საზოგადოებრივი ორგიები დედათა მონასტერში 2022, 29 სექტემბერი, 12:44 სექსუალური ურთიერთობა ბერთან და "სიყვარულის" ნაყოფის თავიდან მოცილება. შუა საუკუნეების მინიატურა ეს ისტორია XIII საუკუნეში დაიწყო, როდესაც ოქსფორდშირის საგრაფოში (დიდი ბრიტანეთი), 1245 წ. ლიტლმორის მონასტერი ააშენეს და უნდა ითქვას, რომ იქ სასულიერო ცხოვრება, თავიდანვე ვერ აეწყო... ჯერ იყო და, მან სახელი იმით გაითქვა, რომ იქ ყოფნა სახიფათო იყო. როგორც გაირკვა, მშენებლებმა მასალებზე ეკონომია გააკეთეს და მასში შესული პირველი მონაზვნები, ყოველდღიურად იმაზე ლოცულობდნენ, რომ ჭერი თავზე არ ჩამოჰქცეოდათ. შემდეგ, მონასტერზე ცუდი ხმა გავრცელდა: თითქოს, მონასტრის წინამძღვარი მომლოცველებს ღამის გასათევს სთავაზობდა, ხოლო შემდეგ, ამის სანაცვლოდ, საკმაოდ დიდი ოდენობის, ფულის გადახდას სთხოვდა. XV საუკუნისთვის კი, ის უკვე, გარყვნილების ნამდვილი ბუდედ იყო ცნობილი. მონაზვნები ახალგაზრდა სოფლელ ბიჭებს მონასტერში იტყუებდნენ და იქ ნამდვილ ორგიებს აწყობდნენ. ასეთი ქმედებების მიჩქმალვა კიდევ დიდ ხანს იქნებოდა შესაძლებელი, რომ არა ახალი წინამძღვრის, კეტრინ უელსის მიდრეკილება სადო–მაზოხიზმისკენ. მონაზვნები, მუდმივი ცემის და სასტიკი მოპყრობის გამო, ჩიოდნენ. ამ ქალის მმართველობის 8 წლის მანძილზე, უამრავი საჩივარი დაგროვდა და ამიტომ, 1518 წ. ეპისკოპოსმა ოქსფორდშირში, სიტუაციის გასაცნობად, საკუთარი წარმომადგენელი გაგზავნა. ადგილზე ჩასვლის შემდეგ, ექსპერტმა აღმოაჩინა, რომ ყველაფერი იმაზე უარესად იყო, ვიდრე საჩივრებიდან ჩანდა. ლიტლმორის მონასტერი, ნამდვილ საროსკიპოდ იყო ქცეული. ამას გარდა, მონაზვნები შიმშილობდნენ, რადგან საეპისკოპოსოს მიერ გამოყოფილი, თითქმის მთელი საკვები გაყიდული ჰქონდათ. აღარ იყო მონასტერში ვერცხლის სასანთლეები და სხვა სამონასტრო ნივთები. მაგრამ, ყველაზე სკანდალური ის იყო, რომ წინამძღვარმა კენტის (კენტის საგრაფო, დიდი ბრიტანეთი) მღვდელის რიჩარდ ჰიუზისგან ქალიშვილი გააჩინა... და ეს ისტორია, უფრო ცუდად დასრულდა, ვიდრე დაიწყო. ეპისკოპოსის ბრძანებით მონასტერი დახურეს და ვიდრე მისი მკვიდრები იქაურობას დატოვებდნენ, ცეცხლი წაუკიდეს და თითქმის მთლიანად დაწვეს. შენობა დიდი ხნის მანძილზე მიტოვებული იყო. ხოლო, საუკუნეების შემდეგ, მისი ერთადერთი, დანგრევას გადარჩენილი, მიშენება აღადგინეს და მასში ლუდის პაბი გახსნეს, რომელიც 2013 წელს, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა, ფეხბურთის გულშემატკივრების ბრბომ დალეწა და მიწასთან გაასწორა. * ბოლო კვირის მანძილზე, თითქმის 200 ათასი რუსი გაექცა მობილიზაციას. ქვეყნები, რომლებმაც ისინი მიიღო* 7 ცნობილი "ფეიკი", რომლისაც ჯერ კიდევ, ყველას სჯერა* 5 გასართობი თავსატეხი (პასუხები აქვს)* ყველაზე დიდი დრამა პუტინისთვის* XX საუკუნის 10 ყველაზე დაუნდობელი ლიდერი* ჩვენი პლანეტის ყველაზე საოცარი ცხოველები – ტოპ 15* რომელი ხორცია უკეთესი ჯანმრთელობისთვის? (რეიტინგში საქონლის ხორცი ბოლო ადგილზეა)* თუ შემწვარი კარტოფილი "არ გამოგდით"... ნახეთ, აბა, შეცდომას სად უშვებთ?3542 1-ს მოსწონს
|