საზოგადოება გამომცელობა „პალიტრა L“ -ის „ლიტერატურული გაჩერება“ გრძელდება 2020, 3 აგვისტო, 14:26 გამომცემლობა "პალიტრა L" 15 წლისაა და საიუბილეო წელს მთელ საქართველოსთან ერთად აღნიშნავს. ზაფხულის ლიტერატურული თავგადასავალი კახეთიდან დაიწყო, ჩატარდა გამოფენა-გაყიდვა, მაკულიტერატურის აქცია, რომლის ფარგლებშიც, მსურველებმა ჩააბარეს უსარგებლო თაბახის ფურცლები, რვეულები, ძველი წიგნები და გადაცვალეს ახალ წიგნებზე. მომხმარებელი 300- მდე წიგნიდან მათთვის სასურველ ჟანრს ირჩევდა. თელავში გაიმართა ინტერაქციული წიგნის - „ფენიქსის“ პრეზენტაცია. ქართველი ავტორები: ტორესა მოსი, თეა ინასარიძე, ელის დოჯსონი და ნიკოლას მაჩაბელი თელაველ მკითხველს შეხვდნენ. "ძალიან საინტერესო აქტივობებით იყო “პალიტრა L” თელავში ჩამოსული. ეს გამომცელობა ყოველთვის გამორჩეულია და ცდილობს, სულ შემოიტანოს კრეატივი. თელავის თეატრის წინ 2 დღეს ხალხმრავლობა იყო, მოდიოდნენ ოჯახები და ცვლიდნენ ახალ ლიტერატურაზე მაკულატურას. ყიდულობდნენ ახალ წიგნებს ფასდაკლებით. მნიშვნელოვანი პროექტია და იმედია, მუდმივად ჩატარდება", - ფიქრია ყუშიტაშვილი, თელავის მერის მოადგილე. წიგნების გამოფენა-გაყიდვა 50%-მდე ფასდაკლებით ამბროლაურსა და ონშიც გაიმართა. აქციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია - მსურველებმა 300-ზე მეტი დასახელებიდან მათთვის სასურველი ლიტერატურა შეარჩიეს. "ლიტერატურული ქარავანი" ზუგდიდსაც ესტუმრა, სადაც ბოტანიკური ბაღის ღია ბიბლიოთეკაში „ფენიქსის“ პრეზენტაცია გაიმართა. "მაკულიტერატურის" პროექტის აქციაში მსურველებს შესაძლებლობა მიეცათ 1 კგ მაკულატურა 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაეცვალათ. გაიმართა წიგნების გამოფენა-გაყიდვა 50%-მდე ფასდაკლებით. თუ გიყვარს ლიტერატურა, გინდა აღმოაჩინო ახალი წიგნები და შეიძინო დიდი ფასდაკლებით, იმოგზაურო და დაესწრო საინტერესო ლიტერატურულ ღონისძიებებს, გაცვალო უსარგებლო მაკულატურა ახალ წიგნებში და მოუფრთხილდე გარემოს, მაშინ გამომცემლობა "პალიტრა L-ის" ლიტერატურული გაჩერება მოდის შენთან! გთავაზობთ "ლიტერატურული გაჩერების" განრიგს: 3-4 აგვისტოს ლიტერატურული გაჩერება სვანეთის მთებში დაბანაკდება დამესტიაში წიგნების-გამოფენა გაყიდვა გაიმართება; 10 აგვისტო - "ლიტერატურული გაჩერება" ყაზბეგში; 12 აგვისტო - "ლიტერატურული გაჩერება" სიონში; 13 აგვისტო - "ლიტერატურული გაჩერება" სურამში; 14-15-16 აგვისტო - ზაფხულის ლიტერატურული თავგადასავალი ბათუმში გაგრძელდება და ბათუმელებს საინტერესო ლიტერატურული ღონისძიებები ელით. 14 აგვისტოს დაიწყება „მაკულიტერატურის“ აქცია, რომელიც 16 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება და 1 კგ მაკულატურას 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაცვლით. ასევე, 14 აგვისტოს გაიმართება პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ღონისძიება „ფეხებზე დაკიდების ხელოვნება“, სადაც სპიკერები იქნებიან: დავით ჩიკვაიძე, ანდრო დგებუაძე და რევაზ კოპალაძე. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ "ლურჯი ოკეანის" ფეისბუქ გვერდს: 15 აგვისტოს გაიმართება „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის“ გამარჯვებულის თინათინ ბერიძის წიგნის „მოპარული სიყვარულის“ პრეზენტაცია. "ბიბლუსი გალერეა", 19:00 სთ. 16 აგვისტოს, 19:00 საათზე "ბიბლუსი გალერეაში" გაიმართება ინტერაქციული წიგნის, ფენიქსის პრეზენტაცია, რომელსაც „ლიტერატურულ ექსპერიმენტსაც“ უწოდებენ. ბათუმს ეწვევიან ქართველი ავტორები: ტორესა მოსი, თეა ინასარიძე, ელის დოჯსონი და ნიკოლას მაჩაბელი. 17 აგვისტოს ლიტერატურული გაჩერება ოზურგეთში გადაინაცვლებს (მის: 9 აპრილის პარკი). გურულებსაც ექნებათ შესაძლებლობა გაცვალონ მაკულატურა ახალ წიგნებში და ასე გადაარჩინონ გარემო. (1კგ = 1 ლარს). 19:00 საათზე, კაფეში "რვას + 1" (გაბრიელ ეპისკოპოსის #3) "ფენიქსის" ავტორებთან შეხვედრა გაიმართება. 18 აგვისტოს ოზურგეთში დასრულდება "მაკულიტერატურის" აქცია, რომლის ფარგლებშიც, 1 კგ მაკულატურას 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაცვლით. 19 აგვისტოს - "პალიტრა L-ის" ლიტერატურული გაჩერება ბახმაროში დასრულდება. 4 შეფასება არ არის
|