საზოგადოება გამომცემლობა "პალიტრა L–ის" "ლიტერატურული გაჩერება" კახეთიდან დაიწყო 2020, 24 ივლისი, 10:59 ![]() გამომცემლობა "პალიტრა L-ის" "ლიტერატურული გაჩერება კახეთიდან დაიწყო. ყვარელში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე (კუდიგორის #2), სადაც წიგნების გამოფენა-გაყიდვაა და 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, მკითხველს დილის 10:00 საათიდან დახვდა სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა. ასევე, ყვარელი პროექტ „მაკულიტერატურას“ მასპინძლობს. მომხმარებელს საშუალება აქვს, 1 კგ მაკულატურას 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაცვალოს. თაბახის ფურცლების, ძველი წიგნების, ჟურნალ-გაზეთების სანაცვლოდ მათ ადგილზე ახალი და საინტერესო ლიტერატურის დიდი არჩევანი ელოდებათ. 25 - 26 ივლისს გამოფენა-გაყიდვა გადაინაცვლებს თელავში, თეატრის მიმდებარე ტერტორიაზე (ერეკლე II-ის ქუჩა). აქაც შესაძლებელი იქნება მაკულატურის გადაცვლა წიგნებში (1კგ=1 ლარს) . ![]() 25 ივლისს, საღამოს 19:00 საათზე კი თელავის "ბიბლუსი გალერეა“ ქართველ მწერლებს მასპინძლობს: ტორესა მოსი, თეა ინასარიძე, ელის დოჯსონი, ნიკოლას მაჩაბელი თელაველ მკითხველს შეხვდებიან. ისინი ინტერაქციულ წიგნს "ფენიქსს" წარადგენენ. ეს სხვანაირი წიგნია, რომლის ანალოგი საქართველოში არ არსებობს და ერთგვარი ლიტერატურული ექსპერიმენტია. ![]() 26 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება მაკულიტერატურის აქცია თელავში, რომლის ფარგლებშიც, 1კგ მაკულატურა =1 ლარის ღირებულების წიგნს. შეგახსენებთ, რომ "ლიტერატურული გაჩერება", მთელი საქართველოს მასშტაბით, 19 აგვისტოს ჩათვლით გასტანს და ბახმაროში დასრულდება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს <<< 10 2-ს მოსწონს
|