x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის სამაშველო სამსახურებს ახალი ავტომობილები გადაეცა
image


კახეთის რეგიონს ორი ახალი სახანძრო-სამაშველო ავტო ტექნიკა გადაეცა. მაღალი გამავლობის სამაშველო ავტომანქანა დედოფლისწყაროს სამაშველო სამსახურს მოემსახურება, ხოლო სახანძრო-სამაშველო ავტომობილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში განაწილდება.


შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აგრძელებს ავტო-პარკის განახლებას. კახეთის მთავარ სამმართველოს გადაეცა ერთი ფორდის, განახლებული სახანძარო-სამაშველო ავტო ტექნიკა და ერთი მაღალი გამავლობის, სამაშველო, 2020 წლის ფორდ რეინჯერი.


სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გადაცემას საგანგებო სიტუციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, მისი პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი დაესწრნენ.



სამშველო ავტომობილი დედოფლისწყაროში განაწილდება. ტექნიკა საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, ევროკავშირი საქართველოსთვის ENPARD პროგრამის ფარგლებში, პროექტ “PROCEED”-ის მიერ საგრანტო ხელშეკრულებით იქნა შეძენილი.


სახანძრო-სამაშველო ფორდი კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ იქნა განახლებული და იგი განკუთვნილია ქალაქ ლაგოდეხის სახანძრო-სამაშველო სამმართველოსთვის.


შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად განაგრძობს სახანძრო-სამაშველო ავტო-პარკის განახლებას. 2020 წლის დასაწყისში საქართველოში შემოვიდა 30 უახლესი, მაგირუსის მარკის სპეც-ტექნიკა რომელიც განაწილდა თბილისში, სიღნაღში, რუსთავში, ბირჯომში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. ამის პარალელურად უკვე განახლდა 19 ერთეული ფორდ კარგოს ტიპის სახანძრო-სამაშველო ავტომობილები და გაცაეცათ სახანძრო-სამაშველო ძალებს: მცხეთაში, ხევსურთსოფელში, მარნეულში, კოდაში, გორში, ხაშურში, კასპში, აბაშაში, სენაკში, სიღნაღში, საგარეჯოში, გურჯაანში, ამბროლაურში, ბათუმში, ბორჯომში და ქუთაისში.


შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მომავლშიც გააგრძელებს სახანძრო-სამაშველო სპეც ტექნიკით ავტო პარკის განახლებას.

0
99
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0