x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ყველაზე ტრაგიკული ისტორიის მქონე დევნილი, ნაირა კალანდია გარდაიცვალა
image


აფხაზეთიდან დევნილი ყველაზე ტრაგიკული შვილმკვდარი დედა ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.


ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მედია-ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ჟურნალისტი რაულ ქირია სოციალურ ქსელში წერს.


„ეს ქალბატონი ნაირა კალანდიაა და ალბათ, ძალიან ბევრმა იცის შემზარავი ამბავი, რომელიც მას უკავშირდება - აფხაზეთის ომის დროს მტრის მხარეს მებრძოლმა კაზაკმა მას შვილის თვალი გადააყლაპა... აფხაზეთის იძულებით დატოვების შემდეგ ყოველ წელს, 27 სექტემბერს - სოხუმის დაცემის დღეს ნაირა კალანდია გმირთა მემორიალთან ისედაც დაუვიწყარ ტკივილს - აფხაზეთის დაკარგვას, კიდევ მეტი სიცხადით გვახსენებდა ყველას.



მე მას ვიცნობდი, მახსოვს როგორი გულანთებული ელოდებოდა აფხაზეთში დაბრუნებას, თუმცა... ქალბატონი ნაირა გარდაიცვალა, ვწუხვარ, ვუსამძიმრებ მისი ახლობლებს, ყველას, ვინც იცნობდა, ვისაც ახსოვდა. ის იყო ერთგვარად აფხაზეთის სიმბოლო და ჩემს მსგავსად კიდევ ბევრს ალბათ, ნაირა კალანდია ყოველი წლის 27 სექტემბერს სევდით, ტკივილით და მაინც იმ იმედით გაახსენდება, რომელიც მას ბოლო წუთამდე არ დაუკარგავს...“ - წერს რაულ ქირია.


შეგახსენებთ, ნაირა კალანდია ტელევიზიით გამოსვლისას, პოპულარულ თოქ-შოუებში ხშირად მონაწილეობდა, სადაც აფხაზეთის ომის დღეებს იხსენებდა და ყვებოდა, რომ შვილი მის თვალწინ მოუკლეს და ამოთხრილი თვალის შეჭმა აიძულეს. მისმა უმძიმესმა ისტორიამ მთელი საქართელო შეძრა.


0
661
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
661
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0