ქვემო ქართლი რუსთავში 23 წლის გოგომ ქმარი აიძულა შანტაჟის მიზნით მის უფროსთან სექსი გადაეღო 2020, 2 აგვისტო, 11:07 რუსთავში დააკავეს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რომლებმაც თაღლითური სქემის საშუალებით უცხოელ ბიზნესმენს თანხა გამოსძალეს. წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით ქალმა საკუთარ უფროსთან, ჩინელ ბიზნსმენთან რომანი გააბა.ის ოჯახის წევრებთან ერთად რუსთავში ერთ-ერთ საწარმოში მუშაობდა, რომლის თანამფლობელიც ჩინელი ბიზნესმენი იყო. მან ქალს სასტუმროში წასვლა შესთავაზა, თუმცა ქალმა უარი უთხრა და სექსუალური ურთიერთობის დამყარების მიზნით იაღლუჯის ფერდობზე წაიყვანა მისივე ავტომობილით. რამდენიმე წუთში მათ თავზე წამოადგათ ქალის ქმარი და მობილურით გადაიღო შიშველ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი და საკუთარ ცოლი. ქმარი ვითომდა გაბრაზდა, რის შემდეგაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ცოლის უფროსს. მოგვიანებით, ჩინელ ბიზნესმენს ქალი დაუკავშირდა და უთხრა, რომ მას "ქმარი სცემდა და ინტიმური ვიდეოს გასაჯაროებით იმუქრებოდა", თუ იგი თანხას არ გადაუხდიდა, თანაც "მტკიცებულებად" ვიდეო ჩაუგდო, სადაც თითქოსდა თვალები ჰქონდა ჩალურჯებული. მეორე ვიდეოც გაუგზავნა, სადაც ჩანდა, თითქოს მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა ქმარმა, სინამდვილეში მან თვალებზე მუქი ფერის ტონი წაისვა, თითქოს სილურჯეები აქვს, მუცელზე კი წითელი პომადა წაისვა და მეტი დამაჯერებლობისთვის ბინტით გადაიხვია. ბიზნესმენი შეშინდა, მას მეუღლე ჰყავს და თან კოლეგებთან ამ ამბის და ინტიმური ხასიათის ვიდეოს გასაჯაროება არ სურდა, სწორედ ამიტომ ქალს 15 ათასი დოლარი გადაუხადა. დაზარალებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ პოლიციისთვის მიმართვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ცოლ-ქმარმა მას იგივე ოდენობის თანხა მეორედ მოსთხოვა. 132 3-ს მოსწონს
|