x
image
alex999
ყველაზე რთული სამხედრო წვრთნები მსოფლიოში, რომელიც დღემდე აქტიურია!

დაივიწყეთ ყველა სამხედრო წვრთნა, რომელიც დღემდე იცოდით, ვინაიდან დღეს ვისაუბრებთ ყველაზე რთულ 5 წვრთნაზე. რთულად წარმოსადგენია, თუ როგორ უძლებენ სამხედროები ამას, თუმცა ეს რეალობაა. წარმოგიდგენთ ამ ურთულეს დავალებებს, რომლებსაც სამხედროები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში უძლებენ:


image







1. წვრთნები ტალახში

image


ჩვენს სტატიას ვიწყებთ ჯარისკაცებით, რომლებმაც ტალახში უწევთ ვარჯიში. საკმაოდ რთული წვრთნები უწევთ დიდი ბრიტანეთის საზღვაო ბრიგადას, რომლებსაც 32 კვირის განმავლობაში ტალახში ავარჯიშებენ. თითოეული წვრთნა 45 წუთიანია, მათ უნდა გადალახონ ტალახის ჭაობში მოცემული ზოგიერთი ჯგუფური მისია. თუ ისინი წარმატებით შეასრულებენ ყველა მისიას, მათ შეუძლიათ მიაღწიონ იმ წოდებას, რომელზეც ოცნებობენ. ამ წვრთნებში მონაწილეობას მხოლოდ რჩეული სამხედროები იღებენ.





2. ოქროს კობრა

image


კობრა გოლდი არის ყველაზე დიდი მრავალეროვნული სამხედრო სწავლება აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. სწავლება უკვე 30 წელზე მეტია, რაც ყოველწლიურად ტარდება და ამ წვრთნებში 29 ქვეყნიდან 11 000 ჯარისკაცი მონაწილეობს. სწავლების პერიოდში სამხედროები ურთულეს დავალებებს ასრულებენ, ერთ-ერთი მისია კობრის სისხლის დალევაა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ჯარისკაცები აქ სწავლობენ, არის რთულ პირობებში გადარჩენა. სამხედრო ნაწილები აგრძელებენ წვრთნას უღრან ტყეებში და სწავლობენ გადარჩენას შეზღუდული კვებისა და სასმელის საშუალებით. ისინი ასევე ახერხებენ ტროპიკული კლიმატის შხამიან ცხოველებთან ცხოვრებას, რომლებიც აქამდე არასოდეს უნახავთ.







3. ყუმბარა

image


2012 წელს გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა ჩინელი სამხედროების სპეციალური სწავლება. როგორც ცნობილია, არსებობს ჩინური სამხედრო წვრთნა, რომელიც ნამდვილი ყუმბარების საშუალებით ხორციელდება. ამ მეთოდის მეშვეობით, სამხედროები სწავლობენ რთულ სიტუაციებთან გამკლავებას. სწავლებში მონაწილეობას მხოლოდ გამოცდილი ჯარისკაცები იღებენ.







4. ყინვა და თოვლი


image


ამერიკელ და სამხრეთ კორეელ ჯარისკაცებსაც უწევთ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სწავლების ჩატარება. ამ ტრენინგის მთავარი თემაა თოვლი და ყინული. 2017 წლის სწავლების დროს, 220 ამერიკელი ჯარისკაცი და 200 სამხრეთ კორეელი ჯარისკაცი გაერთიანდნენ იაპონიის კუნძულ ოკინავაზე, ამ ტრენინგის მიზანი, რომელიც 2013 წლიდან ტარდება, არის მკაცრი ამინდის პირობებში ჯარისკაცების გამძლეობის გაზრდა. თოვლზე ნახევრად შიშველ მდგომარეობაში მყოფ ჯარისკაცებს რთული მისიების შესრულება უწევთ. მსგავსი მისიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც გავხდება, თუმცა ასეთი სიგიჟე ნამდვილად არსად გექნებათ ნანახი.







5. გზა სამოთხისკენ

image


თუ წინა 4 წვრთნა არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ინტერესი დაგეკმაყოფილებინათ, მაშინ წარმოგიდგენთ ჩვენი ჩამონათვალის ბოლო წვრთანს, რომელიც მსოფლიოში ცნობილია სახელწოდებით - "გზა სამოთხისკენ". პირველ რიგში ტაივანის სამხედროები როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო წვრთნებს გადიან. წვრთნა იწყება 50 მეტრის სიგრძის პარკურით, რომელიც კლდეებით არის შევსებული, სამხედროებს ამ მანძილის გავლა შიშველ მდგომარეობაში, ხოხვით უწევთ. ის ჯარისკაცები, რომლებიც ამ წვრთნას წარმატებით გადიან, "ზღვის დრაკონები"- ის ფლოტში აწევრიანებენ.

























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<



ფეხბურთის 8 ვარსკვლავი, რომლებმაც სიკვდილს თვალებში ჩახედეს!

image



მეცნიერების მიერ აღმოჩენილი 5 ახალი სახეობის არსება!

image



ქალბატონმა 2000 დოლარად იყიდა მიტოვებული თვითმფრინავი... ნახეთ შემდეგში რად გადააქცია...

image



იცოდით, რომ მარტორქებს შეუძლიათ სპილოების, ბუფალოების და ასევე ლომების გამოწვევა

image



სიყვარული ბრმაა! - ჩვენი დღევანდელი სტატია ამას კიდევ ერთხელ გვიჩვენებს!

image



ბავშვების გამოყენებით შესრულებული სატანისტური რიტუალები, რომლებიც ბევრ ქვეყანაშია დადასტურებული

image



ერთი შეხედვით უბრალო, მაგრამ დიდი ისტორიის მქონდე 16 ემოციური ფოტო

image



იწინასწარმეტყველეს თუ არა სიმპსონებმა 27 წლის წინ კორონავირუსი და კობი ბრაიანტის სიკვდილი?

image




0
999
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
999
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0