კახეთი დედოფლისწყაროში დაკეტილ ბინაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს 2020, 30 ივლისი, 22:45 ქალაქ დედოფლისწყაროში, ე.წ. მიკრორაიონის დასახლებაში მდებარე ერთერთ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მამაკაცის ცხედარი ნახეს. შემთხვევა 30 ივლისს, საღამოს მოხდა. მეზობლებმა დასახმარებლად საპატრულო პილიციას მას შემდეგ მიმართეს, რაც მამაკაცი აღარსად გამოჩნდა. დაკეტილი კარი სამაშველო სამსახურმა გახანა და მამაკაცის გვამი აღმოაჩინა. 77 წლის მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა. როგორც ადგილობრივები დედოფლისწყაროს ტელევიზიასთან ყვებიან, მისი ოჯახის წევრები აჭარის ზღვისპირეთში იმყოფებოდნენ. პენსიონერ მამაკაცს სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა და ბოლო ხანს ფილტვების ობსტრუქციული დაავადებით დედოფლისწყაროს საავადმყოფოში მკურნალობდა. როგორც დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ხათუნა ზურიკაშვილმა დედოფლისწყაროს ტელევიზიას განუცხადა, მამაკაცი ქრონიკული პაციენტი იყო, რის გამოც COVID 19-ის ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითი იყო. "ორი დღე რომ აღარსად გამოჩნდა, შევწუხდით. ავადმყოფი კაცია და შევშინდით, მეზობლებმა 112-ში დარეკეს. მერე კარი შეამტვრიეს და ეს სურათი დახვდათ, " - აცხადებენ მიკრორაიონის მაცხოვრებლები. პოლიციამ მამაკაცის ცხედარი გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენა. შს დედოფლისწყაროა პოლიციის სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება. 209 შეფასება არ არის
|