შოუბიზნესი ჰოლივუდის სამაგალითო წყვილები, რომელთა სიყვარულმაც ეკრანებიდან რეალურ ცხოვრებაში გადმოინაცვლა და დღესაც ერთად არიან 2020, 15 აგვისტო, 14:22
კურტ რასელი და გოლდი ჰოუნი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წყვილი, ისინი ერთად უკვე 37 წელია არიან. ერთმანეთი კი ცნობილი რომანტიკული კომედიის “ბორტს მიღმა'' გაიცნეს.
რაიან გოსლინგი და ევა მენდესი მათ ფილმში “ The Place Beyond the Pines'' ითამაშეს ცოლ-ქმრის როლი, შემდეგ კი რეალურ ცხოვრებაშიც დაქორწინდნენ. მენდესმა სამსახიობო კარიერაც მიატოვა და თავი ოჯახს მიუძღვნა.
რაიან რეინოლდსი და ბლეიკ ლაივლი წყვილმა მონაწილეობა ფილმში “მწვანე ლამპარი'' მიიღო, თუმცა იმ დროს ბლეიკი ლეონარდო დი კაპრიოს ხვდებოდა, რეინოლდსი კი სკარლეტ იოჰანსონს. თავიანთ მეორე ნახევრებთან დაშორების შემდეგ მათ საერთო მეგობრებმა მოუწყვეს “ბრმა პაემანი'' და სწორედ აქედან დაიწყეს შეხვედრაც, ბოლოს კი დაქორწინდნენ და ახლა შვილებიც ჰყავთ.
დენიელ კრეიგი და რეიჩელ ვეისი წყვილს წლების განმავლობასი მეგობრობა აკავშირებდათ, შემდეგ კი ერთად მიიღეს მონაწილეობა ფილმში “სიზმრების სახლი'' და ერთმანეთი რეალურადაც შეუყვარდათ.
ხავიერ ბარდემი და პენელოპა კრუსი
მათი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა ფილმიდან “ვიკი, კრისტინა ბარსელონა'', მას შემდეგ კი წყვილი ერთ-ერტი ყველაზე სამაგალითოა ჰოლივუდში.
რიტა უილსონი და ტომ ჰენკსი ერთად უკვე 33 წელი არიან. მსახიობები მეგობრობდნენ, თუმცა რომანტიული გრძნობები ერთმანეთის მიმართ ფილმის “მოხალისეები'' გადაღებისას გაუჩნდათ. ჰენკსის გამო საქმრო მიატოვა და შემდეგ 3 წელი ელოდა ჰენკსი ცოლს როდის გაეყრებოდა. 153 შეფასება არ არის
|