x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135742
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
პროფესიული გამოფიტვა
image

ალბათ, ერთხელ თავად თქვენ ან თქვენს ირგვლივ მყოფთაგან მაინც გამოუთქვამთ უკმაყოფილება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუშაკების მიმართ. მაგალითად, ექიმებს ხშირ შემთხვევაში თანაგრძნობის უნარის არ ქონასა და მზრუნველობის ნაკლებობაში ვადანაშაულებთ. შესაძლებელია, ეს ბრალდებები, ზოგჯერ მართლაც უსამართლო იყოს თუმცა, უნდა ითქვას, რომ პრაქტიკოსი ექიმები დროთა განმავლობაში მართლაც კარგავენ თანაგრძნობის უნარს პაციენტების მიმართ და მათ უგულოდ და არაჰუმანურადაც კი ეპყრობიან. ეს ყოველივე კი პროფესიული გამოფიტვის ერთ-ერთი გამოვლინებაა. პროფესიული გამოფიტვის მაგალითებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად შეხვდებით, სწორედ ამიტომაც დღევანდელ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ პროფესიულო გამოფიტვის სინდრომს, მის გამოვლინენებს, გამომწვევ მიზეზებს და თავიდან აცილების გზებს.


თავად ტერმინი პირველად კრისტინა მასლაჩმა შემოიღო იმ განასკუთრებული ემოციური სტრესის ტიპის აღსანიშნავად, რომელსაც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუშაკები განიცდიან. პროფესიული გამოფიტვა ეს არის სინდრომი, რომელიც გულისხმობს ემოციურ გამოფიტვას, დეპერსონალიზაციასა და თვითრეალიზაციის შემცირებას. ამ სინდრომის რისკის ქვეშ ის ადამიანები იმყოფებიან, რომლებსაც თავიანთი პროფესიიდან გამომდინარე მუდმივი კონტაქტი უწევთ პაციენტებთან, კლიენტებთან და საზოგადოებასთან.


პროფესიული გამოფიტვა ვლინდება არაჰუმანური დამოკიდებულებებით საზოგადოების მიმართ. სწორედ ამის გამოვლინებას წარმოადგენს სტატიის დასაწყისში ექიმების მაგალითი. ასევე, პროფესიულ გამოფიტვაზე მიუთითებს სამსახურის ხშირი გაცდენა, სამუშაოს შესრულების ხარისხის გაუარესება და თანამშრომლებთან ცუდი ურთიერთობა. აღსანიშნავია, რომ ამ სინდრომის მქონე ადამიანებს აქვთ ოჯახური პრობლემები და ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობაც.



უნდა ითქვას, რომ პროფესიულ გამოფიტვა მხოლოდ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუშაკების პრობლემას არ წარმოადგენს. გამოფიტვას იწვევს ორგანიზაციის მიზნებისა და ღირებულებების გაუმართაობაც. ასევე, სამუშაო გრაფიკის, მოცულობისა და წახალისების სტრუქტურის პრობლემებიც.


რაც შეეხება, იმას თუ როგორ შეიძლება პროფესიული გამოფიტვა თავიდან ავიცილოთ. ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ ამ სინდრომის გამოვლენასა და ხარისხზე უშუალოდ მოქმედებს სიტუაციური და სოციალური ფაქტორები, რომლებიც თავის მხრივ არაპირდაპირად მოიცავენ ამ პრობლემის თავიდან აცილებისა და შემცირების გზებსაც. ექიმებს, რომლებსაც მუდმივად უწევთ კონტაქტი მძიმე პაციენტებთან, აუცილებლად სჭირდებათ ემოციური დაძაბულობის შესამცირებლად სამუშაო განრიგის შეცვლა, რათა შეძლონ ცოტახნით განერიდონ სტრესულ სიტუაციას. ასევე, შესაძლებელია ინდივიდუალური კონტაქტი პაციენტებთან ჩაანაცვლონ ჯგუფური დახმარებით.


და ბოლოს, როგორც თავად ხედავთ პროფესიული გამოფიტა ეს არის სინდრომი, რომელიც მრავალმხრივ პრობლემებს მოიცავს, ეს პრობლემები კი თავის მხრივ თავს იჩენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.


0
41
2-ს მოსწონს
ავტორი:ბარამიძე ანა
ბარამიძე ანა
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0