x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
მოზარდთა პრობლემები სასკოლო გარემოში

მოზარდობა ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია, როცა ადამიანი იწყებს საკუთარი პიროვნების, მორალისა და ღირებულებების ათვისებას, უწევს გაუმკლავდეს და ადაპტირდეს სრულიად ახალ სამყაროში, რომელსაც იგი უამრავ გამოწვევასთან მიჰყავს.ამ ასაკში მოზარდი განსაკუთრებით იცვლება, იცვლის სამყაროს მისეულ აღქმას, ფსიქოლოგიურ და სოციალურ მდგომარეობას, ეს ცვლილებები კი მას ისეთი არჩევანის წინაშე აყენებს რომელთა შედეგიც მის მომავალ განვითარებაზე ერთმნიშვნელოვნად აისახება.მათი ყოველდღიური ცხოვრება ქაოსითა და დაბნეულობითაა მოცული, დამახინჯებულია მათი ფიზიკური სხეულის აღქმა, საკუთარი „მე“, არიან ემოციურები და დაძაბულობას განიცდიან ყოველ ადამიანთან საუბრისას, უჭირთ თავიანთ გრძნობებზე საუბარი, ამიტომ თავს ძირითადად მარტოსულად გრძნობენ, მიდრეკილნი არიან სუიციდური ფიქრებისკენ და ნაკლები თავდაჯერებულობითა და დაქვეითებული თვითშეფასებით ეჩეხებიან ახალი, სრულიად უცნობი სამყაროს თავისებურებებს. ამ დროს მოზარდებითვის დამახასიათებელია მელანქოლიური გუნება-განწყობა, იმპულსურობის ზრდა, დევიაციური ქცევა (საზოგადოების მიერ მიღებული სამართლებრივი, კულტურული და მორალური ნორმებიდან გადახრილი ქცევა), ფსიქო-სომატური პრობლემები.დღევანდელ რეალობაში მოზარდი ცდილობს მიაღწიოს დამოუკიდებლობას და ამის აღიარებას მოითხოვს სხვებისგანაც, სარკეში ჩახედვისას ხედავს განსხვავებულ სხეულს, ესმის განსხვავებული ხმა, მასში მიმდინარე ჰორმონალური პროცესები ურევენ თავგზას, ის იაზრებს რომ ბავშვი აღარაა თუმცა გარშემომყოფები ამას უარყოფენ.

როგორც უკვე აღვნიშნე, მოზარდობის პერიოდი ადამიანისთვის თავგადასავლებითა და პრობლემებითაა სავსე.ვინაიდან მოზარდი თავისი დროის ძირითად ნაწილს სასკოლო გარემოში ატარებს, მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ სკოლის როლზე მათი განვითარების პროცესში, რა სირთულეებს და პრობლემებს აწყდებიან ისინი სასწავლო პროცესში და ეხმარება თუ არა სასკოლო გარემო მათ განვითარებაში.


სკოლაში წარმოქმნილ პრობლემებს განსაკუთრებული საკითხი ხაზს უსვამს ბოლოდროინდელ კვლევები ადრეული მოზარდების განვითარების შესახებ (A Study on the Problems of Adolescent Students in School, Mrs. S. RAJESWARI & Dr. J. O. Jeryda Gnanajane Eljo, International journal of scientific research), რომლებშიც ნათლადაა წარმოჩენილი მასწავლებლების, დირექტორების, მშობლების, სკოლის მრჩეველთა გავლენა მოზარდის განვითარებაზე.

მოზარდისთვის კარგი სასკოლო გარემოს შესაქმნელად მნიშვნელოვანი პირობებია მეგობრული გარემო და კარგად შედგენილი სასწავლო პროგრამა.სამწუხაროდ დღესდღეობით იშვიათია, როდესაც მასწავლებელი სასწავლო პროგრამას თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ მახასიათებლებთან და შესაძლებლობებთან თანხვედრაში ანაწილებს, თუმცა გარემოში სადაც ადამიანი თავისი ცხოვრების 12 წელს ატარებს ეს ყოველივე ნამდვილად მნიშვნელოვანია.აქედან გამომდინარე, წარმოიქმნება რიგი პრობლემები სწავლათან, როდესაც მოზარდს სხვადასხვა სახის დავალებებთან უწევს გამკლავება, თუმცა რაოდენობის და სირთულის გამო ვერ ართმევს თავს, რაც შეიძლება ითქვას რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტრესული ფაქტორია რამაც შეიძლება მოზარდი ნაკლებად თავდაჯერებული და მოტივირებული გახადოს.მეორე მხრივ, სამკაოდ იშვიათია, თუმცა შესაძლოა მოცემული პროგრამა და გარემო სულაც არ იყოს საკმარისად დამაკმაყოფილებელი მოტივირებული მოზარდისთვის, რომელიც საკმარისზე კარგად ემზადება და გაცილებით მეტი ცოდნა აქვს დაგროვებული, როცა სკოლისგან ახალს და საინტერესოს ვეღარაფერს იღებს.ორივე შემთხვევაში მოზარდისთვის სკოლა ძალიან სტრესულ გარემოდ იქცევა, სადაც ის ვეღარ ხედავს საკუთარი თავის განვითარების პერსპექტივას და გულს იცრუებს მასზე.



