერთიან რელიგიას რავალი სწავლება გამოეყო. ერთ-ერთი მათგანი იყო ისმაილიზმი, რომლის მიმდევრები მხარს უჭერდნენ მუჰამედ ისმაილის შთამომავალს, რომელსაც უკანონოდ ჩამოერთვა იმამად გახდომის უფლება. ისმაილიტები ღიად ეწინააღმდეგებოდნენ ისლამის სხვა განშტოებებს. მალე მათ შორის გამოჩდნენ რადიკალები, რომლებმაც საკუთარ თავს "ნიზარიტები" უწოდეს, იმამ აბუ მანსურ ნიზარის, ისმაილიტური ხალიფას ერთ-ერთი ვაჟის საპატივცემულოდ. ნიზარიტებს ასევე უწოდეს "ჰაშიშიია"(ჰაშიშის მწეველი) რაც თარგმანში ნიშნავს - მდაბიო კლასს. მათ დაიკავეს რამდენიმე ციხესიმაგრე ირანის ელბურსის მთებში და შექმნეს დამოუკიდებელი სახელმწიფო. ორდენი დაარსებულია ისმაილისტური მოღვაწის ჰასან იბნ ალ-საბაჰის მიერ. ![]() ასასინების მთავარი რეზიდენცია - ციხესიმაგრე ალამუთი. ამბიციური გეგმების განსახორციელებლად საჭირო იყო ციხესიმაგრე. არჩევანი ჰასან იბნ ალ-საბაჰმა ალამუთზე შეაჩერა, რომელიც თურქ-სელჩუკებს ეკუთვნოდა. ციხესიმგრე დაკავებული იქნა არა ძალის, არამედ ცბიერების წყალობით. ალ-საბაჰმა ალამუთში მქადაგებელი გააგზავნა, რომელმაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე გაავრცელა ისმაილიზმი. ციხესიმაგრის კომენდანტი დაიბნა, თავიდან ის მხარს უჭერდა ამ რელიგიას, შემდეგ კი უარყო იგი და ისმაილიტების განდევნა სცადა. მაგრამ მისი ბრძანება არავინ შეასრულა, კომენდანტმა ნებაყოფლობით გადასცა ციხესიმაგრე ალ-საბაჰს სამი ათასი ოქროს დინარის სანაცვლოდ. ასე ჩაეყარა საფუძველი ასასინების ორდენს, ისინი მთელ ისლამურ სამყაროს ატერორებდნენ. ჰასან იბნ ალ-საბაჰმა ციხესიმაგრის აღების აღსანიშნავად თავისთვის უჩვეულო ტიტულიც კი გამოიგონა - მთის მოხუცი. თავის ტერიტორიაზე, ალ-საბაჰმა ძალიან მკაცრი წესები დაამყარა მან გააუქმა შარიათის კანონი და აკრძალა ფუფუნება. მან ასევე გააუქმა თურქ-სელჩუკების მიერ დაწესებული გადასახადები, სამაგიეროდ მაცხოვრებლებს არხების, გზების და სიმაგრეების აშენება დაავალა. შეიქმნა სპეციალური სკოლა მოემარი-მზვერავების მოსამზადებლად. ასევე ქიმიური ლაბორატორიები, რომლებიც დაკავებული იყვნენ შხამების, სამკურნალო საშუალებების და სტიმულატორების მომზადებით. " მთის მოხუცის" ერთგული ფანატიკოსები თავიანთი ლიდერისთვის იპარავდნენ სამეცნიერო ნამუშევრებს, ასევე სამხედრო ნახაზებს. ![]() ჰასან იბნ ალ-საბაჰი არ ერიდებოდა თავისი ქვეშევრდომების მოტყუებას. ![]() მოგზაურმა მარკო პოლომ თავის მემუარებში დაწერა, რომ ახალგაზრდებს აბრუებდნენ და შემდეგ აჩვენებდნენ "სამოთხეს" მათ ელოდებოდა: მშვენიერი ქალწულები, ღვინო და გემრიელი საჭმელი. ქალები არწმუნენდნენ მომავალ ასასინს იმაში, რომ ის ნამდვილად სამოთხეში იმყოფება და აქ დაბრუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდა, თუ მოკვდებოდა იმამის სახელით. ასასინების ორდენში მოხვედრის პრეტენდენტს აიძულებდნენ ქალაქის ან სხვა დასასახლებული პუნქტის შესასვლელთან ელოდინა, რამდენიმე დღის განმავლობაში. ბუდისტურ ბერებს მსგავსი სელექციური