x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135742
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
მასმედიის გავლენა სილამაზის სტანდარტებზე
21-ე საუკუნე ხასიათდება გაზრდილი ყურადღებით სილამაზის სტანდარტებთან მიმართებაში. ტელევიზია, რეკლამები, ბეჭდური მედია და ინტერნეტი ხშრად დომინანტურ ძალას წარმოადგენს ქალის სხეულის ხატის, ფორმების და ზომის იდეალების აღქმაში.

დღეისათვის, დასავლეთ კულტურაში ქალის „იდეალური“ სხეული ხასიათდება ისე როგორც გამხდარი, თეთრი, მაღალი და მოზრდილი მკერდით. სიგამხდრე სასურველია ყველა ქალისთვის, რადგან ეს ასოცირდება თვითკონტროლთან, ელეგანტურობასთან, ფიზიკურ მიმზიდველობასთან და ახალგაზრდობასთან. რაც შეეხება კაცის იდეალურ ფორმას ის მასკულინურ ხასიათს ატარებს. ორივე გენდერისთვის ჭარბი ზონა არამიმზიდველია, დაკავშრებულია თვითკონტროლის არქონასთან და ნაკლებ ბედნიერებასთან.

image

როგორ ახდენს მედია გაველნას სილამაზის სტანდარტებზე?


ვინაიდან მასმედია, კერძოდ სოციალური ქსელები, ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, შესაბამისად მას მნიშველოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია სილამაზის სტანდარტებსა და იმაზე თუ როგორ აღიქვამენ ინდივიდები საკუთარ სხეულებს.

სოციალურ მედიას დიდი ზეგავლენა აქვს ბევრ მომხმარებელზე, განსაკუთრებით მათზე, ვინც უფრო მეტად არის ჩართული ონლაინ კომუნიკაციაში და მუდმივად თვალს ადევნებს ცნობილ ფიგურებს. ბევრი ადამიანისთვის ცნობილი სახე მისაბაძი (role model) ხდება. სოციალურ მედიაში გავლენიანი ფიგურები ხშირად აზიარებენ ინფორმაციას მათი ცხოვრების სტილის, დიეტისა და ვარჯიშის შესახებ. ყველა ის იდეა, რასაც პოპულარული ფიგურეები გვთავაზობენ აყალიბებს იდეალებს, რომელმაც შეიძება პოზიტიური ან ნეგატიური გავლენა მოახდინოს სხეულის ხატზე. შედეგად, ადამიანებს უჩნდებათ სურვილი მიბაძონ ცნობილ ფიგურებს, რადგან მიაღწიონ „იდეალურ“ ფორმებს.

—აქ ჩვენ ვხვდებით მოწონებას, როგორ გვალენის იარაღს.

—ამ გავ.ლენას პროფესიონალები შესაბამისად იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ, იმიტომ რომ ჩვენ მოგვწონს მიმზიდველი ადამიანები და გვინდა მივბაძოთ მათ, ვინც მოგვწონს

სილამაზის და ფიტნეს ინდუსტრიის რეკლამები სოციალურ მედიასა და ტელევიზიაში ქმნიან ისეთ სტანდარტებს, რომელიც რეალობაში ბევრი ადამიანისთვის მიუღწეველია. თუმცა, ქალები ახდენენ ამ ხატების ინტერნალიზაციას და ცდილობენ მოერგონ მას.

ინტერნეტი და სოციალური მედია წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას, სადაც ქალებს ხელი მიუწვდებათ ვარჯიშების და დიეტების შესახებ ინფორმაციაზე. სოციალურ ქსელების საშუალებით ისინი ახდენენ სოციალურ შედარებას სხვადასხვა ჯგუფებზე, როგორიცაა : მეგობრები და ცნობილი სახეები, რაც ხშირად განაპირობებს სხეულით უკმაყოფილებას, ნეგატიური წარმოდგენის შექმნას მის მიმართ.

image

—Facebook-ის საშუალებით ქალები ყოველდღიურად ახდენენ კომუნიკაციას და ინტერაქციას მეგობრებთან. ფოტოების გაზიარებით კი ცდილობენ მიიღონ დადასტურება მოწონების და კომენტარების სახით Facebook-ის სოციუმისგან.

—“მოწონება” და “კომენტარი” შეიძლება ერთგვარ ჯილდოს წარმოადგენს ადამიანებისთვის.

—გარდა ამისა “ლაიქებისა” და კომენტარების დიდი რაოდენობა, ინფორმაციის სანდოობასა და იმაზე მიგვითითერბს რომ სწორედ ეს კონკრეტული სილამაზის სტანდარტი არის ნორმა. ის, რაც უმრავლესობის მოწონს, მოგვწონს ჩვენც.

