სხვა როგორ გაამყარა სტალინმა რუბლი დოლართან მიმართებაში 2020, 24 აგვისტო, 9:46 დღეს მსოფლიო ეკონომიკა დოლარზეა «მიბმული» და ამერიკული დოლარი მხოლოდოდ ერთი ქვეყნის კი არა, მსოფლიო ვალუტად ითვლება. ამიტომ, ბევრი პოლიტიკოსი დოლარის კურსის ზრდას ქვეყანაში, ხშირ შემთხვევაში, გარე ფაქტორებს უკავშირებს და მიმდინარე ინფლაციას ენერგორესურსებზე ფასების გაზრდით ან მსოფლიო ბაზარზე დოლარის გამყარებით ხსნის. უნდა აღინიშნოს, რომ დოლარის ჰეგემონია დღეს და გუშინ არ დაწყებულა და მთელს მსოფლიოში, ომის შემდეგაც იგივე სიტუაცია იყო. სტალინმა ეს პრობლემა, შეიძლება ითქვას, რომ «ხელის ერთი მოსმით» გადაწყვიტა — რუბლი გაამყარა და ქვეყნის ეკონომიკაც გააძლიერა. ფულის რეფორმა ომის პერიოდში საბჭოთა კავშირი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მყარი ეკონომიკური სიტუაციით გამოირჩეოდა, რასაც 1939−1945 წწ. სტატისტიკური მონაცემებიც ამტკიცებს: ამ წლებში, ქვეყანაში ფულის მასა, დაახლოებით, ოთხჯერ გაიზარდა, რაც ბევრად უფრო დაბალი მაჩვენებეკია, ვიდრე მაგ., გერმანიაში (6-ჯერ), იტალიაში (10-ჯერ) და იაპონიაში (10-ჯერ). ომში გამარჯვების შემდეგ კი, სსრ კავშირის ხელმძღვანელობა ახალი გამოწვევის წინაშე დადგა — დღის წესრიგში ქვეყნის ეკონომიკური სტაბილიზაცია, ინფლაციის შემცირება, სახალხო მეურნეობის აღდგენა და შიდა ბაზრის პროდუქტებით უზრუნველყოფა დადგა. პირველ რიგში კი, ომის პერიოდში დაგროვილი, ფულის მასის შემცირება უნდა მომხდარიყო. ფულის რეფორმამ, რომელიც 1947 წ. განხორციელდა, არაერთი საკითხი გადაწყვიტა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კვების ბარათების გაუქმების შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლებამ, საკვებ პროდუქტებზე ფასების შენარჩუნება შეძლო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ომამდეც და ომის შემდეგაც, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ქვეყნის ვალუტის თანაფარდობის დადგენა, ნებისმიერ სხვა ვალუტასთან მიმართებაში, დოლარის ეკვივალენტით ხდებოდა და ფულის რეფორმის წინ, ერთი ამერკკული დოლარი 50 რუბლზე მეტი ღირდა. სტალინი აღნიშნული სიტუაციით ძალიან უკმაყოფილო იყო. ამიტომ, ქვეყნის საუკეთესო ეკონომისტები ამ საკითხის მოსაგვარებლად დროს და ენერგიას არ ზოგავდნენ. სტალინმა საკითხთან დაკავშირებით, თავისთან ფინანსთა მინისტრი არ. ზვერევი და სახელმწიფო დაგეგმარების უფროსი მ. საბუროვი გამოიძახა. ამ უკანასკნელმა, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ხელმძღვანელობას დოლარის არსებუკი კურსის 14 რუბლამდე დაწევა შესთავაზა, რაზეც სტალინმა უპასუხა, რომ დოლარის «წითელი ფასი» 4 რუბლი იქნებოდა. ფინანსურ და ეკონომიკური თავისუფლება რუბლმა, დოლარის კურსისგან, სრული ფინანსური დამოუკიდებლობა მხოლოდ 1950 წლის თებერვლის ბოლოს მოიპოვა, მას შემდეგ, რაც მისი უზრუნველყოფა ოქროთი მოხდა. ხოლო, სტალინმა განაცხადა, რომ ოქროს ფონდი, სპეკულაციური დოლარისგან, დაცვის საიმედო გარანტი იყო. მას შემდეგ, რაც დოლარსა და რუბლს შორის კავშირი გაწყდა, ქვეყანამ ორმხრივი ურთიერთობების დამყარება დაიწყო დასავლეთის ქვეყნებთან და ექსპორტის მოცულობა, წინა პერიოდთან შედარებით, გაორმაგდა. ხოლო, გაერის ეკონომიკის და სოციალური უზრუნველყოფის საბჭომ, საბჭოთა ეკონომიმკური რეფორმა ეფექტურად გამოაცხადა. სხვა ქვეყნებისთვის, მსგავსი რეფორმა, ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვების კარგი მაგალითი იყო. მაგრამ, პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ მათი უმრავლესობა, ბუნებრივი რესურსებით ისეთი მდიდარი არ იყო, როგორც რუსეთი და არც იმდენი ოქრო ჰქონდათ, რომ საკუთარი ვალუტის დაცვა შესძლებოდათ. * იაპონიის ეკონომიკური სასწაული
1813 8-ს მოსწონს
|