x
image
მოზამბიკელი
პანდემია ფსიქიკური ჯანმრთელობის კვალდაკვალ - როგორ დავძლიოთ სტრესი  

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გავრცელებისა და ქვეყნების ჩაკეტვის ფონზე დღითიდღე მნიშვნელოვანი და აუცილებელი გახდა ჩვენს ფსიქიკაზე ზრუნვა. გარდა იმისა, რომ COVID -19 - ის გავრცელებამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა მსოფლიოს მასშტაბით, არანაკლები ზიანი მოგვაყენა დანარჩენ საზოგადოებას, რომლებსაც კარანტინისა და ძველი ცხოვრების რიტმზე უარის თქმის პარალელურად, მოგვიწია ახალ რეალობასთან შეგუება.

image

სახლიდან მუშაობა, დროებით უმუშევრობა, ონლიან გაკვეთილები და ლექციები, მეგობრებთან და ახლობლებთან ფიზიკური კონტაქტის არარსებობა, - ეს ჩამონათვალი აღწერს ყველაზე კარგად, რა დაგვემართა პანდემიის გავრცელების შემდეგ, ამ ყველაფერთან შეგუება კი დიდ დროს მოითხოვს და ყურადღება ამ დროს სწორედ ჩვენს ემოციურ ფონს უნდა მივაპყროთ, რადგან ახალი რეალობა განსაკუთრებით ძნელად აღსაქმელი სუსტი ნერვების ადამიანებისთვისაა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას თუ დავუჯერებთ, ჩვენს ფსიქიკაზე ზრუნვა თავად ყველაზე უკეთ შეგვიძლია და ამისთვის უამრავი საშუალება არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში დანარჩენ მსოფლიოსგან განსხვავებით ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილი მოხსნილია, საზოგადოება კვლავაც სტრესის დაძლევის ფაზაში იმყოფება.

სტრესის დაძლევაში და პოსტპანდემიური მდგომარეობიდან გამოსასვლელად ფსიქოლოგები რჩევებს გვთავაზობენ:

1.დაიძინეთ ერთიდაიგივე დროს ყოველდღე.

2.მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმეთ პირად ჰიგიენას.

3.რეგულარულად მიიღეთ ჯანსაღი საკვები.

4.დაუთმეთ დრო ვარჯიშს.

5.გაანაწილეთ დრო თანაბრად, მუშაობისთვის და დასვენებისთვის.

6.დაიტოვეთ დროს იმისთვის, რაც სიამოვნებას განიჭებთ. (მაგალითად, ხატვა, წერა, ხელსაქმე და ა.შ)

სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ ინფორმაციის მიღების შემცირებაც.

სასურველია დღეში ერთხელ ან ორჯერ მოიძიოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია და მოერიდოთ მთელი დღის განმავლობაში საინფორმაციოების მოსმენას ან ყურებას.

მნიშვნელოვანია ასევე სოციალური კონტაქტი. თუ სახლიდან გასვლას ვერ ახერხებთ, ან დატვირთული სამუშაო გრაფიკი გაქვთ, ეცადეთ მეგობრებთან იკონტაქტოთ ტელეფონით ან ინტერნეტით.

შეზღუდეთ ალკოჰოლის მიღება. ასევე ნუ დაუწყებთ ალკოჰოლის დალევას, თუ მანამდე არ სვამდით, რადგან სტრესის დაძლევაში ეს მოჩვენებითად დაგეხმარებათ. ნუ განიხილავთ ალკოჰოლს სტრესთან და მოწყენილობასთან გამკლავების საშუალებად.

ფსიქოლოგები ასევე გვირჩევენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები დრო გავატაროთ ეკრანთან, მითუმეტეს ძილის წინ ნუ გამოვიყენებთ ტელეფონს, შევზღუდოთ სოციალურ ქსელში ყოფნის დრო.

ჯანმრთელობას გისურვებთ !

0
8
2-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0