x
image
მაკუნა
Mediator image
"ნაციონალები 7 წელია დენს არ მირთავენ, იმიტომ რომ მაგათ "შაიკაში" არ ვარ"_მეტი სარგებელი ხალხს???

imageქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალ პირობებზე არაერთ პოლიტიკოსს თუ ექსპერტს უსაუბრია, თუმცა გაცილებით რთული მოსასმენია, როცა უშუალოდ იმ ადამიანებისაგან ისმენ უკიდურესი სიდუხჭირით გამოწვეულ გულისტკივილს, რომლებიც თავს სახელმწიფოსგან გარიყულად, მიტოვებულად თვლის თავს. მსგავს სიტუაციაში დღეს უამრავი ჩვენი თანამოქალაქეა, სტატიაში სწორედ ასეთი ადამიანებზე გიამბობთ:
ანანოვა ვერა თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში მცხოვრები ძირძველი ასირიელი, ( აისორი )და მარტოხელა პენსიონერია. თბილისში დაბადებული ვერა ბებო რეპრესირებული და გადასახლებაში ნამყოფიცაა. მოხუცი ქალბატონი ამბობს, რომ პოლიტიკის არაფერი გაეგება, ერთადერთი რაც სურს ისაა, რომ მისი საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდეს. მოხუცი ბევრს არაფერს ითხოვს, სურს რომ ოცდამეერთე საუკუნეში მასაც ჰქონდეს ელექტროენერგია.
ვერა ანანოვა:

“2005 წლიდან არ მაქვს შუქი რაც, მას შემდეგ რაც ახალი მრიცხველიბი დააყენეს. ძველი დავალიანება ჩემი დამწვარი არაა, სხვები ცხოვრობდნენ ამ სახლში. მივმართე მერიას, ვის აღარ, განცხადებები მაქვს დაწერილი თელასშიც, მოკლედ ყველაგან. არანაირი რეაგირება არ მოყვა. მაინც არ მირთავენ. 1000 ლარამდეა გადასახდელი, მე კი მარტოხელა ვარ, რეპრესირებული. მხოლოდ პენსიით რას გადავიხდი?! საჭმელზე და წამალზეც არ მყოფნის. თან სალიარაკაც ხომ მინდა 7 წელია ლამფა მაქვს ანთებული.
ჩემმა ერთმა კარგმა მეზობელმა ნაილიმ მომიგროვა ფული, ჩემი დამწვარი არ იყო, მაგრამ შევიტანე 220 ლარი, დამპირდნენ ჩაგირთავთო, მაგრამ “გადამაგდეს”.

ჩემს ეზოში ასევე ცხოვრობს ნაციონალების კორდინატორი ნარგიზა და არ მეხმარება, ვინაა ეგ, რაის კორდინატორია?! მაგან თავის თავი თითონ აირჩია. ხალხს არ უყვარს. არ მოცა არც ვაუჩერები, არც პოლისი, რომელიც ცახელმწიფომ ყველას დაურიგა. საახალწლოდ პროდუქტებს არიგებენ ხოლმე ნაცინალები, ნარგიზამ არც ეგ არ მომცა არასდროს. ამას კი იმიტომ აკეთებს, რომ მაგათ “ შაიკაიში” არა ვარ. მოეცათ შუქი და მადლობელი ვიქნებოდი, ხმაც შეიძლება მიმეცა, მაგრამ ასეთი მოხუცს არ მაქცევენ ყურადღება და როგორ უნდა მომწონდეს ან მიყვარდეს ნაცინალები. ამიტომ ივანიშვილს დავუჭერ მხარს, კარგი ხალხია ჩვენს უბანში მაგის პარტიაში და დამეხმარებიან. ნარგიზას დრო წავა, მეც მექნება შუქი. როგორ შეიძლება ასე მოექცე ადამიანს, თითონ არ დაბერდება?! მაგრამ ადამიანურობა სად აქვს. ცოტახანს კიდევ მოვითმენ. უყვარს მოხუცები სააკაშვილსო სულ ტყუილია ეგ, რომ დადის და ეხუტება, ჩემთან ვერ მოვიდა?! მოწონდა ადრე, კარგი ბიჭი იყო, მაგრამ ძალიან გაფუჭდა.
ჩემი ამბავი ყველამ იცის, ალავიძემ ჩემმა დეპუტატმა, დამპირდა დაგეხმარებიო მაგრამ ისევ უშუქოდ ვარ. ახლა კიდე უნდა დეპუტატობა და ფაქტია რომ ეგ პრობლემების მომგვარებელი არაა, ერთ მოხუცს ვერ მომხედეს და მთვლიან უბანს რას გაუკეთებს. ჩამოეწერათ სხვისი დამწვარი დავალიანება, ეგ თუ არ შეუძლიათ ნაცინალებს რაღა შეუძლიათ აბა.
ვიქტორი დოლიძე მოვიდა ჩვენ ქუჩაზე, გავედი მასთან შესახვედრად. ჩემი პრობლემა ვუთხარი, ჩამეხუტა და იმედი მოცა, ახლა არაფერი შეუძლია ოპოზიციაშია. მაგას ახლა კი არ ვიცნობ, ჩვენი უბნელია კარგი ბიჭია.
სახლში რომ მივედი ნარგიზამ მეჩხუბა, დოლიძეს რომ შევხვდი ამის გამო. ჩვენთან არ ხარ და იყავი ახლა უშუქოთო. რა საუკუნეა, ცოდვა არ ვარ? ნარგიზას დღე და ღამე უნთია დენი, მე კიდე წლებია არ მაქვს.
პოლიტიკური ნიშნით ადამიანების ჩამოწერაზე საუბრობს ჩუღურეთელი დოდო სამხარაძე:

