ქალი და მამაკაცი ქმარმა ცოლი ქორწინებიდან ორ წელიწადში მიატოვა,თუმცა მწარედ ინანა, როდესაც ყოფილი ნახა 2020, 3 აგვისტო, 15:06 ავსტრალიელმა ქალმა იპოვა გამოსავალი, რომ ყოფილი ქმარმა, რომელმაც თავის დროზე გული ატკინა და მიატოვა, მწარედ ინანოს, გოგონამ უარი თქვა მავნე საკვებზე და დაკავდა სპორტით. ახლა ის ნამდვილი მოდელია, ყოფილი კი დორბლებს ჰყრის. 30 წლის კირსტენ აისბეტი(Kirsten Eisbett)მანამდე არც არასოდეს ყოფილა გამხდარი. ქორწილისთვის მზადების დროსაც კი, გოგონას გაუჭირდა საკუთარი ზომის კაბის შოვნა, სადაც კარგი შესახედავი იქნებოდა. პასპორტში შტამპის ჩარტყმის შემდეგ იყო, კირსტენი კიდევ უფრო მატულობდა წონაში, ქმარი ამისთვის მზად არ იყო და ორწლიანი ქორწინების შემდეგ იგი მიატოვა. მაგრამ კირსტენი, ამის შემდეგაც წონაში კიდევ უფრო მატულობდა, რომელსაც თან სტრესი დაერთო. უფრო მეტიც, გოგონამ ფსიქოთერაპევტს მიაკითხა, რომელმაც მხოლოდ ანტიდეპრესანტები გამოუწერა, მაგრამ ამან საქმე არა თუ გამოასწორა, უარესი ქნა- პრეპარატების მიღების შემდეგ, სასწორის ნიშნულმა თითქმის 100 კილოგრამს მიაღწია. "სამუშაოსგან გადაღლილი(უძრავი ქონების აგენტი) ვჭამდი KFC– ში, ვაცხელებინებდი გაყინულ კარტოფილიდ ფრის, ქათმის კოტლეტს ან ლაზანიას. მუდმივად მოდუნებული ვიყავი და დაღლილობას ვგრძნობდი.მოულოდნელად მარტოდ დარჩენილს მუდამ შფოთი და დეპრესია მქონდა"-იხსენებს კრისტენი. ერთხელაც კირსტენი მიხვდა, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს მის ცხოვრებაში. გოგონან ჭამით დაიწყო: ფასფუდი შეცვალა ჯანსაღი საკვებით, როგორიცაა ბოსტნეული, ხილი და ბრინჯი. ასევე, მუდმივად სიმარტოვით მოწყენილმა გადაწყვიტა მეგობართან ერთად ქალთა სპორტულ კლუბში ჩარიცხულიყო. მალევე, გოგონამ პირად მწვრთნელთან დაიწყო ვარჯიში დაიწყო და რამდენიმე თვეში 27 კილო დაიკლო. თუმცა ამაზე არ შეჩერებულა. მან განაგრძო სწორი კვება და სპორტდარბაზში ვარჯიში. მან კიდევ 12 კილოგრამი დაიკლო და ახლა 55 კილოგრამს იწონის. უფრო მეტიც, ამჯამად თავად კირსტენმა დაიწყო მწვრთნელად მუშაობა და ბიკინი მოდელიც გახდა. მეგობრები ეხუმრობინ, რომ ახლა მისი ყოფილი ქმარი მარტო ზის და სიმწრისგან საკუთარ იდაყვებს კბენს. 692 4-ს მოსწონს
|