კინო გარდაიცვალა პინკ-ფლოიდის "კედელის" რეჟისორი ალან პარკერი 2020, 2 აგვისტო, 13:53 ![]() პარკერი ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე კატეგორიაში "საუკეთესო რეჟისორი": 1978 წელს ფილმზე "შუაღამის ექსპრესი ", ხოლო 1988 წელს - "მისისიპი ცეცხლში". მან ასევე გადაიღო ისეთი ცნობილი ფილმები, როგორიცაა "ბაქსი მელოუნი", "დიდება", "ანგელოზის გული", "ვალდებულებები", "ევიტა" და სხვა ალან პარკერი თანამშრომლობდა "პინკ ფლოიდთან", რა დროსაც ალბომ The Wall-ის მიხედვით რეჟისორმა გადაიღო მხატვრულ-ანიმაციური ფილმი. ალან პარკერის 5 ფილმი მონაწილეობდა კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურზე. ![]() ალან პარკერი იყო ბრიტანეთის კინორეჟისორთა გილდიის ერთ-ერთი დამაარსებელი. 29 4-ს მოსწონს
|