შოუბიზნესი 50 წლის ჯენიფერ ლოპესის მაცდური ფოტოსესია 2020, 21 ივლისი, 16:08 მიუხედავად იმის, რომ ჯენიფერ ლოპესმა უკვე გადააბიჯა ნახევარ საუკუნეს, ის მაინც შესანიშნავად გამოიყურება. ცოტა ხნის წინ მან საკუთარი ფეხსაცმლის ხაზის სარეკლამო ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უნაკლო ფორმაშია და დრო ვერაფერს აკლებს მის ფიგურას.
ამაში თავადაც დარწმუნდებით, როცა მის ფოტოებს თვალს გადაავლებთ.
50 წლის მომღერალი და მსახიობი ფეხსაცმლის საკუთარ ხაზს Footwear from JLO line-ს ფლობს ამერიკულ კომპანია Designer Shoe Warehouse-თან ერთად.
ვარსკვლავმა საკუთარი ფოტოები ინსტაგრამზეც განათავსა და 126 მილიონ გამომწერს თხოვნით მიმართა: გაუგზავნონ მომღერალს მისი ბოლო კოლექციის ფეხსაცმელების ფოტოები.
ამჟამად ჯენიფერ ლოპესი მაიამიში იმყოფება ორ შვილთან მაქსთან და ემასთან, ასევე საქმროსთან ალექს როდრიგესთან და მის ორ შვილთან ერთად. 153 შეფასება არ არის
|