x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
10 ნიშანი იმისა, რომ თქვენს პარტნიორთან ტოქსიკური ურთიერთობა გაქვთ და წერტილი უნდა დაუსვათ

ურთიერთობა ტოქსიკურ ადამიანთან ატრაქციონებს ჰგავს, ერთ დღეს პარტნიორი უმიზეზოდ გიყვირით, ეჭვიანობს, მეორე დღეს კი ასევე უმიზეზოდ გიხდით ბოდიშს და ამბობს თუ როგორ ძალიან უყვარხართ. თუ ჩამოთვლილი 10 ნიშანიდან 2 მაინც დაემთხვა, გამოდის, რომ ტოქსიკური ურთიერთობები გაქვთ და უნდა ეცადოთ მის მოგვარებას.

image

1. პარტნიორს გამუდმებით სურს თქვენი მოქმედებების გაკონტროლება

2.რეგულარულად გამოხატავს უკმაყოფილებას მიზეზიტ ან უმიზეზოდ

3.ახდენს აგრესილობის და ეჭვიანობის დემონსტრირებას, რასაც შემდგომში იმით ამართლებს, რომ ძალიან უყვარხართ.

4. ითხოვს თქვენგან ბევრ რამეს, მაგრამ თვითონ თქვენს თხოვნას არ ითვალისწინებს.

image

5. ცდილობს რომ შეგცვალოთ და საკუთარი აზრი თავს მოგახვიოთ

6. გადარებთ სხვებს და მიგანიშნებთ რომ თქვენზე უკეთესები არიან

7.არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენი ურთიერთობის განვითარებაზე და ზედაპირულად ეპყრობა თქვენს გრძნობებს.

8. თავს უფლებას აძლევს და სპეციალურად ცუდად ან საწყენად ხუმრობს თქვენზე.

image

9. წარსულით ცხოვრობს და გიყვებათ თუ რა კარგი იყო ადრე, როდესაც მიმდინარე დროს პრობლემები აქვს სამსახურშიც და ურთიერთობებშიც.

10. ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას და ხშირად ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ნაწყენია.

0
206
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
206
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0