ყოველი მეოცე ბრიტანელი საავადმყოფოში სიგარეტის მოწევის ნიადაგზე წარმოშობილი დაავადებების გამო ხვდება. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სისტემის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, მარტო ინგლისის ტერიტორიაზე, საავადმყოფოებში 2010 წლიდან 2011 წლამდე 460 ათასი ადამიანი დაფიქსირდა, რომლებსაც მოწევასთან დაკავშირებული დაავადებები აღმოაჩნდათ. აქედან 126 ათას პაციენტს სასუნთქი სისტემის დაავადებები დაუდგინდა, 160 ათასს- ფილტვის კიბო, 135 ათასს კი - სისხლის მიმოქევის სხვადასხვა დავადებები. "ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რამდენად სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანი სიგარეტის მოწევით თავის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს", - აღნიშულია საინფორმაციო ცენტრის ოფიციალურ მონაცემებში.