2000 იანი წლები ნამდვილად ტრენდების ერა იყო. დღეს შეიძლება ვერც კი წარმოგვიდგენია ესა თუ ის ტენდენცია რატომ იყო ასეთი პოპულარული, მაგრამ მაშინ ყველა მოდის მიმდევარი ერთნაირად გამოიყურებოდა.
- შარვლის ზემოთ აწეული საცვლები
მაღალწელიანი სტრინგები, გამოკვეთილი თეძოები მოდაში Gucci, Jean Paul Gaultier და Christian Dior ის წყალობით შემოვიდა, ისინი უშვებდნენ ისეთი სახის საცვლებს, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოგეჩინათ. განსაკუთრებით პოპულარული იყო საცვლები, რომლებსაც სხვადასხვა ქვები ან პეპლები ჰქონდათ დამაგრებული.
- დაშვებული შარვლები
გასაოცარია, მაგრამ ასეთი შარვლები პოპულარული იყო როგორც გოგონებში, ისე ბიჭებშიც, და უფრო გასაკვირი ისაა, რომ ეს ტენდენცია უკან ბრუნდება. ცოტამ თუ იცის, რომ მსგავსი ტიპის შარვლები პირველად ამერიკაში, კრიმინალურ უბნებში შემოიღეს რათა იარაღი კარგად დაემალათ.
- პირსინგი ჭიპზე
90-იან წლებში ჭიპის პირსინგი სასინლად პოპულარული იყო ტოპ მოდელების, ნაომი კემპბელის და კრისტი ტარლინგტონის წყალობით, 2000 იან წლებში კი ტრენდი აიტაცეს პოპ მომღერლებმა, როგორებიც არიან კრისტინა აგილერა და ბრიტნი სპირსი.
- ბეწვიანი ჩექმები
მსგავსი ტიპის ფეხსაცმელი ყველა მოდის მიმდევარს ჰქონდა. მათ ატარებდნენ როგორც ჯინსებთან, ისე კაბებთან და შორტებთანაც კი.
- ტატუ წელზე
საკუთარი ინდივიდუალურობის გამოსახატად ყველაზე კარგი საშუალება სწორედ ტატუირება იყო წელზე.
- ოქროსფერი გადასაკრავი მანქანაზე
სტატუსისა და ორიგინალურობის საჩვენებლად, აფერადებდნენ'' ხოლმე მანქანებს ოქროსფერი გადასაკრავით.
- სარაფანი ან ქვედაბოლო ჯინსებზე
განსაკუთრებით პოპულარული იყო თინეიჯერებში, მათ ხომ დისნეის ვარსკვლავები ატარებდნენ.
- დაბალწელიანი ჯინსები
ეს ჯინსები ალბათ 2000 იანი წლების სავიზიტო ბარათია. პოპულარული ის დიზაინერ ალექსანდრ მაკქუინის წყალობით გახდა.
- ბარხატის თმის სამაგრები
ასეთი სამაგრები 1990-2000 იან წლებში იყო პოპულარული, მათ ატარებდნენ როგორც მოხუცები, ისე ახალგაზრდები და ბავშვები. სერიალში “სექსი დიდ ქალაქში'' პერსონაჟმა ქერი ბრედშოუმ ეს სამაგრები პროვინციალურად შერაცხა (6X04 სერია), სწორედ ამის შემდეგ ამოვარდა აქსესუარი მოდიდან.