x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
“ჯგუფური თუ იქნებოდა, ეს ვერ წარმომედგინა. სამი? 3 გველეშაპი გაერთიანდა” - ბაჩალიაშვილის დედა შვილის გარდაცვალების ახალ გარემოებაზე

image


როგორც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი აცხადებს ოჯახს აქვს ინფორმაცია, რომ მათმა ქალიშვილმა 3 მაღალჩინოსნის ფაილებში შეაღწია, სადაც ნახა ის საიდუმლო ინფორმაცია რაც არ უნდა ენახა: "მქონდა ეჭვი, რომ იყო ერთ - ერთ ჩინოსანზე, სახელი და გვარი არ ვიცი, ვიღაცის ფაილებში შეაღწია ბავშვმა, მაგრამ ჯგუფური თუ იქნებოდა, ეს ვერ წარმომედგინა. სამი? ეს ხომ ნამეტანია, 40 კილო კაფანდარა გოგოსთვის ეს ნამეტანია, რომ 3 ამხელა გველეშაპი გაერთიანდა, რომ მოეშორებინათ ერთი კაფანდარა გოგო მოტყუებით, როცა შეეძლოთ დაეშინებინათ, რომ უბრალოდ ეცოცხლა ჩემს შვილს და ამხელა ამბავიც არ ატყდებოდა", - განაცხადა 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, აქვე იმასაც გეტვით, რომ გარდაცვლილი გოგონას ოჯახი პრემიერ - მინისტრთან, გიორგი გახარიასთან პირისპირ შეხვედრას ითხოვს. თეონა თამაზაშვილმა დახმარება ასევე პროგრამისტებსაც სთხოვა, რათა ისინი ოჯახს კომპრომატების მოპოვებასა და მკვლელების პოვნაში დაეხმარონ. შეგახსენებთ, რომ გუშინ "შაბათის ფორმულაში" გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილი მის მიერ საიდუმლო ფაილების გახსნას უკავშირდება. "ფორმულას" წყაროს ცნობით, 23 წლის პროგრამისტმა ერთ - ერთ პროექტზე მუშაობისას (არა კომპანია "ზეგ"-ში) გახსნა ფაილები, რის შემდეგაც მას ემუქრებოდნენ. მათივე თქმით, ფაილების შინაარსი უცნობია, თუმცა საუბარია სამ ვიდეოზე, რომელიც სამი ქართველი მაღალჩინოსნის კომპრომატს უკავშირდება. ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5 - დღიანი ძებნის შედეგად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.





1
78
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
78
  
0 1 1