x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ვინ გაქურდა მაღაზია? – გამოცანა მთელი ოჯახისთვის (პასუხი აქვს)

თუ პლაჟზე დასვენებას აპირებთ, ძვირფას ნივთებს თან ნუ წაიღოთ, რადგან იქ, ბევრი ადამიანი ირევა და შეიძლება, მათ შორის, ქურდიც იყოს... და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქურდები მხოლოდ ადამიანები კი არა, ცხოველებიც შეიძლება იყვნენ *.

ამ გამოცანის მთავარი გმირებიც, სწორედ ცხოველები არიან და ის ერთნაირად საინტერესო იქნება, როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის.


image


ზაფხულის ერთ ცხელ დღეს, შერლოკ ფოქსი დასასვენებლად პლაჟზე წავიდა. იქ მისი ყურადღება, მაღაზიის მეპატრონემ მიიპყრო, რომელიც ამბობდა, რომ 2 წუთის წინ, ვიღაცამ გაქურდა და რომ ქურდი არ დაუნახავს, რადგან იმ მომენტში, ყურადღება სხვა რამეზე ჰქონდა გადატანილი. ის ერთადერთი მაღაზია იყო სანაპიროზე და იქ საკვები და გამაგრილებელი სასმელები იყიდებოდა.

ფოქსმა პლაჟზე მყოფი დამსვენებლების გამოკითხვა გადაწყვიტა. მაგრამ, ყველა მათგანი ამტკიცებდა, რომ ბოლო ნახევარი საათის მანძილზე, მაღაზიას არ გაჰკარებია. თუმცა, ჭკვიანი დეტექტივი დარწმუნებული იყო, რომ ერთ–ერთი მათგანი ცრუობდა.

კითხვა: ვისზე მიიტანა ეჭვი შერლოკ ფოქსმა?


პასუხი:

imageდეტექტივის აზრით, დამნაშავე ენოტი იყო. მას ხელში ნაყინი უჭირავს, რომლის შეძენა მხოლოდ პლაჟზე მდებარე მაღაზიაში შეეძლო. ხოლო, ნახევარი საათის მანძილზე, ის აუცილებლად გადნებოდა. შესაბამისად, მაღაზიაში, რამდენიმე წუთის წინ, ენოტი იყო. სწორედ მან მოიპარა ფული და თან ნაყინიც გამოაყოლა.


* ქალაქი სან-მატეო (კალიფორნია, აშშ) ერთი ჩვეულებრივი ქალაქია, სან-ფრანცისკოსთან ახლოს და შეიძლება, მისი არსებობის შესახებ არც არასოდეს გაგვეგო, რომ არა პრობლემა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას შეექმნა. საქმე იმაშია, რომ მათი პირადი მოხმარების და საყოფაცხოვრებო ნივთები, ხანგრძლივი დროის მანძილზე, უკვალოდ იკარგებოდა და არა ერთი და ორი, არამედ მასიურად. ამ კრიმინალის შესახებ, ვერავინ ვერაფერს შეიტყობდა, რომ არა ერთი თვითმხილველი, რომელმაც დაინახა, თუ როგორ მიჰქონდა პატარა ცხოველს დიდი პირსახოცი. თავიდან, მას ეგონა, რომ ის ენოტი იყო, მაგრამ... კატა აღმოჩნდა, სახელად დასტი და ყველაფერი გაირკვა. ამჟამად, როდესაც ვინმეს რამე ეკარგება, დაზარალებულები დასტის პატრონს ურეკავენ და მომხდარის შესახებ ატყობინებენ. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* პუგაჩოვა სასახლეს ყიდის

* რუსეთის ახალი საზღვარი და ტერიტორია, რომელზეც მას "თვალი კიდევ უჭირავს"

* ტიბეტელი ბერები ადამიანის სულზე და სიკვდილის შემდგომ მდგომარეობაზე

* ამ ქალაქებში თუ ნამყოფი ხართ, ჩათვალეთ, რომ მსოფლიო ნახეთ...

* ორგიები დედათა მონასტერში

* 7 ცნობილი "ფეიკი", რომლისაც ჯერ კიდევ, ყველას სჯერა

* ამოხსენით თავსატეხი – შეძლებთ ციხიდან გაქცევას? (პასუხი აქვს)

* ყველაზე დიდი დრამა პუტინისთვის

* ზიგი "ამაღლებს", ზოგი "ადაბლებს" – 10 რამ, რაც კოლგოტების შესახებ უნდა ვიცოდეთ



0
393
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
393
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0