x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ავტოსაგზაო შემთხვევას 34 წლის დედოფლისწყაროელი მამაკაცი ემსხვერპლა
image


თბილისში სკუტერით მოძრაობისას გარდაცვლილი მამაკაცი დედოფლისწყაროს მკვიდრი აღმოჩნდა. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გარდაცვლილის ცხედარი ქალაქ დედოფლისწყაროში გადმოასვენეს.


უბედური შემთხვევა თბილისში დღეს მოხდა. 31 ივლისს ღამის სამ საათზე გმირთა მიედანზე ე.წ. "სქროლის" სკუტერს ავტომანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც სქროლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.


ტოიოტას მარკის ავტომობილის მძღოლი პოლიციას თავადვე ჩაბარდა, ის ამბობს, რომ სკუტერი იმდენად სწრაფად შეუვარდა, რეაგირება ვერ მოასწრო.



გარდაცვლილია 1986 წელს დაბადებული დავით მეხრიშვილი. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.


"გზა თითქმის ცარიელი იყო, თავისუფალი სივრცე ჰქონდა და მოძრაობა არ იყო. მხოლოდ მუხრუჭია კივილის ხმა გავიგე, ავტომობილის მძღოლიც ახალგაზრდა ბიჭია და შოკში იყო. ისე უცებ გადმოუხტა. არც კი უცდია მიმალვა, პირიქით, ხალხს ეხვეწებოდა, სასწრაფოში დარეკეთ, გადაარჩინეთო... ჟურნალისტები უფრო მალე მოვიდნენ, ვიდრე სასწრაფო, . ისეთი დათრგუნული ვარ, გადმოცემა მიჭირს" - იხსენებს თვითმხილველი გიორგი პაპუნაშვილი.



როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დედოფლისწყაროს ტელევიზიას განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის 6-ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე წელში ავტოსაგზაო შემთხვევებს 20-ზე მეტი დედოფლისწყაროელი ახალგაზრდა ემსხვერპლა.


image

0
416
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
416
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0