x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135742
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
კორონა ვირუსის მიერ გამოწვეული ცვლილებების გავლენა ადამიანების ქცევაზე

ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც მუდმივად განიცდის ცვლილებას. ყოველი ახალი დღე, წინა დღესთან შედარებით, მეტ-ნაკლებად, განსხვავებულია. ზოგიერთ შემთხვევაში ცვლილება მინიმალურია და ის შეიძლება უკავშირდებოდეს, უბრალოდ, ამინდის ცვლას. ასეთ ცვლილებებს მნიშვლელოვანი გავლენა არ აქვთ ადამიანის ქცევაზე. ზოგიერთ შემთხვევაში კი ცვლილება შეიძლება უფრო ფართომასშტაბური და ხანგრძლივი იყოს. მაგალითად, მიწისძვრის ან წყალდიდობის შემდეგ, ომისა ან პანდემიის დროს, ისე რომ ადამიანის რუტინულ ქმედებებს, მაგალითად როგორიცაა დილით ადგომა, სკოლაში, სასწავლებელსა თუ სამსახურში წასვლასაც კი შეუშალოს ხელი. ნებისმიერ შემთხვევაში, სიცოცხლისა და გადარჩენისთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა ფეხი აუწყოს ამ ცვლილებებს და შეძლოს იმის მიხედვით მოქმედება, რასაც მას იმ მომენტში სამყარო სთავაზობს.

რა თქმა უნდა, ცვლილებები, რა მიზეზებითაც არ უნდა იყვნენ ისინი გამოწვეულნი, ყველა ადამიანის ქცევაზე ერთნაირად არ ახდენენ გავლენას. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს დღევანდელი მოვლენები კორონავირუსთან დაკავშირებით. როგორც ვიცით, კორონავირუსი იგივე Covid-19 არის ინფექციური დაავადება, რომელიც ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა და რომელმაც, მისი მასშტაბურობის გამო, პანდემიის სახე მიიღო. რამდენადაც კორონავირუსი სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს, სახელმწიფოებში, მათ შორის საქართველოშიც, იძულებულნი გახდნენ, მთელი რიგი აკრძალვები შემოეღოთ ამ ვირუსის გავრცელების შესამცირებლად. დროებით შეწყვიტეს საგანმანათლებლო პროცესები, როგორც სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ასევე პროფესიულ სასწავლებლებსა და ბაღებში. დაიხურა მაღაზიები, საკვები ობიექტები და გართობის სხვადასხვა საშუალებები. აიკრძალა სპორტული ღონისძიებების ჩატარება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება, როგორიცაა : სამარშუტო ტაქსები, ავტობუსები, მეტრო და მატარებლები. დაიკეტა საზღვრები და გაუქმდა ფრენები. აიკრძალა, თავდაპირველად ათზე, ხოლო შემდეგ სამზე მეტი ადამიანის თავშეყრა. აუცილებელი გაახდა ხელთათმანებისა და პირბადეების ტარება. დაწესდა სოციალური დისტანცია. გამოცხადდა კარანტინი და კომენდანტის საათი. სამყარო გადავიდა დისტანციურ სწავლებასა და მუშაობაზე. უმთავრეს დაუწერელ კანონად იქცა მოწოდება - „დარჩი სახლში“ და სხვ. როგორც ვხედავთ, არსებული საფრთხის გამო მიღებულმა ცვლილებებმა საგრძნობლად შეზღუდა სოციალური ურთიერთობები. ადამიანები, სრულიად მოულოდნელად, ახალი წესებისა და კანონების, და ზოგადად ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ.image

