x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135742
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
,,სხვის შეცდომებზე სწავლა“- დაკვირვებით დასწავლა

image

ალბათ, ერთხელ მაინც გსმენიათ ფრაზა: “ჭკვიანი ადამიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენო“. ნუთუ მართლა შეუძლია ადამიანს სხივისი გამოცდილების გათვალისწინებით შეიცვალოს ქცევა. დღევანდელ სტატიში სწორედ, რომ ამ საკითხზე ვისაუბრებთ. ზოგადად, დასწავლა არის პროცესი, რომლის შედეგადაც ვიღებთ შედარებით სტაბილურ, მუდმივ ცვლილებას ქცევაში ან ქცევის პოტენციალში. ეს პროცესი კი თავის მხრივ გამოცდილებაზეა დაფუძნებული. თუმცა, ადამიანებს უშუალოდ პირადი გამოცდილების გარეშეც შეუძლიათ დაისწავლონ სხვების გამოცდილებაზე დაკვირვებით. ამ ყოველივეში კი ჩვენ, კოგნიტური უნარები გვეხამრება.


წარმოიდგინეთ სიტუცია თქვენმა მეგობრამა იყიდა ახალი მობილური ტელეფონი, რომელიც მოკლე დროის განმავლობაში გაუფუჭდა, გასაკვირი არცაა, რომ თუ თქვენ გადაწყვეტთ ახალი ტელეფონის ყიდვას ტელეფონის ამ მოდელზე არჩევანს არ გააკეთებთ. აღომჩნდა, რომ თქვენ თქვენი მეგობრის გამოცდილებიდან გამომდინარე თავიდან აირიდეთ უხარისხო ტელეფონის ყიდვა. ადამიანი აკვირდება სხვა ადამინების ქცევას, ხედავს წახალისდა თუ დაისაჯა ის გარკვეული ქცევისთვის და ცდილობს მის გამეორებას ან პირიქით, თავს იკავებს მსგავისი ქცევისაგან. სწორედ, ეს გახლავთ დაკვირვებით დასწავლია. დასწავლის პროცესში ადამიანებს უჩნდებათ გარკვეული მოლოდინები იმისა, რომ თუ ის გაიმეორებს სხვა ადამიანის ქცევას ისიც, მის მსგავსად მიიღებს ჯილდოს ან დაისჯება. ამ ყოველივეს კი ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ვაწყდებით, მაგალითად თუნდაც ჩვეულებრივ გაკვეთილის მიმდინარეობისას, როდესაც მასაწავლებელი გარკვეული ქცევისთვის ბავშვს შენიშვნას აძლევს, დანარჩენები ცდილობენ მსგავსი ქცევა არ განახორციელონ. ასევე დაკვირვების წყალობით ვსწავლობთ ჩვენ ცეკვას და ა.შ.


ზოგადად, თითოული ჩენგანი პროსოციალურ, ანუ დახმარების და ანტისოციალურ, ანუ დაზაინების ქცევებს მოდელებზე დაკვირვებით დავისწავლით. მოდელები ის ადამიანები არიან, რომლებიც გარკვეულ ქცევას ახორცილებენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ირგვლიც უმარავი მოდელია, თუმცა მხოლოდ ზოგიერთი მათგანი ახდენს გავლენას ჩვენზე. განსაკუთრებულ გავლენას ის მოდელები ახდენენ, რომლებიც ჩვენ მოგვწონს, მათ სანდოდ და დადებითად აღვიქვამთ. მოდელი კარგად მუშაობს მაშინ, როდესაც დამკვირვებელსა და მოდელს შორის მსგავსებაა, ასევე, თუ ვიღებთ გარკვეულ ჯილდოს მოდელზე დაკვირვებისთვის. ამასთანავე, მოდელის ქცევა უნდა იყოს გამორჩეული, თვალსაჩინო და საკამოდ მკაფიო. ქცევის წამოწყება კი დამკვირვებლის კომპეტენტურონაზეა დამოკიდებული. და ბოლოს, მოდელი დიდი გავლენით მოქმედებს დამკვირვებელზე მაშინ, როცა ადგილი აქვს ქცევის შედეგების განმტკიცდებას.



საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასწავლის ეს ფორმა საშულებას გვაძლევს, ყოველგვარი ჩვენი ცდებისა და შეცდომების გარეშე, სხვათა გამოცდილების ხარჯზე გავაკეთოთ დასკვნები და შესაბამისად, განვახორციელოთ ქცევა.

0
76
2-ს მოსწონს
ავტორი:ბარამიძე ანა
ბარამიძე ანა
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0