სიახლეები რა ორგანოების გადანერგვაა შესაძლებელი საქართველოში და როდის გახდება ლეგალური ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა?! 2012, 16 აგვისტო, 23:30 ორგანოების გადანერგვა თანამედროვე მედიცინის განუყოფელი ნაწილია, უამრავ ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე მედიცინის ამ მიღწევამ, მსოფლიოში ყოველწლიურად 100 000 ორგანოს გადანერგვა ხდება, პირველ ადგილზე თირკმლის გადანერგვაა, შემდეგ კი მოდის ღვიძლი და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ქვეყანაში აკრძალულია ორგანოების გასხვისება, შავი ბაზარზე მუდმივად ხდება განვითარებადი ქვეყნებიდან არალეგალურად ვაჭრობა. რა მდგომარეობაა ორგანოების გადანერგვის მხრივ საქართველოში, რა სახის ოპერაციები კეთდება და სად ხდება დონორების მოძიება ამის გასარკვევად საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტ გია თომაძეს ვესაუბრე: – ბატონო გია, ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ რუსეტის ექსპორტ-იმპორტის ჩამონათვალში ადამიანის ორგანოები შეიტანა, არადა როგორც ვიცი კანონი კრძალავს... – არ არის ეს ინფორმაცია მართალი, ჩვენი ასოციაციის გარდა ორგანოებს ვერავინ მოიხმარს, ვერც ოპერაცია გაკეთდება ჩვენი გვერდის გავლით, მხოლოდ 77 წელში შემოიტანეს რუსეთიდან და მაშინაც ცუდი შედეგით დამთავრდა. საქართველოში არ ხდება ორგანოების გაყიდვა ამას კანონი კრძალავს. ისევე როგორც ქვეყანათა უმეტესობაში, საქართველოშიც დონორობა უფასოა, ორგანოს გაყიდვა ითვლება კრიმინალურ ქმედებად და მოქმედი კანონმდებლობით ისჯება 8 დან 15 წლამდე. – ვინ შეიძლება იყოს ორგანოს დონორი ამასაც არეგულირებს კანონი? – დონორი შეიძლება იყოს როგორც გარდაცვლილი, ასევე ცოცხალი ადამიანი. მაგრამ კანონმდებლობით, ცოცხალი მხოლოდ გენეტიკური ნათესავი, მეუღლე ან პირი რომელიც მონაწილეობს “დონორტა გაცვლის პროგრამაში”, მხოლოდ კეთილი ნებით კი საქართველოში დონორი ვერ გახდები. – რა იგულისხმობა დონორთა გაცვლაში? – ვთქვათ ორ ადამიანს რომელთაც ესაჭიროებათ თირკმლის გადანერგვა, ჰყავთ სათანადო დონორები, რომელთა იმუნური მაჩვენებლები ვერ ეთავსებიან ერთმანეთს, ამ შემთვევაში ცვლიან დონორებს, არსებობს ასეთი “პერიფრაზი”: ”მომეცი შენი დონორის ორგანო, რომელიც შენ არ გარგია ჩემთვის კი თავსებადია და მოგცემ ჩემი დონორის ორგანოს რომელიც მე არ მარგია, მაგრამ შენ გამოგადგება". კანონით ეს დასაშვებია, თან მორალურად სწორი საქციელია. – როგორც ამბობთ, საქართველოში გამორიცხულია ორგანოებით ვაჭრობა, თუმცა მუდმივად ჭორაობენ ამაზე, რა ხდება ამ მხრივ მსოფლიოში? – მე ექსკლუზიურად გეტყვით ისეთ იმფორმაციას, რომელმაც ამ სფეროში შეიძლება გადატრიალება მოახდინოს. ახლახანს, იელის უნივერსიტეტიდან დაბრუნდა ჩვენი კოლეგა, რომელმაც ჩამოიტანა ნაშრომი, რომელიც აქტიურად განიხილება უკვე ამაერიკაში და ორგანოთა გაყიდვის ლეგალიზების მცდელობაა. საუბარია იმაზე, რომ მოხდეს არა გაყიდვა, (უხეში ფორმით) არამედ კომპენსირება. მაგალითად დონორს დაუფინანსებან სწავლას, ან გაუკეთებენ ჯანმრთელობის დაზღვევას. საკმაოდ სოლიდურ თანხებს უკავშირდება ეს, საუბარია დაახლოებით 25 000 დოლარის ფარგლებზე. ამ პროექტს უკვე ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, რადგან