საზოგადოება "ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩაიში ჩაყრილი "პოლონიუმით" მოწამლეს"- ნიკა გვარამია 2020, 20 აგვისტო, 13:50 "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში რუსი პოლიტიკოსისა და ვლადიმერ პუტინის მთავარი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება და ამასთან დაკავშირებით ფეისბუქ პოსტს აქვეყნებს, გვარამიას თქმით, ის სავარაუდოდ ჩაიში ჩაყრილი "პოლონიუმით" არის მოწამლული და ამჟამად კომაში იმყოფება, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის აზრით, რეალურ მკვლელებთან ერთად, მის პოტენციურ მკვლელებად ასევე ერიც და ბერიც მოიაზრება, რომლებსაც რუსეთის მთავარი ანტიპუტინისტის ლიკვიდაციაც ისევე სურთ, როგორც ჩვენი ქვეყნის სიკვდილიც: "ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის მთავარი ანტიპუტინისტი, ალექსეი ნავალნი მოწამლეს ჩაიში ჩაყრილი მორიგი "პოლონიუმით". ამჟამად ის კომაშია. მკვლელი რუსეთის მომხრეები არიან პოტენციური მკვლელები - როგორც პოლიტიკოსები, ასევე ერიც და ბერიც, და სხვასთან ერთად, ჩვენი ქვეყნის სიკვდილი სურთ. წყალი არ გაუვა." - დაწერა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პრესსამსახურმა რამდენიმე საათის წინ, "ტვიტერზე" გაავრცელა, პრესმდივანი, კირა იარმიშის თქმით, ნავალნი დღეს დილით მოსკოვიდან ტომსშკი ბრუნდებოდა, თუმცა, ფრენისას ის შეუძლოდ გახდა და მოწამვლის სიმპტომები აღენიშნებოდა. ნავალნის გული ფრენისას წაუვიდა, შესაბამისად, თვითმფრინავი ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქში – ომსკში დასვეს. მათი ვარაუდით პოლიტიკოსი – "ჩაის ჭიქაში გარეული ნივთიერებით მოწამლეს".1451 1-ს მოსწონს |