დიეტოლოგია თითქმის არაფერს ჭამთ და მაინც ვერ ხდებით? – ენდოკრინოლოგი აგიხსნით რატომ 2020, 31 ივლისი, 13:22 აღიარეთ, თავადაც დაგიცინიათ მეგობრისთვის, რომელიც გიმტკიცებდათ, რომ თითქმის არაფერს ჭამდა და მაინც ვერ იკლებდა წონაში. ასეთი სიტუაცია ნამდვილად შესაძლებელია, თუ ენდოკრინული სისტემის ბალანსია დარღვეული და ამასთან არსებობს ჰორმონების პრობლემა. ჩვენ ვკითხეთ ენდოკრინოლოგს, როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი მსგავს სიტუაციაში. სტატიაში წარმოგიდგენთ მისგან მოცემულ რეკომენდაციებს. გაოცდებით, რამდენად ხშირად მოდიან ჭარბწონიანი პაციენტები ენდოკრინოლოგთან მიღებაზე იმ იმედით, რომ ექიმი ენდოკრინულ პრობლემას აღმოაჩენს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ჰორმონებია დამნაშავე, ექიმი გამოუწერს ჯადოსნურ აბებს და ბალანსი აღდგება, ყველაფერი დალაგდება, ჭარბი წონა გაქრება და ბედნიერი პაციენტი ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ტანწერწეტად იქცევა. «მე არაფერს ვჭამ და მაინც ვიმატებ. ჰორმონებზე უნდა ჩავაბარო ანალიზები?» — ეს ყველაზე ხშირი კითხვაა ენდოკრინოლოგთან ვიზიტისას. და უმეტეს შემთხვევაში მათი იმედგაცრუება მიხდება! დიახ, ნამდვილად არსებობს ენდოკრინული დარღვევები, რომელიც ხელს უწყობს წონის მატებას და ის ცოტა არ არის. თუმცა, უფრო ხშირად ზედმეტი კილოგრამების მატება სულაც არ არის კავშირში აღნიშნულ პრობლემასთან, ის გამოწვეულია იმ ცხოვრების წესით, რომელსაც პაციენტი ეწევა – საკვები ჭარბი კალორიებით, დიდი რაოდენობის ცხიმები და მარტივი ნახშირწყლები რაციონში, არასწორი კვების რეჟიმი, დაბალი ფიზიკური აქტივობა... სინამდვილეში კი ეს კარგი ამბავია: თქვენ არ მოგიწევთ მკურნალობა, მხოლოდ კვების და ფიზიკური აქტივობის რეჟიმი უნდა მოაწესრიგოთ! თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში საქმე ნამდვილად ენდოკრინულ დისბალანსს ეხება. რომელ ენდოკრინულ დარღვევებს შეუძლია წონის მატების გამოწვევა?
თუ დარწმუნებული ხართ, რომ სწორედ იკვებებით, ფიზიკურად საკმაო აქტივობას ეწევით და მიუხედავად ამისა სხეულის წონა მაინც სწრაფად იზრდება, ნამდვილად ღირს მიმართოთ ენდოკრინოლოგს. დიდი ალბათობით, ენდოკრინულ სისტემაში დარღვევებია, რომელიც შემდეგი სიმპტომებით ვლინდება:
გაიარეთ შემოწმება: გაიკეთეთ ანალიზები და ჩაიტარეთ შესაფერისი კვლევა. თუ ზემოთ მოცემულ სიმპტომებს თან ახლავს წონის მატება, ეს შესაძლოა მეტყველებდეს ენდოკრინულ პათოლოგიაზე და ექიმთან ვიზიტის გადადება ნამდვილად არ ღირს. როგორც წესი, უკვე პირველი მიღებისას ექიმს შეუძლია განასხვავოს «ენდოკრინული» სიმსუქნე ალიმენტურისგან (კვებითი) და საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს მკურნალობა.
ასევე დაგაინტერესებთ: ვიტამინი В8 (ინოზიტოლი) – უძილობის, თმის ცვენის და სიგამხდრის დროს ფიქრობთ, რომ სწორედ იკვებებით? 5 შეცდომა, რომელსაც ჯანსაღი კვების დროს უშვებთ 7 პროდუქტი, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ტვინს. სასწრაფოდ ამოიღეთ რაციონიდან! რა მოხდება, თუ ხორცის ჭამაზე უარს ვიტყვით? 50 ყველაზე ცნობილი ვეგეტარიანელი მსოფლიოში ამ ვიტამინის დეფიციტი იწვევს დაღლილობას, მხედველობისა და სისხლის მიმოქცევის გაუარესებას, სიმსუქნეს და არა მხოლოდ 345 6-ს მოსწონს
|