x
მეტი
  • 05.10.2024
  • სტატია:137447
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511364
,,უჩინარი" ქურდის საქმე გახსნილია

image

image

ქალაქი სან-მატეო (კალიფორინა) ერთი ჩვეულებრივი ქალაქია, სან-ფრანცისკოსთან ახლოს და შეიძლება, მისი არსებობის შესახებ არც არასოდეს გაგვეგო, რომ არა პრობლემა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას შეექმნა. საქმე იმაშია, რომ მათი პირადი მოხმარების და საყოფაცხოვრებო ნივთები, ხანგრძლივი დროის მანძილზე, უკვალოდ იკარგებოდა და არა ერთი და ორი, არამედ მასიურად. ამ კრიმინალის შესახებ, ვერავინ ვერაფერს შეიტყობდა, რომ არა ერთი თვითმხილველი, რომელმაც დაინახა, თუ როგორ მიჰქონდა პატარა ცხოველს დიდი პირსახოცი. თავიდან, მას ეგონა, რომ ის ენოტი იყო, მაგრამ... კატა აღმოჩნდა, სახელად დასტი და ყველაფერი გაირკვა. ამჟამად, როდესაც ვინმეს რამე ეკარგება, დაზარალებულები დასტის პატრონს ურეკავენ და მომხდარის შესახებ ატყობინებენ.

image

image

image

როგორც პატრონი ამბობს, დასტი 4 წლის არის და ის ცხოველთა თავშესაფრიდან წამოიყვანეს. ნახევარი წლის შემდეგ, მან სხვადასხვა ნივთების მოტანა დაიწყო. მხოლოდ ერთ ღამეში, მას რამოდენიმე ნივთი მიაქვს სახლთან და გაზონზე ტოვებს. მისი რეკორდი, დღის მანძილზე – 11 ნივთია. პატრონი ფიქრობს, რომ ამ სახით, კატა იმ ოჯახის მიმართ გამოხატავს სიყვარულს, რომელმაც ის “იშვილა".

პატრონი მოტანილ ნივთებს აგროვებს და ერთი ოთახი მუზეუმადაც კი გადააქცია, სახელწოდებით – “დასტის კოლექცია", რომელშიც წარმოდგენილია კატის მიერ მოპარული ყველა ნივთი. “მუზეუმში" ნებისმიერს შეუძლია მისვლა და საკუთარი ნივთის უკან დაბრუნება, მაგრამ მეზობლების გარდა, ძველი დაზარალებულებიდან, არავინ მისულა.

ამ ოთახში “ექსპონატებს" შორის არის უამრავი ღრუბელი, მამაკაცის და ქალის საცვლები, პირსახოცები, ხელთათმანები, ფეხსაცმელი 24 (ცალ-ცალი), წინდები და სხვა წვრილმანი.

იმის სანახავად, თუ როგორ მოჰქონდა დასტის ნივთები, სახლის შესასვლელთან კამერა დაამონტაჟეს და კლეპტომანი კატა ფაქტზე გამოიჭირეს.

image

image

image

0
323
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
323
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0