ტენდენციები საცურაო კოსტიუმების ევოლუცია 1910 წლიდან დღემდე 2020, 30 ივლისი, 14:46 XVIII საუკუნის ბოლომდე ხალხი ზღვაში ან საცვლებით, ან საერთოდ შიშვლები ბანაობდნენ. ყველაფერი შეცვალა ტურიზმის აღორძინებამ მსოფლიოში. პირველი საცურაო კოსტიუმის შექმნიდან უკვე დიდი დრო გავიდა და სტილიც რა თქმა უნდა შეიცვალა.
1910-იანი წლები სარკინიგზო ტრანსპორტის გამოჩენამ შეამცირა სამგზავრო დრო, რამაც ტურიზმს შეუწყო ხელი და კურორტებიც ჩამოაყალიბა. მაღალი ფენის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ ერიდებოდათ კანის გამოჩენის. ასე შეიქმნა ტანსაცმელი სპეციალურად პლიაჟისთვის. ცნობილია, რომ მამაკაცებსაც ჰქონდათ დახურული საცურაო კოსტიუმი, დახურული კი იმიტომ, რომ ბეწვიანი მკერდის გამოჩენა არ სურდათ. 1920-იანი წლები შემდგომში საცურაო კოსტიუმების განახლებაზე ოლიმპიურმა თამაშებმა იმოქმედა, რადგანაც ნათელი გახდა, რომ ტანსაცმელი აშკარად უშლიდათ ხელს სპორტსმენებს. 1912 წელს პირველად გამოჩნდნენ მოცურავე ქალები, რომლებიც ფეხებს და მკლავებს აღარ მალავდნენ ტანსაცმელში. 1930-იანი წლები ამ პერიოდში წინა ტრენდს უბრალოდ შეეცვალა ფასონი, გახდა უფრო ფერადი და მრავალფეროვანი. 30 იან წლებში კი კოკო შანელის წყალობით მოდაში შემოვიდა რუჯი. 1940-იანი წლები მეორე მსოფლიო ომმა გავლენა ყველაფერზე იქონია, საჭირო იყო ნატურალური ქსოვილების შემცირება. სწორედ აქედან შეიქმნა უკვე გაყოფილი საცურაო კოსტიუმი. ლუი რეარმა შეამჩნია, რომ ქალები ხშირად იწევდნენ კოსტიუმს ერთგვაროვანი რუჯის მსაღებად. აქედან დაებადა იდეა ბიკინის შექმნის. 1946 წელს გამოუშვეს ბიკინი, თუმცა იმ დროისთვის წალები მაინც არ იყვნენ მზად რომ ჭიპი გამოეჩინათ. 1950 იანი წლები კუნემატოგრაფია საცურაო კოსტიუმებს მაინც არ თმობდა, გოგონები ღია კოსტიუმებში ყურადღებას იპყრობდნენ და ფილმების ბიუჯეტზე მოქმედებდნენ. პირველი კი ვინც კანის კინოფესტივალის პლიაჟზე გამოჩნდა ღია საცურაო კოსტიუმით ბრიჯიტ ბარდო იყო. 1960 იანი წლები ამ წლებში უპირატესობას ანიჭებდნენ ისეთ მატერიას, რომელიც სწრაფად შრებოდა. 1970 იანი წლები 70 იან წლებში გოგონებს უკვე ძალიან მოსწონდათ ღია ბიკინი, ამიტომაც უცხო თვალის რიდი ჩაიცხრეს და ისეთ კოსტიუმებზე გადავიდნენ, რომლებშიც გარუჯვა მარტივი იყო. 1980-იანი წლები 80 იანებში მოდაში ისევ დახურული კოსტიუმები დაბრუნდა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ პლიაჟებზე ფურშეტების მოწყობა გახდა პოპულარული, ხოლიო ისინი, ვისაც რუჯის მიღება სურდათ, ისევ ბიკინის იცვამდნენ, თუმცა ამ წლებში ნაჭრის ზომა მინიმალური იყო. 1990 იანები ამ პერიოდში ყველა უყურებდა “მალიბუს მაშველებს''. რა თქმა უნდა უნიფორმაც მეგაპოპულარული გახდა. 2000 იანი წლები მოდაში ისევ დაბრუნდა მინი ბიკინი, მაგრამ ამჯერად მასზე მოკლე კაბებს იცვამდნენ პირსახოცისგან. 2010 წლები მოდაში დაბრუნდა ე. წ. “მონოკინი'', რომლებიც მართალია კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ რუჯისთვის არ გამოდგებოდა. 2019 წლიდან მოდაში შემოვიდა რეტრო სტილის მაღალწელიანი საცურაო კოსტიუმები, განსაკუთრებით კი ნეონის ფერის. 127 შეფასება არ არის
|