საზოგადოებრივი გერმანელი ჯაშუშების ამოცნობის საიდუმლო 2018, 23 ივლისი, 8:52 II მსოფლიო ომის დროს, გერმანელი სამხედრო ხელმძღვანელობა ყველანაირად ცდილობდა, რომ ალყაში მოქცეულ ლენინგრადში ჯაშუშები შეეგზავნა. მათ წინასწარ ამზადებდნენ და ისინი გარეგნულად სწორედ ისე გამოიყურებოდნენ, როგორც ადგილობრივები. ჯაშუშ-დივერსანტებს რუსულ დოკუმენტებს აძლევდნენ, ეუბნებოდნენ პაროლს და კონსპირაციული ბინის მისამართს... მაგრამ, ვერცერთმა ჯაშუშმა ქალაქში შეღწევა ვერ შეძლო. ძალიან მალე, გერმანელები მიხვდნენ, რომ მხოლოდ მომზადება საკმარისი არ იყო და ნებისმიერ, ყველაზე გაუნათლებელ პატრულსაც კი შეეძლო სუპერჯაშუშის ამოცნობა. ისინი მხოლოდ თვალის შევლებით ხვდებოდნენ, გაყალბებული იყო, თუ არა, გერმანიის საუკეთესო კრიმინალისტები მიერ მომზადებული საბუთები. სსრ კავშირთან ომის დაწყების შემდეგ, გერმანელები სულ ცდილობდნენ, საბჭოთა დოკუმენტების გაყალბებას და ამ საქმისთვის, მათ საუკეთესო «ტვინები» შეკრიბეს! სპეციალისტების დიდი ჯგუფი არჩევდა ქაღალდის ფაქტურას, ფერების ყველაზე უმნიშვნელო ტონებს და საიდუმლო ნიშნებს. ხოლო შედეგი, - ყოველთვის ნულის ტოლი იყო! მათ მიერ მომზადებული საბუთები, შეიძლება ითქვას, რომ დახვრეტის კედელთან დადგომის ბილეთი იყო. და მხოლოდ ომის შემდეგ გახდა ცნობილი, «გაუყალბებადი» საბჭოთა დოკუმენტების საიდუმლო. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი წარმოუდგენლად მარტივი იყო: გერმანიაში დოკუმენტის სამაგრებს უჟანგავი ლითონისგან ამზადებდნენ. ხოლო, ნამდვილი საბჭოთა დოკუმენტი ჟანგიანი სამაგრებით იყო აკინძული. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: 10 ისტორიული ფაქტი და ფოტო, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს
2639 7-ს მოსწონს
|