სიახლეები მდიდრები პანდემიისგან თავის დასაღწევად აქტიურად ყიდულობენ კუნძულებს 2020, 25 ივლისი, 12:39 მდიდრები ცდილობენ შეიძინონ კერძო კუნძულები, რათა იქ დაემალონ კორონავირუსისგან გამოწვეულ პანდემიას. ყველაზე პოპულარული მიმართულებები აღმოჩნდა წყნარი ოკეანეს სამხრეთი ნაწილი, კარიბის ზღვის აუზი და აშშ-სა და ევროპის ცალკეული მიუდგომელი ადგილები. წერს Financial Times.ი ამავე დროს, გამყიდველები ირწმუნებიან, რომ "თუ შეგიძლიათ ძალიან კარგი მანქანის ყიდვა, მაშინ შეგიძლიათ შეიძინოთ კუნძულიც." მაგალითად, ფინეთის სანაპიროდან იყიდება ობიექტი, რომელიც 100 ათასზე ნაკლები ევრო ღირს. რიელტორების თქმით, პანდემიამ აიძულა ადამიანები გარკვეულ საკითხებში გადაეხედათ საკუთარ შეხედულებებისთის ”კუნძულის ფლობა დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა, როგორც მიუწვდომელი და სასურველი რამ, რომელიც უფრო ხშირად მხოლოდ ექსცენტრული ოცნება იყო. მაგრამ COVID-19-მა ამ იდეას უფრო პრაქტიკული მიმართულება მისცა, რადგან ადამიანები ცდილობენ იპოვონ საკუთარი სივრცე და შეინარჩუნონ დისტანცია, ”- განაცხადა ერთ-ერთმა უძრავი ქონების ბროკერმა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ერთ- ერთი ყველაზე მიმზიდველი შესყიდვის ობიექტი, არის კუნძულ მაი, (მთავარ ფოტოზე)რომელსაც აქვს 13 ჰექტარი ტროპიკული ბაღები. კუნძული რამდენიმე მილიონი დოლარი ღირს და ბაზარზე ითვლება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე იდეალური ადგილი ინფექციისგან თავის დასაღწევად. 107 4-ს მოსწონს
|