ეს პრობლემა სერიოზულად აწუხებს ამერიკას, და მხოლოდ ნებაყოფლობითი უფასო დონორობა, რომელიც ეთიკურად სწორია, აღარაა საკმარისი. კეთილი ადამიანების იმედზე დარჩენილი მოსახლეობის დიდი ნაწილი იღუპება სწორედ დონორთა არარსებობით. ჯერ განხილვის პროცესშია ეს ნაშრომი, მაგრამ ბიოეთიკოსებიც კი რომელის კრიტიკულად არიან განწყობილი ზოგადად ნოვაციების მიმართ ეთანხმებიან ორგანოთა კონპენსირების იდეას. პრობლემის გადაჭრის ასეთი გზა რა თქმა უნდა ისევ სოციალური უთნასწორობის დაკანონებული მაგალითი იქნება, უამრავმა ადამიანმა შეიძლება გაყიდოს ამერიკაშიც კი ორგანო სწავლის საფასურის სანაცვლოდ, იქაცაა უამრავი გაჭირვებული ადამიანი. ასე რომ მდიდარი შეძლებს ღარიბისგან უკვე ჯანმრთელობის ყიდვასაც. ჯერჯერობით ამერიკაზეა მხოლოდ საუბარი, ეთიკურად ეს გზა მაინც არასწორად მიმაჩნია. თუმცა აქამდეც ხდებოდა მსოფლიოში შავი ბაზრის მეშვეობით ვაჭრობა ორგანოებით, არის საინფორმაციო ბანკი სხვადასხვა ქვეყანაში სადაც შედის დონორთა და ორგანოს მსურველთა მონაცემები, შემდეგ ქვეყნები ცვლიან ინფორმაციებს ვის რა ორგანო სჭირდება გზავნიან. გააჩნია კონკრეტულ ქვეყანაში რა ხალხია ამ სფეროს სათავეში, საბედნიეროდ ჩვენს ირგვლივ ასეთი ადამიანები არ არიან. მაქვს ნანახი სურაათი სადაც ცალთირკმელისნი მალაიზიელი ახალგაზრდებია გამოსახული, საცოდავი დასანახია, ქვემოთ კი წარწერაა ამ ადამიანებმა 1 000 დოლარად გაყიდეს საკუთარი თირკმელი, ანუ დაგმობილია ასეთი საქციელი. – ბატონო გია, არსებობს რისკი რომ დონორს მომავალში გაურთულდეს ჯანმრთელობი მდგომარეობა? და რომელი ორგანოების გადანერგვაა შესაძლებელი? – როგორც წესი დონორს უნდა ქონდეს კარგი ჯანმრთელობა, ორგანოც რომელიც რჩება ჯანმრთელი უნდა იყოს, არსებობს სტატისტიკა რომ 3000 დონორიდან შესაძლებელია ერთს გაუუარესდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა. მინიმალურია რისკი, მაგრამ პრეცედენტი არსებობს. მედიცინის განვითარების დღევანდელი დონე საშუალებას იძლევა თირკმლის, ღვიძლის, პანკრეასის, გულის, ფილტვის, ნაწლავის, რქოვანას, ძვლის ტვინის გადანარგვის. საქართველოში შესაძლებელია თირკმლის, რქოვანას გადანერგვა. სულ მალე მივემგზავრები თურქეთში, ქალაქ იზმირში სადაც დავესწრები ღვიძლის გადანერგვის პროცესს და ასევე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, რომ საქართველოშიც გახდეს შესაძლებელი ღვიზლის გადანერგვა მომავალში ინტერნაცინალურ მედიკოსთა ჯგუფთან ერთად . _რა ღირს საქართველოში თირკმლის გადანერგვა? რამდენმა ადამიანმა გადაინერგა ეს ორგანო და როგორია პოსტოპერაციიის პერიოდი? – დახლოებით 10 ათასამდე ჯდება, უკე ასზე მეტმა ადამიანმე გადაინერგა ჩვენთან თირკმელი, მეტ-ნაკლებად რთულია შემდეგი პერიოდი, აქვს გარკვეული გართულებები დაა ინიშნება მედიკამენტოზური მკურნალობა. – რაც შეეხება გულის გადანერგვას? – გულის გადანერგვა შესაძლბელი გაახდება მაშინ, როცა ამოქმედდდება გვამური დონაცია. შეიძლება სხვა ორგანოები გაუყო სხვას ადამიანმა, მაგრამ გულს ხომ ვერ მიცემ? გვამური დონაციაც ორგვარია, როცა თავის ტვინი გათიშულია, მაგრამ გული ისევ ფეთქავს და მეორე როცა გარდაიცვლება ადამიანი. პირველი დონორიი უკეთესია, რადგან სისხლის მიმოქცევა შენარჩუნებულია, მაშინ კი როცა ადამიანი გარდაიცვლება და თანხმობა აქვს მიცემული დონორობაზე ორგანო უნდა ამოიჭრას გარდაცვალებისთანავე, შემდეგ ხდება მისი მოვლა-დაკონსერვება. გვამური დონაციის დანერგვა საკმაოდ რთული პროცესია. არსებოს გარკვეული რელიგიური წინააღმდეგობებიც, განსაკუთრებით მკაცრია მართმადიდებლური ეკლესია ამ მხრივ. