x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135742
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
მსგავსება, როგორც მოწონების საფუძველი
მოწონება - გავლენის ერთ-ერთი იარაღია, რომლის მიხედვითაც ადამიანებს, როგორც წესი, ურჩევნიათ რომ უთხრან დიახ იმ ადამიანებს, რომლებსაც იცნობენ და მოსწონთ.

image

არსებობს მოწონების 5 ფაქტორი:

—ფიზიკური მიმზიდველობა

—კომპლიმეტი


—კონტაქტი და კოოპერაცია

—განპირობებულობა და ასოციაცია

—მსგავსება

როგორც ვხედავთ, ერთ-ერთი გავლენის უნარიანი ფაქტორი არის მსგავსება. ჩვენ მოგვწონს ადამიანები, რომლებთანაც გარკვეული საერთო გვაქვს. მაგალითად, საერთო ჰობი, შედარებით მსგავსი პიროვნული თვისებები ან ცხოვრების წესი, თუნდაც საერთო წარმომავლობა.

არსებობს მსგავსების ორი ტიპი. ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ „რეალური მსგავსება“ და “აღქმული მსგავსება”.

  • რეალური მსგავსება (actual similarity) - როდესაც რეალურად გვაქვს საერთო.
  • აღქმული მსგავსება (perceived similarity) - რწმენა, რომ გვაქვს რაღაც საერთო.
მსგავსების ეს ორი ტიპი უდაოდ დაკავშირებულია ერთმანეთათან, თუმცა ერთი და იგივე არ არის. ადამიანი შეიძლება ფიქრობდეს რომ ბევრი საერთო აქვს ვიღაცასთან, მაგრამ არ იყოს მართალი. შეიძლება, მხოლოდ, გაცნობის საწყის ეტაპზე იფიქროს ასე ან მხოლოდ იმიტომ რომ ის ადამიანი მოსწონს. ბევრი მიზეზი არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მოგვწონს მსგავსი ადამიანები. შეიძლება ველოდებით რომ ადამიანს, რომელთანაც ბევრი საერთო გვაქვს, უფრო მოვეწონებით ან შეიძება უბრალოდ უფრო სახალისოა იმ ადამიანებთან ერთად ყოფნა, ვისთანაც საერთო ინტერესები გვაკავშირებს...

image

რატომ მოგვწონს ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვგვანან?

მოწონების ერთ-ერთ საფუძველს, რომ მსგავსება წარმოადგენს, უამრავი კვლევა ადასტურებს. მაგრამ იმის მიზეზი თუ რატომ მოგვწონს ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვგვანან, კომპლექსურია.

კვლევებმა აჩვენა რამდენიმე განსხვავებული მიზეზი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიძლება მსგავსებამ გაზარდოს მოწონება. ეს მიზეზები განიხილეს კვლევაში (Hampton, Boyd and Spercher), რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში - “სოციალური და პერსონალური უთიერთობები” (Social and Personal Relationships)

მსგავსება მოწონებას განაპირობებს შემდეგი 5 მიზეზის გამო:

1.კონსენსუალური დამტკიცება (consensual validation) - იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომელთაც ჩვენი მსგავსი ატიტუდები აქვთ, გვხდის უფრო თავდაჯერებულს. სამყაროს შესახებ ჩვენ დამოკიდებულებებში (ატიტუდებში) უფრო დარწმუნებულნი ვხდებით, როდესაც მსგავსი შეხედულებების ადამიანებს ვხვდებით. მაგალითად, თუ შენ გიყვარს ჯაზი და შეხვდი ადამიანს, რომელსაც ასევე უყვარს ჯაზი, ხვდები რომ ჯაზის სიყვარული ნორმალურია, შეიძლება კარგიც კი.

2.კოგნიტური შეფასება (cognitive evaluation) - ეს ახსნა ფოკუსირებულია იმაზე თუ როგორ ვიყალიბებთ შთაბეჭდილებებს სხვა ადამიანებზე, იმ ინფორმაციის გენერალიზებით, რომელიც ჩენ გვაქვს. როდესაც ჩენ ვიგებთ რომ რაღაც საერთო გვაქვს კონკრეტულ ადამიანთან, მასზე პოზიტიურ წარმოდგენას ვიქმნით, რადგან ჩვენ პოზიტიური წარმოდგენა გვაქვს საკუთარ თავზე. შემდეგ კი ვვარაუდობთ, რომ ადამიანს, რომელიც ჩენ გვგავს ექნება სხვა დადებითი მახასიათებლებიც.

3.ვიყოთ მოწონებულნი (certainty of being liked) - ჩვენ ვვარაუდობთ რომ ადამიანებს, რომელთაც აქვთ ბევრი საერთო ჩვენთან, უფრო მოვეწონებით. გამოდის, რომ ჩვენ მოგვწონს ის ადამიანები, რომლეთაც ვფიქრობთ, რომ მოვწონვართ.

4.მხიარული და სასიამოვნო ინტერაქცია (fun and enjoyable interactions) - უფრო სახალისოა იმ ადამაინებთან ერთად ყოფნა, რომელთანაც ბევრი საერთო გვაქვს.

5.თვითგანვითარების შესაძლებლობა (self-expansion opportunity) - თვითგანვითარების თეორიის მიხედვით, ურთიერთობების ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ახალი ცოდნა და გამოცდილება სხვებთან დროის გატარებით. მიუხედავად იმისა, რომ, სავარაუდოდ, განსხვავებული ადამაინი უფრო მეტ ახალ ინფორმაციასა და გამოცდილებას მოგვცემდა, კვლევებმა აჩვენა რომ ადამიანები თვითგანვითარების შესაძლებლობებს მაშინ უფრო ხედავენ, როდესაც ურთიერთობენ მსგავს და არა განსხვავებულ ადამიანებთან.


0
27
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ პაიაშვილი
მარიამ პაიაშვილი
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0