“შაქრიანი დიაბეტი მაქვს, ამ გაზაფხულზე მარტის თვეში მხარი დამიჩირქდა, მოგეხსენებათ რა რთულია დიაბეტიანისთვის ამის მორჩენა. სადაც მივედი ყველამ მითხრა ოპერაცია უნდა გაიკეთოო, 260 მქონდა უზმოზე შაქარი. ოპერაციაც საშიში იყო. სამკურნალო ფულიც არ მქონდა, დავურეკე ჩემი უბნის კორდინატორს ნაცინალებიდან, მანანა ოდიშარიას, თან იმ პოლიკლინიკის ექთანია რომელსაც ჩვენ ვეკუთვნით. ავუხსენი მანანას ჩემი მდგომარეობა, მითხრა სასწრაფოდ წადი ონკოლოგიურშიო. ვიცოდი პოლისები რომ ქონდათ ნაციონალებს საჩუქრად და ვთხოვე. რა გახდა ჩემთვის რით ვერ დავიმსახურე ერთი პოლისითქო? ოჯახში ოთხი წევრიდან ყველა უმუშევარი ვართ, თუ ჭერი მაინცდამაინც თავზე არ მემხობა სოციალური დახმარება ან პოლისიი არ უნდა მომცენ? ეს ქალი კი რომელსაც ჰიპოკრატეს ფიცი აქ დადებული მეუბნება, რომ ახლაც 10 პოლისი მაქვს საჩუქრად, მაგრამ იცი რას გეტყვიო შენ როგორ მოგცე პოლისი, როცა მწარე ოპოზიციად ხარ დაფიქსირებულიო.თუ ვაკრიტიკებ მთავრობას იმის გამო რომ არანაირი პირობები არ მაქვს ადამიანურად ცხოვრებისთვის, ეს კი ჩვენს ქვეყანაში დასჯადია.
მეტსაც გეტყვით, ჩვენ ბუხარი გვაქვს და ზამთარში ამით ვთბებით, ნაციონალებმა შეშა ჩამოარიგეს გასულ ზამთარს, ყველას მიცეს ქუჩაზე და მე არა, მითუმეტეს რომ გასათბობათ არავინ იყენებდა სხვა, მერე კი მთელმა მეზობლებმა მე მომიზიდეს. ვითომ სამაგიეროს მიხდიან, იმის გამო რომ მიშას არ ვადიდებ. ამაზე მეტი რა უნდა დამიშაოს ადამიანმა, უცხო დამეხმარებოდა და ადამიანმა რომელმაც ჩემი მდგომარეობა იცოდა ჩემი პოლიტიკური შეხედულების გამო ფაქტიურად გამწირა.
ამ სადაზღვეო პოლისებს ნაცინალები ურიგებენ მხოლოდ ყველა მიკრო კორდიანატორს, აქტიურ მხარდამჭერს.
შაქრიანი დიაბეტი ხომ მაქვს, პენსიამდე რვა წელი მიკლია. ყოველდღე წამალი მჭირდება, სამსახური ხომ ჩემთვის არაა, ლიკვიდირებული ვარ ამ სახელმწიფოსგან. "ჩარეცხილი" გვიწოდა ჩემი ასაკის ადამიანებს პრეზიდენტმა. თვითონაც იმ ასაკშია ახლა უკვე სხვები რომ ჩარეცხა წლების წინ. თვითონ არაა ჩარეცხილი?! არაა პრობლემა, ოქტომბერში ჩავრეცხავთ მე და ჩემნაირები, რომლებიც ხელისუფლებამ გარიყა, ყველანაირი კარი ჩვენთვის დახურულია და სამწუხაროთ თუ საბედნიეროდ ასეთები ბევრნი ვართ.

