სხვა რისი გაკეთება ეკრძალებათ ქალებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 2020, 21 ივლისი, 20:04 რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, მსოფლიოში საგანგებოდ, ქალებისთვის დაწესებული ჯერ კიდევ მთელი რიგი შეზღუდვები მოქმედებს. თუ მუსულმანურ ქვეყნებში ეს არამხოლოდ ნორმა, არამედ ტრადიციაა, შეუძლებელია სხვა ქვეყნების წარმომადგენლებში მსგავსი სახის აკრძალვები გაოცებას არ იწვევდეს. გთავაზობთ, ქალებისთვის დაწესებულ რამდენიმე უცნაურ აკრძალვას, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დღემდე მოქმედებს.თურქმენეთში, მოწევასთან დაკავშირებული საგანგებო აკრძალვა არსებობსშუა აზიის სამხრეთ - დასავლეთ ნაწილში მდებარე ამ ულამაზესს ქვეყანაში, რომელიც მსოფლიოში თავისი საოცარი ყარაყუმის უდაბნოთი, ფოტოგენური კრატერებითა და საოცარი კანიონებით არის ცნობილი, გაგიკვირდებთ და, სიგარეტის ყიდვისას ქალებს მათი, თამბაქოზე დამოკიდებულების შესახებ დამადასტურებელი სპეციალური სამედიცინო ცნობის წარდგენა სჭირდებათ.ირანელ ქალებს საფეხბურთო მატჩზე დასწრება ეკძალებათმამაკაცები მოკლე შორტებით რომ არ თამაშობდნენ და მინდორზე მხოლოდ სავარჯიშო შარვლებით გამოდიოდნენ, მაშინ ირანელ ქალებს პრობლემაც არ შეექნებოდათ. თუმცა მათ მამაკაცების სწორედ ტრუსებში ნახვა ეკრძალებათ, თუნდაც სპორტულში. მოგეხსენებათ, სტადიონზე უცენზურო ლექსიკის მოსმენაც შესაძლებელია, რომელიც "ქალთა ყურებისთვის გათვლილი არ არის". მაგრამ ეს მათ ხელს არანაირად არ უშლის მამაკაცის სამოსით სტადიონზე თამაშსაც დაესწრნონ ან ისეთ ქვეყნებში გაემგზავრნონ, სადაც მსგავსი აკრძალვა არ მოქმედებს.საუდის არაბეთში ე.წ. "მალჩიშნიკზე" ქალებს დასწრების უფლება არ აქვთსაქმროს, საცოლის წვეულებაზე მისვლა შეუძლია, ხოლო აი, გოგონას კი ბიჭების "ფართიზე" დასწრება მკაცრად ეკრძალება.სვაზილენდში ქალებს შარვლის ტარება ეკრძალებათრაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ესვატინის სამეფოში (ყოფილი სვაზილენდის სამეფეო) ქალებს შარვლის ტარება ეკრძალებათ, ვინაიდან ასე გადაწყვიტა ქვეყნის პირველმა პირმა - ესვატინის მონარქმა. იქ არც მეტი, არც ნაკლები ზნეობის პოლიციაც კი არსებობს, რომლის წარმომადგენლებსაც შარვლის ტარებისთვის ქალების გამათრახებაც კი შეუძლიათ.172 შეფასება არ არის |