x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
"გალაქტიკური ციხე", ანუ მტკიცებულება, რომ "ადამიანები დედამიწიდან არ არიან"

ცნობილი ეკოლოგი ელის სილვერი (Ellis Silver) თავის წიგნში – "ადამიანები დედამიწიდან არ არიან" (Humans are not from Earth) განიხილავს კაცობრიობის არამიწიერი წარმოშობის კონცეფციას და ცდილობს დაამტკიცოს, რომ ჩვენი პლანეტა "გალაქტიკური ციხეა".

ის დარწმუნებულია, რომ დედამიწაზე არსებული, სიცოცხლის ყველა ცნობილი ფორმა, ადამიანის გარდა, აქ დაიბადა. მაგრამ, ადამიანები პლანეტა დედამიწაზე, არამიწიერი ცივილიზაციების წარმომადგენლებმა ჩამოიყვანეს.


image


საკუთარი ჰიპოთეზის მხარდასაჭერად, სილვერს საკმაოდ ლოგიკურ არგუმენტები მოჰყავს:
"ცხადია, კაცობრიობა ყველაზე მაღალგანვითარებული სახეობაა დედამიწაზე, მაგრამ ჩვენ, კატასტროფულად არ ვართ ადაპტირებულნი, ამ პლანეტაზე სიცოცხლისთვის. მზის სხივები დამღუპველია ჩვენთვის. ჩვენი ორგანიზმის მიერ, ბუნებრივი საკვების ცუდად ათვისება ხდება და საგანგაშოდ მაღალია ქრონიკული დაავადების მაჩვენებლები", – წერს ის.
ეკოლოგს ეჭვი არ ეპარება, რომ სამყაროში, სიცოცხლე ფართოდ არის გავრცელებული და მას, როგორც "გალაქტიკათშორისი ინფექციის" ერთგვარ ფორმას, პლანეტიდან პლანეტაზე გადაადგილება შეუძლია. ადამიანი, მისი აზრით, ვერ გაივლიდა ევოლუციის ბუნებრივ გზას პლანეტაზე, რომელიც მის მიმართ, მტრულადაა განწყობილი.

"ეს პლანეტა აკმაყოფილებს ჩვენს საჭიროებებს, მაგრამ არც ისე ხარისხიანად, როგორც ეს ცხოველების და მცენარეების წარმომადგენლებისთვის ხდება", – ავითარებს აზრს მეცნიერი.

პროფესორი მიიჩნევს, რომ ადამიანის მშობიარობის სირთულეები – მისი კონცეფციის, კიდევ ერთი მტკიცებულებაა:
"ნაყოფის თავი ძალიან დიდია და ხშირად ხდება დედის ან ბავშვის ტრავმირების მიზეზი. მაშინ, როდესაც, ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებს, მსგავსი სირთულეები არ ექმნებათ", – აღნიშნავს სილვერი.
გარდა ამისა, წიგნში ეკოლოგი ხერხემლის ქრონიკულ დაავადებებსაც განიხილავს. მისი აზრით, ჯანმრთელობის ასეთი პრობლემების მიზეზი ის არის, რომ ადამიანი, როგორც სახეობა, ნაკლები გრავიტაციის მქონე პლანეტაზე გაჩნდა. ხოლო, მზით დამწვრობა, რომელიც მხოლოდ ჩვენი სახეობისთვისაა დამახასიათებელი, იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი მშობლიური პლანეტა, ვარსკვლავისგან უფრო შორს იყო, ვიდრე დედამიწაა დაშორებული მზისგან.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ საინტერესო ვარაუდია. რომელიც ჯონ ბოლის მიერ შემოთავაზებულ, ზოოპარკის ჰიპოთეზასთან * არის გადახლართული... მაგრამ, ამ საკითხთან დაკავშირებით, კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხი: იქნებ, ჩვენი სახეობა ექსპერიმენტის ნაწილია? ან შესაძლოა, ადამიანები დედამიწაზე დასასჯელად გადმოასახლეს? და ა. შ.


* «ზოოპარკის» ჰიპოთეზა, რომელიც 1973 წელს ასტრონომმა ჯონ ბოლმა წარმოადგინა, ლოგიკურად ხსნის იმას, თუ რატომ ვერ ვპოულობთ უცხო ცივილიზაციის არსებობის პირდაპირ მტკიცებულებებს დედამიწაზე. ამ ჰიპოთეზის თანახმად, უცხოპლანეტელებს იმიტომ ვერ ვნახულობთ, რომ ისინი ჩვენს სახეობას «გალიის» პირობებში განიხილავენ, — გვაკვირდებიან, მაგრამ არაფერში ერევიან.

ჰიპოთეზის თანახმად, უცხოპლანეტელებმა ჩვენს შესახებ, არამარტო იციან, არამედ ათასობით წლის მანძილზე, რეგულარულად, მათი თვალთახედვის ზონაში ვართ. ჩვენი განვითარების პრიმიტიული დონით კი, მათთვის იმაზე მეტი არ წარმოვადგენთ, რასაც ჩვენთვის, ზოოპარკის გალიებში მყოფი ცხოველები. ისინი ჩვენთვის — «უმაღლესი გონებაა», რომელთანაც კონტაქტის დამყარების საშუალება არა გვაქვს. გაგრძელება >>>


imageარხის სხვა სიახლეები:


* ეგვიპტის მიწისქვეშეთის ოქროს პირამიდები

* ვარდებისადმი არაჯანსაღი სიყვარული, ფსიქიკური პრობლემები, დევნის მანია – საინტერესო ფაქტები ლუი დე ფიუნეს შესახებ

* ის, რაც ჩვენს თავს ხდება... – ბედი, კანონზომიერება, თუ შემთხვევითობა?

* სად და რატომ გაქრნენ შუმერები?

* რატომ სძულდათ ლუი დე ფიუნესი მეზობლებს?

* კვლევის თანახმად, ტუტანხამონი და სხვა ფარაონები კავკასიელები იყვნენ

* იშვიათი სახეობის ცხოველების ფოტოები, რომელთა შესახებ ბევრმა არ იცის



1
2246
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2246
  
2022, 2 ნოემბერი, 1:04
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1