მაკა დეკანოსიძე/"ქართული სიტყვა"

9
81
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
81
  
2012, 9 სექტემბერი, 15:15
მარაზმში ხარ გადაჩეხილი აშკარად, გაგიმარჯოს სენ გზაზე, მაგრამ მე სხვა რეალობას ვხედავ
2012, 9 სექტემბერი, 13:04
არა ჩემნაირები ბევრნი არინ,ანუ ნაციონალების მხარდამჭერები:)ასე რომ ამდენ ლანძღვას აზრი არა აქ ,ჯობია ყველა პარტიის მხარდამჭერმა აღიაროს ჩვენი გამარჯვება:)
2012, 9 სექტემბერი, 13:02
მე არ მაცვია მიშაც მაიკები მაგრამ მიშა ჯერ არ მოსულა და არ გაუთიშია შუქი.ცოტა დაუფიქრდით რას წერთ,ზუსტად მაგის დარდი აქ სააკაშვილს დაიაროს კარდაკარ და ვისაც მიშას მაიკა არ ეცმევა დენი გაუთიშოს.გადაიხადოს და ჩაერთვება,არ დაეხარჯა ამდენი და ეხლა აღარ იწუწუნებდა.
2012, 9 სექტემბერი, 12:58
თვითოდ დახარჯა ეგ 2000 ლარი დავალიანება რა მე დავხარჯე და ვახდევინებ?რასაც ხარჯავ იხდი რას ხედავთ ამაში უკანონობას?მოხუცია ტუ ახალგაზრდა უნდა ესმოდეს რომ მის დავალიანებას მის ნაცვლად მე ვერ გადავიხდი.არ დაეხარჯა ამდენი და ეხლა არ იწუწუნებდა.და 100 ლარიან პენსიაზე ეხლა ნუ წუწუნებენ.ადრე 14 ლარი იყო და პრეტენზია არ ქონდატ,კი არის ზოგი იმის ღირსი,რომ ის 14-იც აღარ მისცენ,ყელსჰი ამოვიდა უკვე ამათი წუწუნი.
2012, 8 სექტემბერი, 13:06
დებილი ღომ არ იყო ამას არ დაწერდი, მოხუცზეა საუბარი, რომელიც ვერ გადაიხდის სხვის დავალიანებას, 2000 ლარს, როცა 100 ლარი აქვს პენსია, ეჰ რა გვეშველება, კიდევ კარგი შენნაირები ცოტანი არიან.
2012, 8 სექტემბერი, 8:57
ჩარეცხილი პირადად შენთვის არ უთქვამს,ჯერ უსმინეთ წესიერად,ვისზეც თქვა მართლა ჩარეცხილები არიან.უმადურები პრინციპში მეტის ღირსები არც ხართ.
2012, 8 სექტემბერი, 8:55
აფერისტები,ზუსტად მიშა მაგიტო გადაგეკიდა რო მისი მაიკა არ გაცვია რა.ამ დებილმა ჯურნალისტებმა ხო წესიერი სტატიების წერა ვერ ისწავლეს.შუქი არა აქ ეს მიშას ბრალი არაა...და ნუ წაიგეთ ტვინი უკეთესი ცხოვრება თუ გინდათ "იჩალიჩეთ"მიშა არაა ვალდებული თითოეული თქვენგანის კეთილდღეობაზე ფიქრობდეს
2012, 17 აგვისტო, 1:09
მადლობა
2012, 17 აგვისტო, 0:58
+1
0 1 9