x
image
თამილა გურაშვილი
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ხორნაბუჯში ორი მოზარდი გაუჩინარდა
image


დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ხორნაბუჯში მეორე დღეა ორ მოზარდს, 11 წლის გიორგი ყოჩიაშვილს და 14 წლის ევგენი ხატიაშვილს ეძებენ, რომლებიც გუშინ დილით სახლიდან გავიდნენ და დღემდე არ დაბრუნებულან.



11 წლის გიორგი ყოჩიაშვილის მამა, გოგიტა ამბობს: -" ბავშვი თავის დეიდასთან გაიზარდა და თითქმის სულ იქ იყო, ხან ჩემთანაც მოდიოდა, დედასთან ურთიერთობა არ ქონდა, მისი დედა ამჟამად არხილოსკალოშია, ძმამ ახალი ფეხსაცმელი უყიდა, დილით ის ჩაუცვია და სახლიდან გასულა, მეორე მოზარდს, ევგენის სხვა ამხანაგისთვის უთქვია, რომ თბილისში ბიძასთან აპირებდა წასვლას, ამჯამად, მეც და ევგენის მშობლები პოლიციასთან ერთად თბილისში ვართ, თუმცა ბავშვები აქ არ გამოჩენილან."


ბავშვეის ერთერთი მეგობარი აბობს, რომ დაკარგულები ორი დღის წინ იმყოფებოდნენ არწივის ხეობაში.




თუმცა, დღეს, ახლახანს გაირკვა, რომ დედოფლისწყაროელმა ერთერთი კერძო ტაქსის მძღოლმა იცნო ბავშვები სურათზე, ის ამბობს, რომ ბავშვები გუშინ ლილოს ბაზრობამდე მიიყვანა, იქ ჩამოვიდნენ და მას გადაუხადეს 20 ლარი.






აღსანიშნავია, რომ 11 წლის გიორგის მამა, გოგიტა ყოჩიაშვილი 7 შვილის მამაა, ასევე, მრავალშვილიანია ხატიაშვილების ოჯახიც.




დედოფლისწყაროს რაიონულ პოლიციაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

0
128
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0