სხვა 95 წლის გიმნასტი ქალის ვარჯიშები, რომელსაც ბევრი ახალგაზრდა ვერ გაიმეორებს 2020, 31 ივლისი, 20:55 95 წლის ჯოანა კაასი სპორტულ სამყაროში საკმაოდ ცნობილია, ის 1925 წელს დაიბადა პროფესიონალი გიმნასტების ოჯახში და სპორტით ბავშვობიდანვე დაკავდა. გიმნასტიკაში თავდაპირველად ადგილი ვერ ნახა, მისმა მშობლებმა და მწვრთნელმა გადაწყვიტეს, რომ ჯოანას გიმნასტიკის საშუალო დონე ჰქონდა და ოლიმპიურ სიმაღლეებს ვერ მიაღწევდა, ამიტომაც ჯოანა ხელბურთის გუნდში გადავიდა დროებით, 30 წლის ასაკში კი ისევ გიმნასტიკას დაუბრუნდა. ასაკის მიუხედავად, ჯოანა მშვენიერ ფიზიკურ ფორმაშია, თავისი წარმატებით დაამტკიცა ისიც, რომ სპორტი ნამდვილად აუმჯობესებს ჯანმრთელობას და შესაძლოა სიცოცხლეს ახანგრძლივებს კიდეც. 57 შეფასება არ არის
|