პრობლემები მასწავლებელთან

მასწავლებლობა ნამდვილად რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობაა, როდესაც გიწევს აღზარდო მოზარდი, უჩვენო სწორი მიმართულება, დაეხმარო მას პიროვნულ განვითარებაში, თუმცა საკითხავია ახერხებენ თუ არა მასწავლებლები ამ ყოველივეს.ვფიქრობ, მოზარდთა უმეტესობას ერთხელ მაინც შექმნია პრობლემები მასწავლებლებთან, როდესაც მოზარდი სათანადო ყურადღებას და თანადგომას ვერ იღებს მისგან.სამწუხაროდ უნდა აღვნიშნოთ, რომ მოზარდთა უმეტესობას აწუხებს ის ფაქტი რომ მასწავლებლების უმეტესობა გაწვდის ცოდნას კონკრეტული საგნის შესახებ, თუმცა არ ცდილობს დაგანახოს სამყარო წიგნებს მიღმა.მოზარდები ხშირად იღებენ არასათანადო კრიტიკას მასწავლებლებისგან, რაც ასევე შესაძლოა მათი დათრგუნვის მიზეზი გახდეს.


ყურადღების ნაკლებობის პრობლემა – როდესაც დატვირთული სასწავლო პროგრამის მიღმა გვრჩება მოზარდის გრძნობები და ემოციები, რომელთა დათრგუნვა, უგუნებელყოფა ან გაუთვალისწინებლობა აგრესიის ფორმით ვლინდება მოზარდობაში და პრობლემებს წარმოქმნის ზრდასრულ ასაკშიც.(Hawkins and Weis, 1985; Kumpfer and Turner, 1991).


კომუნიკაციის პრობლემები – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც ხშირად ვხვდებით, ეს არის მოზარდის კომუნიკაციის პრობლემები თანატოლებთან, მშობლებთან ან მასწავლებლებთან. ამ პრობლემის მიზეზი მრავალი ფაქტორი შეიძლება იყოს, რაც როგორც უკვე აღვნიშნე, აგრესიული ქცევით, ჩაკეტილობით და დაქვეითებული გუნებ-განწყობის ფორმით ვლინდება.მოზარდების უმეტესობა განიცდის მარტოობას, ისინი ვერ ამყარებენ ურთიერთობებს თანატოლებთან, ცდილობენ თავი შორს დაიჭირონ მათგან რადგან კრიტიკასა და გაკიცხვას მოელიან, ამიტომ მათ არ სურთ თავიანთი პრობლემების სხვებისთვის გაზიარება.




იდენტობის ჩამოყალიბების პრობლემა

იდენტობის ჩამოყალიბება, როგორც უკვე აღვნიშნე, მოზარდობის პერიოდში ხორციელდება, ხოლო ზემოთქმული ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ მასზე.მოზარდი ცდილობს გამოიკვლიოს საკუთარი პიროვნება, გაათვიცნობიეროს ვინ არის და რა უნდა რომ მომავალში აკეთოს, განსაზღვროს მისი მორალური ღირებულებების ნაკრები და ჩამოაყალიბოს „იდეალური მე“ სასურველი მიზნის მისაღწევად.შეიძლება ითქვას რომ სკოლაში გახშირებული ძალადობა და არასათანადო მოპყრობა როცორც თანატოლების, ასევე უფროსების მხრიდან იწვევს სერიოზულ ნეგატიურ ცვლილებებს იდენტობის ფორმირების პროცესში.