რა თქმა უნდა, აღწერილმა ცვლილებებმა გვალენა მოახდინეს ადამიანების ქცევებზე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ისინი ავტორიტეტული და კანონიერი ძალაუფლების მქონე პირების მხრიდან იყო ნაკარნახევი. რადგან, როგორც ვიცით, ავტორიტეტი სხვებზე გავლენის წარმატებულად მოხდენის ერთ-ერთი საშუალებაა, ხოლო კანონიერი ძალაუფლება - ზეგავლენის მოხდენის უფლება. გარდა ამისა, ბუნდოვანმა სიტუაციამ და გაურკვევლობამ, ანუ იმან, რომ, ჩვენ, მოსახლეობის უმეტეს ნაწილს, არ გვაქვს საკმარისი ცოდნა და გამოცდილება ამ საკითხთან (ვირუსთან) დაკავშირებით, უფრო მეტად გვიბიძგა ექსპერტების ანუ სპეციალური ცოდნისა და უნარის მქონდე პირების, ამ შემთხვევაში ექიმების, რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ. მიუხედავად ამისა, როგორც დასაწყისშივე ვახსენე, ზემოთ აღწერილ ცვლილებებსა და რეკომენდაციებს ყველაზე ერთნაირი გვალენა არ მოუხდენია, თუმცა, რა საკვირველია, მიღებულმა აკრძალვებმა საგრძნობლად შეცვალეს ადამიანთა რუტინული ქმედებები. რეალური საფრთხის გამო შეშინებული ადამიანები ცდილობენ, რომ აღარ გავიდნენ სახლიდან თუ ამას საჭიროება არ მოითხოვს, გასვლის შემთხვევაში კი იყენებენ პირბადესა და ხელთათმანებს, თავს არიდებენ სტუმრად სიარულსა და სხვებთან კონტაქტს, მკაცრად იცავენ ჰიგიენის წესებს: ხშირად იბანენ ხელებს, წმენდენ კარების სახელურებს, ტელეფონებსა და საფულეებს, მაღაზიაში შეძენილ პროდუქტს რეცხავენ საპნით ან სპირტის შემცველი საშუალებებით და სხვ. ვინაიდან ის ყველაფერი, რასაც მოსახლეობა პანდემიამდე აკთებდა, ახლა თითქმის სრულიად აკრძალულია, ადამიანები სახლში „გამოკეტილნი“ აღმოჩნდნენ, ბევრი თავისუფალი დროთი. ნაწილისთვის ეს ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა და საჭირო გახდა ახალი საქმიანობების გამონახვა, რომელითაც ისინი სახლის პირობებში დაკავდებოდნენ. იმატა ინტერნეტითა და სოციალური ქსელებით სარგებლობამ. ინტერესების მიხედვით, ადამიანებმა ფართოდ დაიწყეს ფილმებისა და სერიალების ყურება, სტატიებისა და წიგნების წაკითხვა. ასევე, ჯანსაღი ცხოვრებისა და ფორმის შესანარჩუნებლად გახშირდა ვარჯიში სახლის პირობებში. გარდა ამისა, მოსახლეობის ერთმა ნაწილმა თავისი თავი კულინარიაში იპოვა: ისინი ამზადებენ სხვადასხვა საჭმელებსა და სასმელებს. მეორე ნაწილმა კი ვიზაჟისტობაში. ეს ორი საქმიანობა საკმაოდ პოპულარული გახდა. ადამიანები სოციალური ქსელების დახმარებით უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ ნამუშევრებს და ამით ცდილობენ არ დაკარგონ კავშირი საზოგადოებასთან. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოსახლეობის ნაწილმა დაიწყო საკვებისა და ჰიგიენური საშუელებების მარაგის შექმნა. ეს შეიძლება როგორც ბუნდოვანი სიტუაციის, ასევე, დეფიციტის, როგორც გავლენის იარაღის შედეგი იყოს. როგორც ვიცით, რაიმე პროდუქტის დეფიციტი ადამიანებში იწვევს მასზე მოთხოვნილების ზრდას, ხალხს კი ეგონა რომ მალე ქვეყანაში დასახელებული პროდუქტების დეფიციტი იქნებოდა. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი კი ქალაქიდან სოფელში გადავიდა საცხოვრებლად. მოკლედ, რომ ვთქვათ, გარდა იმისა რომ აღწერილმა ცვლილებებმა ადამაინების ქცევები უფრო წინდახედული და ფრთხილი გახადა, ასევე ისინი ახალი გამოწვევების, გატაცებებისა და საქმიანობების წინაშე დააყენა.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ უმრავლესობამ გაითავისა ახალი წესები და კანონები, გამოავლინა კონფორმულობა ახალი საზოგადოებრივი ნორმების მიმართ და ამის მიხედვით შეცვალა თავისი ჩვეული ქცევებიც, თუმცა არა ყველამ. ადამიანის სოციალური ბუნებიდან ლოგიკურად გამომდინარეობს ის, რომ სოციუმის გავლენას უნდა დაემორჩილოს, მაგრამ გამონაკლისებს ყოველთვის ვხვდებით. რა თქმა უნდა, გამოჩნდნენ ანტიკონფორმული ადამიანებიც, რომელთაც, როგორც ვიცით, აქვთ ტენდენცია მოიქცნენ საკუთარი განწყობების, შეხედულებებისა და ღებულებების მიხედვით და რომლებმაც, შესაბამისად, უარი განაცხადეს დამორჩილებოდნენ შემოღებულ აკრძალვების. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს თვითიზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევა, ასევე კომენდანტის საათის უგუნებელყოფა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესიაში სიარული და სხვ. მიუხედავად ამისა, covid-19 ვირუსის მიერ გამოწვეული ცვლილებების გავლენა ადამიანების ქცევაზე მაინც ნათელია.

0
16
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ პაიაშვილი
მარიამ პაიაშვილი
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0