შოუბიზნესი სოფი ტერნერი და ჯო ჯონასი პირველად გახდნენ მშობლები 2020, 28 ივლისი, 11:57 სანსა სტარკის შემსრულებელი ცნობილი სერიალიდან “სამეფო კარის თამაშები'', 24 წლის სოფი ტერნერი და 30 წლის მომღერალი ჯო ჯონასი მშობლები გახდნენ. წყვილს 22 ივლისს გოგონა შეეძინა. პატარას გადმოცემით უილოუ დაარქვეს. მართალია არც წყვილის ახლობლებს და არც თვითონ მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ინსაიდერები წერენ, რომ დედა და პატარა კარგად არიან და უკვე სახლში, ლოს ანჯელესში ისვენებენ. 125 შეფასება არ არის
|