ძალადობა მოზარდზე

სკოლაში წარმოქმნილი პრობლემების უმეტესობა ძალადობის სხვადასხვა ფორმითაა გამოწვეული. ცნობილია, რომ მსოფლიოს მასშტაბით ყოველი მეშვიდე თინეიჯერი იჩაგრება სკოლაში-მათ უსწორდებიან ფიზიკურად და მორალურად, ხშირად გაუთვითცნობიერებლად, თუმცა მოზარდების ფსიქიკისთვის, რომელიც ჯერ კიდევ ყალიბდება, ეს სერიოზული დარტყმაა. დღესდღეობით ეს პრობლემა ძალიან აქტუალური გახდა, მას შემედეგ, რაც მსოფლიოში იფეთქა თვითმკვლელობებმა 14-20 წლის ასაკის ადამიანებში და გაიზარდა მოზარდებში სულიერი დააავდებების, ნარკოტიკული და ალკოჰოლური დამოკიდებულების რისკი.უამრავი მოზარდი თვითმკვლელობით ასრულებს ცხოვრებას.სკოლაში მათ ითვალწუნებენ რაიმე მიზეზის გამო, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს გარეგნობა, წარმომავლობა და ა.შ. მაგალითად, ჭარბჭონი მოზარდების 20%-ს გადაჭარბებული დიეტის გამო ემართებათ ანორექსია. ამ ყველაფერს ძირითადად მოყვება მოზარდის ნარკოტიკული დამოკიდებულება, სხეულის დასახიჩრება, დეპრესია, ფსიქიკური აშლილობა, ნევროზი, ჩაკეტილობა, გარე სამყაროსგან იზოლირება, მაზოხიზმი, ანორექსია, თავდაჯერებულობის სრული არქონა, დაბალი სოციალური აქტივობა, კომპლექსების ჩამოყალიბება(2Carnegie Council on Adolescent Development, 1989).


ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა სკოლაში არის ბულინგი.ბულინგი შეიძლება შეგვხვდეს რამდენიმე სახით, ესენია:


  • ფიზიკური ბულინგი - ბულინგის ყველაზე ძალადობრივი ფორმა, რომელიც გულისხმობს ფიზიკური ზიანის მიყენებას ან მის მცდელობას. მისი ფორმებია: ჩხუბი, თმის მოქაჩვა, პირადი ნივთების განზრახ დაზიანება და სხვა.

  • ფარული ბულინგი - ეს არის მორალური და ემოციური ძალადობის ფორმა, რომელიც პირდაპირ არ არის მიმართული ობიექტისადმი. მაგ: ტყუილები, ჭორების გავრცელება, სხვა მოსწავლეებთან დამცირება, მოსწავლის სოციალურ იზოლაციაში მოქცევა და სხვ.

  • ვერბალური ბულინგი - არის ბულინგის ყველაზე გავრცელებული ფორმა. ამ შემთხვევაში მოსწავლის დამცირებას და მასზე ძალადობას აქვს ვერბალური ხასიათი. მისი ფორმებია: დაცინვა, შეურაცხყოფა, ღირსების შელახვა, დაშინება.

  • კიბერ- ბულინგი - განსხვავდება ბულინგის სხვა ფორმისაგან, რამეთუ ის სექსუალურ მიზნებს უკავშირდება, თუმცა ტრადიციული "ბულინგის" მსგავსად, შესაძლოა მოიცავდეს დამამცირებელი სახელების შერქმევას, თავდასხმასა და შანტაჟის სერიოზულ საფრთხეებს
  • ბულინგი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა, რასაც ცხადყოფს არაერთი საერთაშორისო კვლევა, მაგალითად 2007-2008წლებში გაეროს ბავშვთა ფონდმა (იუნისეფმა) ჩაატარა კვლევა საქართველოში ბავშვთა 80% განიცდიდა გარკვეული სახის ძალადობას.სკოლებში უფრო ხშირად დაფიქსირდა ბავშვთა შორის ძალადობა, ე.წ ბულინგი რომლებიც მასწავლებელებისა და სხვა გარშემო მყოფ პირთა მიერ აღქმული იყო როგორც „უწყინარი გართობა“.მიუხედავად იმისა, რომ მანდატურის ინსტიტუტის დანერგვამ შეამცირა ძალადობის შემთხვევები, ბულინგი დღესაც ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა.ძალადობის მსხვერპლ მოზარდს უდიდესი ზიანი ადგება როგორც ფიზიკურად ისე ფსიქოლოგიურად, ამიტომაც ხშირია რომ ბულინგის მსხვერპლებისთვის მოცემული პრობლემა გენერალიზდება და იწვევს ხანგრძლივს შიშებს, შფოთვას, გადამეტებულ აგრეისას და თვითშეფასების დაქვეითებას.მოზარდთა აგრესიული ქცევა ხშირად წარმოადგენს ემანსიპაციის ბუნებრივ რეაქციას. ეს აგრესია კი შეიძლება გამოვლინდეს როგორც აქტიური, ასევე პასიური ფორმით.

    2
    87
    2-ს მოსწონს
    ავტორი:თინათინ ტალახაძე
    თინათინ ტალახაძე
    87
      
    2020, 25 სექტემბერი, 17:47
    ჰაჰაჰ, კარგი კარგი აუცილებლად :)
    2020, 22 სექტემბერი, 21:06
    ინტერესით დაველოდები თქვენს აზრსა და ხედვას ექიმისა და პაციენტის ურთიერთობაზე.
    0 1 2