სისტემა ჰქონდათ. ვისაც სურდა ელიტარული მკვლელი გამხდარიყო, იძულებული იყო რამდენიმე დღის განმავლობაში მჯდარიყო კარიბჭესთან და მორჩილად დალოდებოდა, სანამ "მთის მოხუცის" ყურადღება არ იქნებოდა მიმართული მისკენ. ამავდროულად მას "ხვდებოდა" ორდენის სხვა წევრებისგან, რომლებიც ახორციელებდნენ ფიზიკურ და მორალურ ზეწოლას ამ კონკრეტულ პიროვნებაზე. ასასინები შენიღბვის ოსტატები იყვნენ და ადვილად აღწევდნენ მტრის ბანაკში. ![]() შესანიშნავი საბრძოლო უნარების გარდა, ასასინები შესანიშნავად ინიღბებოდნენ. არ ვსაუბრობთ თავსაბურავინ პლაშზე, რომელიც გამოყენებულია ცნობილ კომპიუტერულ თამაშში - Assassin's Creed. მკვლელები იღებდნენ მსახურის, მცველის, ან თუნდაც ტაძრის მსახურის სახეს. ცნობილია შემთხვევა, როდესაც ასასინი მოინათლა და რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა, როგორც მორჩილი ქრისტიანი. მხოლოდ იმისთვის, რომ შეუმჩნებლად მიეღწია მიზნადმე, რაც შეიძლება ახლოს. ასასინების საყვარელი იარაღი იყო მოწამლული ხანჯალი. მისგან მიყენებულ მცირე ნაკაწრსაც კი შეეძლო მოეკლა მსხვერპლი. ხშირად ასასინები დემონსტრაციულად ახორციელებდნენ მკლელობებს. ზოგი არც კი გარბოდა დანაშაულის ადგილიდან და გაჰვიროდა რელიგიურ ლოზუნგებს. ამასთან, ძალზე იშვიათად ხდებოდა მკვლელის ცოცხლად აყვანა. თუ ასასინი ხვდებოდა, რომ ვერ გაიქცეოდა ის თავს იკლავდა საწამლავის მეშვეობით. არსებობს მცდარი წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ასასინები იღებდნენ ჰაშიშს, რათა ბრძოლის დროს სიკვდილის არ შეშინებოდათ. ამ ნარკოტიკის მოქმედება იწვევს სხეულის მოდუნებას ასევე შეიძლება ხელი შეუშალოს ადამიანის მოქმედებას, იქ სადაც საჭიროა ცივი გონება და ზუსტი გამოთვლის უნარი. აქედან გამომდინარე, მოსაზრება, რომ ელიტარული მკვლელები იყვნენ "ბალახის მწეველები" მეტი არაფერია, თუ არა უბრალო მითი. მითია ის, რომ თითქოსდა ასასინები ისლამური სამყაროს ფარგლებს გარეთ მოქმედებდნენ. ![]() კომპიუტერული თამაშების სერიაში "Assassin's Creed" ნაჩვენებია, რომ ასასინები იმყოფებოდნენ: იტალიაში, საფრანგეთში ან თუნდაც რუსეთში. მაგრამ ეს მხოლოდ მხატვრული მითია, რადგან ნიზარიტების გავლენა მხოლოდ ისლამურ სამყაროზე ვრცელდებოდა. ნიზარიტებმა და ჯვაროსნებმა შექმნეს ალიანსი. ![]() ნიზარიტების სახელმწიფო მონღოლების ხელით დაეცა. ![]() მონღოლთ არმიამ ყველაფერი წალეკა თავის გზაზე, ისმაილიტების ციხესიმაგრეების უმრავლესობა აღებული იქნა, მათ შორიც ალამუტიც კაპიტულირებული 1256 წელს. ასე დასრულდა ასასინების ხანმოკლე და ბრწინვალე დრო. ისინი სხვადასხვა მიმართულებით გაიფანტნენ, საბოლოოდ სათითაოდ, ერთი მეორის მიყოლებით, გაანადგურა ეგვიპტელმა სულთანმა ბაიბარსმა. მაგრამ ზოგმა მათგანმა მაინც მოახერხა თავის გადარჩენა ამჟამად ასასინების სულიერი ლიდერის მემკვიდრეა კარიმ აღა ხან მე- IV. მართალია უკანასკნელი " მთის მოხუცის" შთამომავალი ცხოვრობს ევროპაში და არ არის დაინტერესებული აღმოსავლეთით. 329 9-ს მოსწონს
|