x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
თუ ოდესმე მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებით სცადეთ, ამართლებს-ხატია სიჭინავა
image
ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, როდესაც შუაღამისას, კორპუსთან მთვრალი კაცი, რომელიც მცხოვრებლებს ძილს უფრთხოდა, მახვილგონივრული ხერხით გააძევა.


"ერთი ძველი ისტორია უნდა გავიხსენო, შუაღამეს მაღვიძებს ხმაური. კორპუსის წინ გარაჟებში, ავტოტექმომსახურებაა. ვიღაც ძალიან მთვრალი კაცი მიადგა ამ დაკეტილ გარაჟებს და ბოლო ხმაზე უხმობს ვიღაც ზურას, თან საშინლად აგინებს როგორ გადამაგდე გამოდი გელაპარაკოო, ზურა რა თქმა უნდა არ გამოდის რადგან არც იმყოფება იქ და ნუ ვიფიქრე ბოლობოლო წავათქო, ნახევარი საათი მოთმინებით ვისმენ ამ კაცის ღრიალს, ნუ ჩემს ქმარს ხმაური ნაკლებად აღელვებს ძილში.. რომ მივხვდი ეს ლოდინი შეიძლება დილამდე გაგრძელებულიყო, დავიწყე გამოსავალის ძებნა, ვინც ეძებს ის პოულობს, მოვიძიე იუთუბზე პატრულის სირენა, მივედი ფანჯარასთან, ტელეფონიანი ხელი გავყავი ფანჯარაში და ჩავრთე ღამის სიჩუმეში, ამ კაცის გინებას სირენის გამყინავი ხმა შეერია. ზურააა პატრული დამაყენე შე ტუ ტუ ტუ ო დაიღრიალა მთვრალმა და უკანმოუხედავად გაიქცა, მე სიცილისგან ძილი გამიტყდა და დილამდე დავრჩი დაჭყეტილი, თუ ოდესმე მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებით სცადეთ ამართლებს "-წერს სოციალურ ქსელში ხატია სიჭინავა.

image

ხატია სიჭინავა და ყოფილი მოჭიდავე რამაზ ნოზაძე ოთხი შვილს ზრდიან, მეოთხე ნანატრი ვაჟი 11 მაისს შეეძინათ, დაახლოებით ერთი თვის წინ გადაცემა "პროფილში" გასული სიუჟეტის შემდეგ, საზოგადოების ნაწილმა ხატია სიჭინავას და რამაზ ნოზაძეს სექსიზმში დასდო ბრალი.



"სხვანაირი შეგრძნებები მაქვს ბიჭის მხრივ, ამდენი გოგოს მერე როგორ უნდა გიყვარდეს, სხვანაირად გავიგე ეს ყველაფერი”, – განაცხადა მაშინ "პროფილის" სიუჟეტში რამაზ ნოზაძე.

image

1
110
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
110
  
2020, 30 ივლისი, 15:34
აუ, როგორ მომეწონა იდეაააააა
0 1 1