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვითაც გამოჩნდა რომ, მოსახლეობის დიდ ნაწილს არ მიაჩნია მართებულად გვამური დონაცია. – ვთქვათ მინდა გარდაცვალების შემდეგ დონორი გავხდე, ანდერძი უნდა დავწერო თუ ვის უნდა მივმართო? – ასეთი სურვილის შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეთ ჩვენს ასოციაციას, რომელიც ქალაქის ნომერ პირვლ(არამიანცის) საავადმყოფოში მდებარეობს. ასევე შესაძლებელია რეგისტრციის გავლა ჩვენს ვებგვერდზე, მსურველს დაუმზადებენ დონორის ბარათს და აღირიცხება საინფორმაციო ბანკში. – ბევრია მსურვილი? – არც ისე, ზოგი გამოხატავს სურვილს, რომ გარდაცვალების შემდეგ გამოიყენონ მისი ორგანოები, შემდეგ უარს ამბობს, უმეტესწილად რელიიგიური მოსაზრებებით. ასევე არასაკმარისადაა ინფორმირებული ჩვენი საზოგადოება ამის შესახებ, თუ ვინმეს ასეთი სურვილი აქვს გარდაცვალების შემდეგაც იზრუნოს სხვის ჯანმრთელობაზე მისი ნებაა და ალბათ ძალიან კეთილი საქმეა. მაკა დეკანოსიძე "ქართული სიტყვა" 1868 3-ს მოსწონს |
მისი მიზანია საზოგადოების, ჯანმრთელი მამაკაცებისა და ქალების ინფორმირება. ვინ არის დაინტერესებული
შემოწირულობა ძვლის ტვინის (თირკმლის ორგანოების) დაუყოვნებლივ თირკმელებში, testicles და 100% სერიოზული კონტაქტი. ელ-ფოსტა; Clevelandclinicmanagement@gmail.com
იმიტომ, რომ არსებობს ბევრი ჩვენგანი
პაციენტები, რომლებიც გაკეთებული უნდა თირკმლის გადანერგვა.
ვეძებთ შესაძლებლობა გაყიდოს თქვენი თირკმლის ფული დააფინანსოს იგი
ჩვენ შეიძენს თქვენი
თირკმლის 800.000 €
მაცხოვრებელი: 600.000 €
საკვერცხეები: 300.000 €
ძვლის ტვინის: 500.000 €
და ჩვენ ასევე გვაქვს Vib / შიდსის Ultra Vibros 11 მედიკამენტები, რომელიც შეიძლება განკურნოს თქვენ ან საშუალებას გაძლევთ ფეხით აღარ
გამოგვიგზავნეთ ელ
ელ. ფოსტა; Doctormichaelapa007@gmail.com
ელ. ფოსტა; Clevelandclinicmanagement@gmail.com
WhatsApp: მკითხეთ
საუკეთესო სურვილებით
მაიკლ
.....
მისი მიზანია საზოგადოების, ჯანმრთელი მამაკაცებისა და ქალების ინფორმირება. ვინ არის დაინტერესებული
შემოწირულობა ძვლის ტვინის (თირკმლის ორგანოების) დაუყოვნებლივ თირკმელებში, testicles და 100% სერიოზული კონტაქტი. ელ-ფოსტა; Clevelandclinicmanagement@gmail.com
იმიტომ, რომ არსებობს ბევრი ჩვენგანი
პაციენტები, რომლებიც გაკეთებული უნდა თირკმლის გადანერგვა.
ვეძებთ შესაძლებლობა გაყიდოს თქვენი თირკმლის ფული დააფინანსოს იგი
ჩვენ შეიძენს თქვენი
თირკმლის 800.000 €
მაცხოვრებელი: 600.000 €
საკვერცხეები: 300.000 €
ძვლის ტვინის: 500.000 €
და ჩვენ ასევე გვაქვს Vib / შიდსის Ultra Vibros 11 მედიკამენტები, რომელიც შეიძლება განკურნოს თქვენ ან საშუალებას გაძლევთ ფეხით აღარ
გამოგვიგზავნეთ ელ
ელ. ფოსტა; Doctormichaelapa007@gmail.com
ელ. ფოსტა; Clevelandclinicmanagement@gmail.com
WhatsApp: მკითხეთ
საუკეთესო სურვილებით
მაიკლ
574366540