—2013 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით facebook-ზე 1 მლნ 600 ათასი მომხმარებელია დარეგისტრირებული და ქვეყნის მასშტაბით ის ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია.

imageუნდა გავითვალისწინოთ რომ:

1) მედიის გავლენა დამოკიდებულია ინფორმაციის ინტერნალიზაციაზე. ისინი ვინც უფრო მეტად ახდენენ იმ სილამაზის სტანდარტების ინტერნალიზაციას, რასაც მედიაში ხედავენ, უფრო დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან, განიცადონ სხეულით უკმაყოფილება და გაუძლიერდეთ ნეგატიური წარმოდგენები საკუთარ სხეულთან დაკავშირებით.

2) პოპულარული ფიგურების მიერ გაზიარებული სურათები, ხშირ შემთხვევაში რეკლამის მიზნით ციფრულად დამუშავებულია, შეცლილია და იდეალური სახითაა წარმოდგენილი. ეს პორტრეტები რადიკალურადაა შეცვლილი ფოტოშოპით. შესაბამისად ქალები ახდენენ მცდარი ხატების ინტერნალიზაციას, რომელიც ასახავს ადამიანის არარეალურ სხეულს.

სამმხრივი მოდელი (the tripartite influence model)

სამმხრივი მოდელის მიხედვით, გარეგნობის აღქმაზე გავლენა აქვს : ოჯახს, მეგობრებს და მედიას. როგორც ვხედავთ მესამე ჯგუფს მედია წარმოადგენს, რომლის მესიჯები, ოჯახისა და მეგობრების კომენტარების მსგავსად გვალენას ახდენს ინდივიდის თვითშეფასებაზე. სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს სოციალური მედია. მან გააძიერა იდეალური სხეულის იდეა. იდეალური სხეულის პორტრეტების და რეკლამების ჩვეულებრივ სამიზნე ჯგუფს ქალები წარმოადგენენ. რეალობაში ამ იდეალების ჯანსაღი გზით მიღწევა შეუძებელია ბევრი ადამიანისვის. მას შემდეგ, რაც იდეალური სხეულის იდეები დაკავშრებულია ცხოვრებისეულ წარმატებასთან და ბედნიერებასთან, უფრო მეტი ქალი ცდილობს აკონტროლოს სხეულის წონა.

პაულ შილდერი - „ადამიანის სხეულის ხატი და გარეგნობა“

სხეულის ხატის მიმართ ინტერესი ფსიქოლოგიაში და სოციოლოგიაში უკავშირდება პაულ შილდერის ნაშრომებს. თავის ნაშრომში „ადამიანის სხეულის ხატი და გარეგნობა“ შილდერი წერს, რომ სხეულის ხატი აღნიშნავს ფიქიკური გარეგნობის მენტალურ რეპრეზენტაციას, თუ როგორ უყურებენ ინდივიდები საკუთარ სხეულს. ის არ წარმოადგენს მხოლოდ კოგნიტურ კონსტრუქციას. სხეულის ხატი სხვათა დამოკიდებულებებისა და ურთიერთქმედების რეფლექსიაა. შილდერი დაინტერესებული იყო სხეულის ხატის „ელასტიური“ ბუნებით.

ნაომი ვოლფი - “სილამაზის მითი”

ნაომი ვოლფის ნაშრომის „სილამაზის მითი“-ის მნიშველოვანი თეზისის მიხედვით, არსებობს მიმართება ქალის განთავისუფლებასა და ქალის სილამაზეს შორის. ქალებმა დასძლიეს ბევრი წინაღობა, გააჩნიათ უფრო მეტი ძალა, სამართლებრივი აღიარება და ფული ვიდრე წარსულში. სამაგიეროდ ქალის სილამაზის ირგვლივ გაჩნდა ახალი წარმოდგენები, რომლებიც რკინის მარწუხებში აქცევს და „წამლავს მის თავისუფლებას“. ვოლფის აზრით ეს მითები ზეციდან არ ჩნდებიან და მათ არსებობას თავისი მიზანი აქვს. ერთ-ერთი მიზანი ფინანსურ ხასიათს ატარებს. სხვადასხვა მწარმოებლის სარეკლამო კამპანიებმა შემოსავლის ზრდის მიზნით დააწესეს სტანდარტებიმ რომლებმაც იდეალები ჩამოაყალიბა. ეს იდეალები ასევე ემსახურება პოლიტუკურ მიზანს. რაც უფრო ძიერი ხდება ქალი პოლიტიკურად, მით უფრო მეტად განიცდის სილამაზის ირგვლივ არსებული წარმოდგენების ზეწოლას, ძირითადად იმ მიზნიღ რომ მათ ენერგია დაიხარჯოს ამ იდეალების მიღწევაში და შეაფერხოს მათი განვითარება. ვოლფმა დაგმო „რკინის ქალიშვილის“ ცნება, „რომელიც ქალებს კოსმეტიკის, სილამაზის დამხმარე საშუალებების, დიეტებისა და ვარჯიშისადმი განატიკური დამოკიდებულების დაუსრულებელ ხაფანგში იტყუებს და მათ სხეულებს შინაგან პატიმრობაში ამყოფებს“.

0
44
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ პაიაშვილი
მარიამ პაიაშვილი
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0