x
image
თამილა გურაშვილი
იქნება თუა არა, 2 აგვისტოს ელიაობის დღესასწაული და დედოფლისწყაროობა?
image




ელიაობა ყოველწლიურად 2 აგვისტოს აღინიშნება. განსაკუთრებულად ამ დღეს დედოფლისწყაროში დღესასწაულობენ, სადაც ელიას მთაზე წმიდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძარი მეექვსე საუკუნიდან არსებობს. მრევლი სპეციალურად ამ დღისთვის დედოფლისწყაროში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩადის.



ხალხის წარმოდგენით, ელია თითქოს ბრმა ხარაზია, რომელიც ეტლს დააქროლებს ცაში და სეტყვას უშენს სოფლებს; თითქოს ელიას ეშმაკი დაჰყვება და შეცდომაში შეჰყავს. ეშმაკს ელია “შეცდომაში“ რომ არ შეეყვანა, ხალხი ზარებს რეკდა, თოფებს ისროდა, რათა ელიას გაეგო, რომ ის ადგილი დასახლებული იყო და არ დაესეტყვა. ელიაობის ტრადიციული შესაწირავებია: თხა, ციკანი, იცოდნენ მამლების შეფრენაც, ეკლესიასა თუ სალოცავში მიჰქონდათ რიტუალური პურები.



გაიმართება თუ არა წელს 1 აგვისტოს ტრადიციული გრანდიოზული საღამო, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ძალიან ბევრს აინტერსებს, ამიტომ შევეცადეთ ამის გარკვევას.




დედოფლისწყაროს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის დირექტორი ილია მარტყოფლიშვილი აცხადებს:



"პრემიერის გადაწყვეტილებით უკვე რამდენიმე კვირაა ღია სივრცეში კონცერტები დაშვებულია. მაგრამ აქაც არსებობს გარკვეული რეგულაციები.



კონცერტი არ უნდა იქცეს მასობრივი თავშეყრის ადგილად. დადგენილია ზედა ზღვარი, რომ 200 მაყურებელზე მეტი არ უნდა ესწრებოდეს კონცერტს. ანუ, გამოდის, რომ გარე სივრცეში დაშვებულია მცირე ზომის, ან სალონური ტიპის ღონისძიებები, პოეზიის საღამოები და ა.შ.



დედოფლისწყაროობის გალა-კონცერტი კი გაცილებით მასშტაბურია. ხშირად მას ათასამდე ადამიანი ესწრება. წელს რომ ჩავატაროთ კონცერტი, ძალიან გაგვიჭირდება მოთხოვნების და წესების დაცვა, რადგან, გაცილებით მეტი ხალხი მოვა და ქაოტური ვითარება შეიქმნება. ჩვენ კი არ გვსურს, რომ მაყურებლის ნაწილი დავუშვათ, ნაწილი არა.



ამდენად, წელს მერია და კულტურის ცენტრი თავს იკავებს გალა კონცერტის ჩატარებისგან. მოგეხსენებათ, ამავე დღეს ტრადიციულად გაიცემა "დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქეების" წოდება და გამოვლინდებიან წარმატებული დედოფლისწყაროელები.



არ გვინდა, რომ პანდემიის გამო ისინი დაგვეჩაგრნენ და ამ წოდებებს აუცილებლად გავცემთ. ელიაობაზე ჩვენი ეპარქია ჩვეულებრივ გამართავს ღამისთევას და წირვას.



სავარაუდოდ, მთელი დღის განმავლობაში მრევლი მსვლელობას მოაწყობს ელიას მთაზეც. ბოდიში მინდა მოვუხადო დედოფლისწყაროელებს და მის სტუმრებს პანდემიის გამო შექმნილი დისკომფორტისთვის და იმედს ვიტოვებ, მალე გვექნება შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა აქტივობები დავგეგმოთ."


0
31
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0